ვააახ, ვაააახ ჩემი ჭკუის ხალხი ვიპოვე

)
გამარჯობათ დანო და ძმანო, უკვე მეცხრე წელია ნერვოზი(ვეგეტონერვოზი მაწუხებს) ეხლა ვერ შევძელი დაძინება 4 საათი სიბნელეში მქონდა თვალები გახელილი ჩავრთე კომპი და ეს თემა ვიპოვე.
პირველ რიგში: შთააგონეთ თავს რომ კარგად ხართ
2. დასძლიეთ შიშები
3. ემოცია და გაბრაზება გულში არ ჩაიკლათ, ნუ რამენაირად გარეთ გამოიტანეთ(ნუ სხვას რომ ზიანი არ მიაყენოთ)
4. უჰაერობის დროს დაღეჭეთ რამე მენთოლიანი საღეჭი რეზინი
5. ეცადეთ დილით ადრე ადგეთ, ჰაერზე გახვიდეთ, გაიარ-გამოიაროთ
6. ყოველთვის გქონდეთ გვერდით ისეთი რამ რაზეც ყურადღების გადატანას შეძლებთ, მაგალითად რაიმე თამაში მობილურში
ნუ ეს ეხლა უცებ სპონტანურად რაც მომაფიქრდა ის დავწერე

რავიცი მოვკვდი სიგარეტის წევით, ვერა და ვერ ვიძინებ არადა გუშინ 1 საათი მეძინა თან ვიმუშავე...
კიდევ რა დავწერო...
ხო მართლა მარცხენა მხარზე, ზევით ძვლის ტკივილი, რაღაც უფრო გაბუჟებას წააგავს ეგ გაქვთ ხოლმე?
ნუ რავიცი მე ასე თუ ისე შიშები კაი ხანია დავძლიე და ასევე შეგეშველებით დაძლევაში

ხო მართლა, ყელში ბურთის გაჭედვას შველის გაზირებული წყალი და შემდეგ და&^)($ება

გავიღვიძებ გადავიკითხავ კარგად თემას
* * *
ჩავუკიდე ახალ ღერს

რავი ძილი არ მერევა დავწერ ბარემ...
დღეს ვიყავი კარდიოგრამაზე, ექიმმა შემომხედა თუ არა მითხრა ძალიან ემოციური ჩანხარო... გამისინჯა პულსი დაახლოებით 130 მქონდა. შესვლამდე მანერვიულეს რაღაცაზე, ნუ შემდეგ მომისმინა და მითხრა მე გავალ და 10 წუთში მოვალო.. (ალბათ ეგონა დავწყნარდებოდი

) მოვიდა ისე ისე მაქვს პულსი, ოთახში ისეთი სიცხეა სახე მიხურს, სხეული გამიხურდა, ყურები მიხურს, თვალები მეწვის, ოპააა გულმაც გაატრაკა... დავჯექი-ავდექი, გავედი-გამოვედი.... რაგაც მინდა... კი მაგრამ რა მინდა? ააა ხო სიგარეტი გაასწორებდა ეხლა... მაგრამ გასვლის თავი ეხლა ნაღდად არ მაქვს მოდი ვიჯდები შევეცდები დავმშვიდდე, ველაპარაკები ექიმს, ვუყვები ჩემს გასაჭირს გავიდა 20-30-40 წუთი ამოვულაგე ყველაფერი, პულსი ისევ ისეა... ნუ წამიყვანა კარდიოგრამაზე, დამაწვინეს და დაიწყეს გადაღება, ვიგაც ახალი დილეტანტი გოგოები იყვნენ, მითხრეს ცოტა ხანი მოისვენეო, ამ დროს დამეწყო ეგრედ წოდებული გულის წიკები, წამოდგომა მომინდა, წამოვდექი დავწყნარდი დავწექი ისევ, ამ დილეტანტებს არ გამოუვიდათ გადაგება

) მოვიდა ექიმი და სხვა მონიტორიან კარდიოგრამაზე შემაერთა, შევხედე 135 ექიმი მიყურებს განცვიფრებული: ვაახ ესეთი არაფერი მინახავსოოო... ნუ ღვთის წყალობით ეს ტესტი წარმატებით გავიარე, წამიყვანეს გულის ექოსკოპიაზე, დამაწვინეს. რაგაც სითხე წამისვეს და დაიყწეს გულის ექოსკოპირება, ნუ გადატრიალდი გადმოტრიალდი, აბა ეხლა მარცხენა გვერდზეო... ოოო ეგ არ მესიამოვნა

:D:D ნუ რას იზამ გადავტრიალდი და მორჩა ეგ ექოსკოპიაც, გასვლისას უთხრა რაგაც აქვს 85-იო(ვერ დავიმახსოვრე რა) ნუ შევედით კარდიოლოგის კაბინეტში და მეუბნება კარგიოლოგი: იდეალურად ჯანმრთელი გული გაქვსო.... უფფფ მაგრად მომეშვი უცებ სიმსუბუქე ვიგრძენი,. მაგრამო... გული გაქვს ზედმეტად ძლიერიო, ანუ რაგაც პარკუჭი თუ სარქველი უნდა იკუმშებოდეს თუ უნდა გამოქონდეს სისხლის თუ რაღაცის 55% ეგ არის ნორმა ხოლო ჩემს გულს გამოაქვს 85%

, ნუ დიდი არაფერიო. მითხრა რომ ჩიყვის ანალიზი გამეკეთებინა და ვინმე სერიოზულ ნევროპათოლოგთან მივულიყავი, ნუ კიდევ იყო პატარ-პატარა დიალოგები ეხლა მაგის გახსენების თავი არ მაქვს

იმედია ეს ჩემი ისტორია რაღაც ოპტიმიზმს გააჩენს თქვენში