გამარჯობა

)
ახლა ვეძებდი დიაბეტზე ინფორმაციას და (ჩემდა გასაოცრად) ვერაფერი ღირებული ვერ ვიპოვე ამ ფორუმზე.
ამიტომ ამ თემას ცოტა გავამდიდრებ და დავწერ დიეტას, რომელსაც დიაბეტიანები იცავენ.
snowflakes
მე გამიგია გრინლაით სტევიას ტაბლეტები... ეს არის შაქრის შემცვლელი ბალახეულისგან მიღებული ტაბლეტები და სხვა შაქრისშემცვლელებს ჯობია, თუმცა მგონი საქართველოში აღარ არის.. (არ ჩამოდის თუ რაღაც ეგეთი). მგონი მალაიზიაში ამზადებენ..
აქვე დავსვამ კითხვას მითხრეს სხვა შაქრის შემცვლელები მართალია შაქრის დონეზე არ მოქმედებენ, მაგრამ შემდეგ ბეტა-უჯრედების შეუქცევად ბლოკირებას ახდენს და უარესი შედეგი მიიღებაო.. და მართალია ???
ახლა კი დიეტა:
კვება უნდა იყოს მრავალჯერადი 3-4 მაინც დღეში, ინტერვალებში ნებადართულია მხოლოდ წყლის მიღება.
სასტიკად აკრძალულია: შაქარი, მურაბა, ჯემი, ტკბილი კომპოტი, ხილის წვენები, ტკბილი გაზიანი სასმელი, კამფეტი, შოკოლადი, მარმელადი, ხალვა, ნაყინი, ნამცხვარი, კრეკერი, ჩიფსი, სუხარი, თეთრი პური, ფუნთუშეული, ღვეზელი, ფენოვანი ცომი, ბევრი მაკარონი, შემწვარი კარტოფილი, ტაფაში ცხიმში შემწვარი ხორცი ან სხვა პროდუქტები, ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხორცი, შებოლილი პროდუქტი, კონსერვები, თხილი, კაკალი, მიწის თხილი, მზესუმზირა, ყურძენი, ლეღვი, ხურმა, ჩურჩხელა, თათარა, მაიონეზი, არაჟანი.
ერთი დღის განმავლობაში რა და რამდენი შეგიძლია მიირთვათ:
1) პური - 3 ნაჭერი (1 სმ სისქის) ჭვავის ან დიეტური (100-200 გრამი)
2) ყველი - 50 გრამი
3) ხაჭო - 200 გრამი
4) ხორცი ან თევზი - 150 გრამი ან სოსისი (რძიანი) 2 ცალი ან ერთი მოხარშული კვერცხი
5) მაწონი 2 ჭიქა
6) ხილი 500 გრამი
7) ბოსტნეული 500 გრამი (უმი სალათის, ვენეგრეტის, ლობიოს, მჟავეულობის, აჯაბსანდალის, წვნიანის და ა.შ. სახით) გამოდის 2 ულუფა სალათი
8) წიწიბურა მოხარშული უცხიმოდ 1 ჩაის ჭიქა მზა მდგომარეობაში
9) ჩაი, ყავა შაქრის შემცვლელი ტაბლეტებით
10) ჩვეულებრივი წყალი 1.5 ლიტრი
განტვირთვის დღეები (უნდა მოაწყო კვირაში ერთხელ ან ორჯერ):
1) 1.5 კგ ვაშლი მთელი დღის განმავლობაში + 1.5 ლ წყალი
2) 2 ჭიქა გრეჩიხა მზა და 2 ჭიქა მაწონი + 1.5 ლ წყალი
3) 200 გრამი ხაჭო + 500 მლ მაწონი +1.5 ლ წყალი
4) 2 კგ ბოსტნეული სალათის სახით მთელი დღე + 1.5 ლ წყალი
5) 400 გრ ხორცი მოხარშული, 3-4 ცალი კიტრი 1.5 წყალი
დიაბეტიანებისთვის ასევე კარგია რეგულარული ვარჯიში.
გისურვებთ წარმატებებს

)
This post has been edited by shelon on 24 Nov 2008, 21:11