asikoრავა, მექსიკაშიც იცის პმს???
იიი...ჩემი თავითვინ ვერ მიშველია, შენ რა მოგიხერხო ქა?

რა ლუმინალი, რი ბარალგინი...
ეხლა ტკივილგამაყუჩებელსა ყველა აფთიაქში იძლევიან ურეცეპტოდა, მაგრამ მაგათი ინდაურივით ყლაპვა რო არ შაიძლება??
მოდი ჯერ რა შაიძლება უაქიმოდა და უწამლოდა...
მარტივი და მსუბუქი, ცოტას შაამსუბუქებს ყოფა–ცხოვრებასა:
1. ჭამა–სმის პონტში: მაგ დღეებში მეტი ნახშირწყლების და ნაკლები ცილის მიღება: მეტი კარტოფილი, პური, ნაკლები ხორცი, კვერცხი, ყველი. ეცადე აიცილო კოფეინი (მაგარი ჩაი, ყავა, კოკა–კოლა, პეპსი–კოლა), ზედმეტად ცხიმიანი საჭმელი, შენ წარმოიდგინე ჩიპსი ძაან ცხიმიანია, შეზღუდე შაქარი – კამფეტები, ნამცხვრები...
2. მეტი იმოძრავე ფიზიკურად, ივარჯიშე, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს...
3. არომათერაპიას რო ამბობენ, კაი რამეა, პროსტო ნატურალურ ეთერზეთებს აქ სად იშოვი რამდენიმეს ერთად. რამაშკის, ჟასმინის, ლავანდის და ლიმონის ეთერზეთებს თითო წვეთსა, აწვეთებენ სუსტ 20 ვატიან ნათურაზე და აანთებენ, ოთახში სასიამოვნო სუნი დგება. ოღონდ მეტი სიმძლავრის ნათურა არ იხმარო, ან ჰალოგენს არ დაასხა ძაან რო ხურდება, ან ტოქსიკომანივითა ცელოფანი არ ჩამაიცვა თავზე...
ჰო, კიდევა თავკონტროლი გაუწიე, რომ ვინმე არ შამოგელანძღოს ეგეთ დღეებში, განსაკუთრებით უშუალო უფროსი...

ეხლა თუ ძაან გაწუხებს, მაგი მკურნალობა სიმპტომებზეა დამოკიდებული, ცოტა ჭკვიან გინეკოლოგთან გინდა მისვლა, შეიძლება ჰორმონების გამოკვლევაც დაგჭირდეს...
პ.ს.ჰოო Zero Tolerance for Zero Intelligence!! – რო მიგიწერია,
Zero Intelligence – აშკარად მე ვარ და ე.ი. ვერ მიტან თუ როგოა შენი საქმე ჰაა?
This post has been edited by makvala on 18 Feb 2007, 00:19