ძალიან დიდი ტოპიკია, ამიტომ ყველაფერი არ წამიკითხია. რაც წავიკითხე დავინახე რომ ხალხს(ყველას არა) არ აქვს სწორიწარმოდგენა მარიხუანას შესახებ.
1) მარიხუანა წმინდა გაგებით არ არის ნარკოტიკი: არ იცის სერიოზული მიჩვევა(ანუ ერთი და იგივე ეფექტის მისაღებად დოზის ესკალაცია არ არის საჭირო თუ მოწევიდან მოწევამდე სიფხიზლესაც დაუთმობ ცოტას ადგილს) და არ ახასიათებს ე.წ. აბსტინენციის სინდრომი ანუ ლომკა.
2) ნარკოტიკის ცნება მთლიანად ამათუიმმთავრობის განმარტებაა და მეტი არაფერი. თვალნათლად რომ დაგანახოთ ეს შემდეგ მაგალითს მოვიყვან. აშშ-ში არსებობს ორგანიზაცია რომელიც აწესებს ესა-თუ-ის წამალი მიეკუთვნება თუ არა საკონტროლო წამლების რიცხვს. მაგალითად არის წამალი აქ, ულტრამი ქვია (რომელიც იგივეა რაც ტრამადოლი ანუ ავად ცნობილი ტრამალი საქართველოში), რომელიც არ მიეკუთვენბა მასეთ საკონტროლო წამლების რიცხვს და ნარკოტიკათაც არ განიხილება, მაშინ როცა ევროპაში ტრამადოლი ნარკოტიკად მოისაზრება. ანუ აშშ-ს მთავრობა არ არქმევს ტრამალს ნარკოტიკის სახელს და ევროპის მთავრობები არქმევს მაგ სახელს.
3) ბევრ ქვეყანაში მარიხუანას აკრძალვას წმინდა პოლიტიკურ/ეკონომიური ხასიათი აქვს და
არა სამედიცინო. მარიხუანას ლეგალიზაცია რომ მოხდეს, მაშინ აბსოლიტური უმრავლესობაა დაიწყებს მის მოხმარებას, მსმელების აბსოლიტური უმრავლესობის ჩათვლით. ახლა საქმე რაშია. მარიხუანას მოყვანას მაშინ ვერ აკრძალავ თუ მარიხუანა ლეგალური გახდა. ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო ვერ დაბეგრავს მომხმარებელს მისი მოხმარებისათვის, მაშინ როცა ალკოჰოლის ინდუსტრია უდიდესი ბიზნესია სადაც ფულის კეთება ხდება ყველა დონეზე.
4) ალკოჰოლი რომ საშინელებაა ყველამ ვიცით. ალკოჰოლს რაიმე დანიშნულება მედიცინაში არ გააჩნია გარდა სტერილიზაციისა. სტერილიზაცია ნიშნავს
სიცოცხლის მოსპობას. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მოსპობა ხელსაყრელია ადამიანისათვის, მარა მე არსზე მივუთითე. ყველამ იცის რომ ალკოჰოლი ალკოჰოლური ციროზის გამოწვევის მიზეზია და მიმოიხედეთ გარშემო რამდენი ახლობელია მაგით დაავადებული? საშინელებაა. ეჭვი არ მეპარება რომ მარიხუანა აკრძალული რომ არ ყოფილიყო, მსოფლიში ალკოჰოლური ციროზის რიცხვი(და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა) გაცილებით შემცირდებოდა.
5) მარიხუანას სამედიცინო თვისებები კიდევ ძალიან ბევრია. მცირედს ჩამოვთვლი: ქემოთერაპიით ნამკურნალებ პაციენტებში ღებინების მოხსნის საუკეთესო საშუალებააა(და საერთოდ ღებინების), შიდსიან პაციენტებში მადის აღძვრის საუკეთესო საშუალებაა(და საერთოდ მადის აღძვრის და ვისაც მოწეული აქვს ქე იცი რა სიმსუნაგე იცის მაგან), გალუკომის სამკურანალოდ იხმარება. სხვა ჩვენებებია სპასტიურობის მკურნალობა, დეპრესიების, ნევროზების, ტრამვის შემდგომი სტრესის, ქრონიკული ტკივილების მკურნალობა: მე პირადად მყავს პაციენტი რომლსაც ტრამვისშემდგომი წელის ქრონიკული ტკივილებია აქვს ერთადერთი რაც ტკივილებს უხსნის არის მარიხუანა. სხვა არაფერი არ შველის და არავითარი ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების გაგონება არ უნდა. პაციენტი ცხოვრობდა კალიფორნიაში სადაც სამედიცინო მარიხუანის მოხმარება ლეგალურად ითვლება; ანუ თუ ექიმმა გამოუწერა ავადმყოფს მარიხუანა სამკურნალოდ, ავადმყოფს უფლება აქვს რომ მარიხუანა მაგ მიზნებისათვის(და მხოლოდ მაგ მიზნისათვის) მოიყვანოს. შტატი რომ გამოიცვალა, იმის მერე ცუდ დღეშია რადგანაც ამ შტატში აკრძალულია საერთოდ მარიხუანას მოყვანა. მე მგონი სულ 3 შტატია სადაც ნებადართეს სამედიცინო მარიხუანას. ახლა იბრძვის რომ ამ შტატშიც ლეგალიზება მოხდეს მაგის.
საერთოდ მარიხუანას სამედიცინო მნიშვნელობა განუსაზღვრელია(და არა მარტო სამედიცინო, არამედ სულიერი ცხოვრების გამრღმავებელიც არის თუ სწორად იქნა მოხმარება) და ეგ არის უსაზღვრო თემა. ვისაც აინტერესებს ამ თემაზე უფრო მეტი ინფო და ინგლისურს ფლობს, აი ლინკებიც:
http://www.canorml.org/prop/Mikuriya_ICD-9list.pdfამ ლინკზე იმ დაავადებების სიაა, რომლის დროსაც მარიხუანის მოხმარება კარგ შედეგს იძლევა. ერთი რამ იცოდეთ: ეს კვლევები დაბოლილი ხალხის გაკეთებული არ არის, არამედ ექიმებისა და სტატისტიკოსების ნამუშევრებზეა დაყრდნობილი და ხშირ შემთხვევაში randomized double blind placebo controlled trials-ს ეყრდნობა რაც არის სტანდარტული კვლევის მეთოდი წამლის ეფექტურობის დასადგენად.
http://www.cannabis-med.org/http://www.norml.org//index.cfm?Group_ID=7002http://www.norml.org//index.cfm?Group_ID=7002ამ საიტებზე თანამედროვე კვლევებზეა საუბარი სამედიცინო მარიხუანასთან დაკავშირებით.