#61623512 · 22 Oct 2024, 18:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
10 წელი მაწუხებდა. შეგუებული ვიყავი კვირაში და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე წამლის მიღებას. როცა არ მაწუხებდა - ის დღე იყო ზეიმი.
ერთ დღესაც რაც აღმოვაჩინე იყო ის, რომ შაკიკის დაწყებასთან ერთად ამ დროის განმავლობაში მქონდა ძილის პრობლემები. უხარისხო ძილი = ჯანმრთელობის პრობლემებს. დავიწყე მელატონინის (ბუნებრივი საკვები დანამატის) მიღება, ძილის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
საოცარი შედეგია, უბრალოდ საოცარი. 2 თვეა დავიწყებული მაქვს, ასეთი რამ ჯერ არასდროს ყოფილა და ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა სიცივეები იწყება, რა დროსაც ტკივილის სიხშირე უფრო აქტიურდებოდა ხოლმე.
გირჩევთ ყველას სცადოთ, უმჯობესია ამაზონიდან გამოწეროთ, თუმცა აქაც იყიდება ამვილაბისა და სოლგარის ფირმის.
This post has been edited by fanballr on 22 Oct 2024, 18:08
|