გამარჯობათ
წავიკითხე მთლიანი 213 გვერდი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გავიგე ბევრი ისეთი სიმართლე და ჭორი რომელიც აქამდე არ ვიცოდი

იმაშიც დავრწმუნდი რომ დგეს საქართველოში ექიმების და კლინიკების მოდაა...
მე 13 კვირის ორსული ვარ. ეს მეორე ორსულობაა, პირველი ორსულობა 6თვეზე ნაადრევი მშობიარობით დასრულდა, იმასაც გეტყვით რომ პირველი ორსულობა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად იყო მიღებული. 1 წელი არ მყავდა შვილი, მერე ექიმთან მივედი, ქვეყანა ანალიზებთან ერთად მეუღლემ გაიკეთა სპერმოგრამა 2ჯერ არ დავასახელებ სად შეგნებულად, აღმოჩნდა რომ ხელოვნური განაყოპიერების იქით ჩვენ შვილი არ გვეყოლებოდა და ეს იყო ჩვენი ბოლო შანსი.
მოკლედ მალევე გავიკეთეთ ინვიტრო, პირველივე ცდაზე შედეგი იყო, ბედნიერები ვიყავით თან ტყუპებს ველოდით. მაგრამ დაიწყო უსაშველო ტანჯვა, სისხლდენები, ყლაპვა უამრავი წამლის, წოლითი რეჟიმი (საპირფარეშომდეც ვერ მივდიოდი) + ჰიპერკუაგულაცია, და მრავალი დგეს წამყვანი ექიმის ჩარევის მიუხედავად 6 თვეზე ნაადრევი მშობიარობით და მათი დაღუპვით დასრულდა ეს ტანჯვა.
ვიცოდი რომ შვილი არ მეყოლებოდა ასეთი დიაგნოზი მქონდა ჩვენი წამყვნანი ექიმებისგან მათ სახელებს არ დავასახელებ რადგან ამ ფორუმზე მათი სახელები და მადლიერი ხალხი ოხრადაა... მშობიარობის შემდეგ მე-3 თვეს დავორსულდი, სრულიად ბუნებრივად და მოულოდნელად, ისეთი სპერმოგრამის ფონზე რომ............ გავექანე წამყვან კლინიკაში წამყვან ექოს ექიმთან და მითხრა ბავშვი არ ჩანს ალბათ ჰორმონალური დარგვევააო, გადავამოწმე იმ დგესვე სხვაგან და 6კვირის ორსული ვიყავი....გაოგნებული და განადგურებული ვარ დგემდე, ვერ მომინელებია ის ტყუილი რომელმაც მთელი 6თვე ჯოჯოხეთი გამომავლევინა, ვერ მომინელებია ის ფსიქოლოგიური შოკი როცა მითხრეს რომ ჩემს მეუღლეს შვილი არ ეყოლებოდა.... აქვე წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობაც.
დგეს სრულიად ბუნებრივად 13 კვირის ორსული ვარ, ორივე თავს კარგად ვგრზნობთ....
არ აყვეთ ხალხო მოდას, ექიმებს, ყველაფერი მაინც ზემოდან წყდება...
გკოცნით ყველას და ბედნიერ დედობას გისურვებთ, მეც მჯერა რომ ამ ორსულობას ბოლომდე მივიყვან და ამდენი წამების შემდეგ მეც ბედნიერი დედა ვიქნები