და რით დასტურდება ეს მოსაზრება კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში?არცერთი ვორნი რომ არ მიმიცია იუზერებისთვის არასოდეს?

ამით?

იმ თემებს ვხურავ,რომლებსაც საჭიროდ მივიჩნევ რომ დავხურო.ჩემი მოვალეობაც ეს არის.
03-ის თემა იმიტომ მივპინე,რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ნებისმიერ ქვეყანაში 03 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მთელს მედიცინაში,თუ სულ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.ამერიკული ტელესერიალი "სასწარაფო" მაინც არ გაქვს ნანახი?

მე არ ვამბობ,რომ ქართული 03 არის გადასარევი,მაგრამ ვიმედოვნებდი და ჯერაც ვიმედოვნებ,რომ თუნდაც ამ თემის მიპინვით მე როგორც ამ განყოფილების კომოდერი ვაკეთებ კარგ საქმეს,მე სხვა ვერაფრით დავეხმარები 03-ს.თემა მიგიპინეთ და იმის ნაცვლად,რომ კონსტრუქციული დიალოგები გეწარმოებინათ და რამენაირად 03-ის დონის ამაღლებაზე და საჭირბოროტო საკითხებზე გემსჯელათ,პირიქით,ერთმანეთის კბენის მეტი მანდ არაფერი ყოფილა.არადა ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება,სწორედაც რომ კამათში და არა პირადულ შეურაცხყოფაში

იმის ნაცვლად რომ აპროტესტო 03-ის თემის მიპინვა,ჯობია ყველამ ჩვენი გასაკეთებელი ვაკეთოთ და გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფორუმზე ამ თემის აღორძინებაში.03 არ არის კონკრეტული ექიმების და პიროვნებების საკუთრება მემგონი ყველას გესმით ეს და ამაზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია.03-ს კი არ უნდა ვებრძოლოთ,პირიქით,უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად კარგი გახდეს.ისეთი დისკუსიებით კი რაც იმ თემაშია,03-ის რეიტინგს პირიქით ვაგდებთ.ასე კი საქმე არ კეთდება.არის პრობლემები და ამ პრობლემებს გადაწყვეტა უნდა.თემის დახურვა არ არის გამოსავალი

Let's make things better!