ძალიან ცდილობს ახალი მინისტრი სფეროს გაუკეთესებას და ჯერ, ეტყობა, დაკვირვებებს ახდენს.(წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივდივარ და ვამოწმებ ყველასო)
მერე შაუბერაავს.

კარძო კლინიკებს ატყვია პატრონის ზრუნვა, აი სახელმწიფო დაწესებულებები კი სავალალო დღეში არიან.
სტატია:
".............ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი მეგობარი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში ექიმთან გაყოლა მთხოვა. თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოს მივაშურეთ. როგორც ყველა საავადმყოფოში, აქ მიმოსვლის ორი საშუალება - კიბე და ლიფტი არსებობს და ორივემ შენობაში შესვლისთანავე უკან გამობრუნების სურვილი გაგვიჩინა. იმედი გაგვიცრუვდა, - ვიფიქრეთ, აქ როგორ შეიძლება ვინმემ ვინმეს ჯანმრთელობაზე იზრუნოს-მეთქი. ჭუჭყიანი მოსაცდელი ლიფტთან არაფრით ქმნის სამკურნალო დაწესებულების ასოციაციას. ნუთუ ასე ძნელია კედლების გაწმენდა, იატაკისა და კიბის მორეცხვა?
მესამე და მეოთხე სართულების გასაყარზე, კიბის ბაქანზე იმდენი ნაგავი ეყარა, რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბოლომდე ავყევი სართულებს. წესით, ახლა აქ გაცხარებული სარემონტო სამუშაოები უნდა მიდიოდეს, ამის ნაცვლად ყველგან ნაგვისა და აყროლებული ტუალეტების სუნი დგას.
სანუგეშო სიტუაცია არც იმ სართულებზეა, სადაც სარემონტო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. თვალში გეცემათ ჩაბნელებული დერეფნები, რომელთა ბოლოებში დატანებული სარკმლიდან შემომავალი შუქი ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს გვირაბში მიდიხარ. არადა, ავადმყოფებისთვის ნათელ და სუფთა გარემოში ყოფნაა აუცილებელი, აქ კი... ამოტეხილი იატაკი და ჭუჭყიანი კედლები ამაზრზენი სანახავია. აქაურობა «შერეკილების» ერთ-ერთი პერსონაჟის, ექიმ ნოშრევან კუჭუხიძის «დაწესებულებას» ჰგავს, სადაც დაავადების ფორმისა და ხასიათის მიუხედავად, ყველას აბ გლუკოზას უნიშნავენ. დიახ, ასეთ განწყობილებას შეგიქმნით ეს ყოველივე, თორემ ეჭვიც არ მეპარება, რომ აქ ავადმყოფების სიცოცხლეზე ბევრი მაღალკვალიფიციური ექიმი ზრუნავს. უეჭველია, მათაც არ მოსწონთ ამ პირობებში მუშაობა, მაგრამ ვინ ამოიღებს ხმას სამსახურის დაკარგვის შიშით?!
სწორედ მათ შემნიშნეს, რომ ფოტოებს ვიღებდი და მაიძულეს, პაპარაცობა შემეწყვიტა. არც პალატების გადაღების უფლება მომცეს, მაგრამ ერთის ფირზე აღბეჭდვა მაინც მოვასწარი.
რესპუბლიკური საავადმყოფოდან მეცხრე საავადმყოფოში გვირჩიეს წასვლა. აქ კიდევ უფრო წაგვიხდა ხასიათი. სუსტი განათების ან მისი არარსებობის გამო თითქმის ხელის ცეცებით მივიკვლევდით გზას.
პალატების გადაღების უფლებას პაციენტებიც არ მაძლევენ. თუმც, როგორც დერეფნებია მოუვლელი, არც პალატებში იქნება სახარბიელო სიტუაცია. პალატების შესასვლელთან დგას ძველისძველი ჟანგიანი ნიჟარა, სადაც პაციენტები ხელ-პირსაც იბანენ და სასმელ წყალსაც იმარაგებენ. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ პაციენტმა შხაპით ან სხვა ამგვარი კომფორტით ისარგებლოს... ტუალეტებში ვიჭყიტები, მგონი, აქ ასი წლის წინ დამონტაჟდა ეს ყველაფერი და მას მერე ხელიც არავის შეუვლია...
ეს ელექტროქურაა. მოკლედ, თქვენ წინაშეა მინისამზარეულო, სადაც პაციენტების მომვლელებს შეუძლიათ კერძი მოამზადონ. სანიტარიულ პირობებზე კომენტარი ამ შემთხვევაშიც ზედმეტია.
«ქურდულად» ერთ-ერთ, სავარაუდოდ, საპროცედურო თუ სადიაგნოსტიკო კაბინეტში შევიჭყიტე. აქაურობის შემხედვარე ექიმებიც შემეცოდა და პაციენტებიც...
მოსაცდელში სკამი რატომღაც ჯაჭვით არის გამობმული მაგიდაზე, ვერაფერს ვხვდები...
საავადმყოფოდან საავადმყოფოში ხეტიალში შევატყვე, რომ მეც შეუძლოდ გავხდი. დიახ, ვფიქრობდი, ღმერთმა ნუ ქნას და, ერთ დღესაც აქ მოსვლა და გამოკვლევის ჩატარება რომ დამჭირდეს, როგორ უნდა ვენდო აქაურ ლაბორატორიებში მიღებულ პასუხებს-მეთქი." (კვ. პ 14)
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)