saldiკი ბატონო
ერთი წლის წინ გავიკეთე
გავიკეთე კარაპს მედლაინში, კოტე მათითაშვილი და ალექსანდრე კალანტაროვი
არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან ყურადრებიანები.
მეტი მე არ ვიცი სად რა და როგორ კეთდება და ნამდვილად ვერ გირჩევ, უბრალოდ არ ვიცი
მოკლედ ეხლა ოპერაციას რაც შეეხება
მე ეს ჰაიმორიტი ეხლა მეორედ გავიკეთე, პირველად 1997 წელს მაგრამ დედას გეფიცები, იმასთან შედარებით ეს არის რავი რა გითხრა, კბილის დაპლომბვაა
საოპერაციოდ სანამ შეგიყვანენ და ნარკოზს გაგიკეთებენ, მანამდე პალატაში დაგარჭობენ რაღაც წამალს, რომელიც უბრალოდ სტრესს გიხსნის და ამის მერე შენ ვერაფერს ვეღარ გაიგებ. ვერც საოპერაციოში როგორ შეგიყვანენ და ვერც ნარკოზს და ვერც ვერაფერს ! რაც მთავარია სანამ გაითიშები ისეთი ბედნიერი იქნები, ისეთი ისეთი რომ აი არ იცი
ამის მერე ერთად ერთი ის ტეხავს, რომ ნარკოზიდან რომ გამოდიხარ მაგრად გწყურია ( ნუ მე საშინლად მწყუროდა) და არ გალევინებენ ცოტა ხანი, აი ერთად ერთი ეგ ტეხავს თორემ ნარკოზიდან მე ისე გამოვედი როგორც კაი გამოძინებული

(წინა ოპერაციიდან განსხვავებით, მაშინ ძალიან ძნელად მოხდა ეგ ამბავი )
სახლში გამომიშვეს იმავე დღეს იმიტომ რომ არ იყო ჩემი იქ ყოფნის საჭიროება
ტამპონები მქონდა გათხრილი ცხვირში 100000 მეტრი მაგრამ ტკივილები არ მქონია არანაირი საერთოდ საერთოდ ! მაგის ნუ შეგეშინდება !
ცოტა ძაფები გექნება პირში მაგრამ ეგ არაფერ დისკომფორტს არ შეგიქმნის, ვერც იგრნობ (მე ღრძილების ზემოთ გამიჭრეს და იქიდან გამიკეთეს ოპერაცია და შენი შემთხვევა არ ვიცი როგორი იქნება, სავარაუოდოდ იგივე) მაგრამ კიდევ გეუბნები ეგ მე სულ შემთხვევით გავიგე, ვერ იგრძნობ შენ ვერაფერს
5 დღეში წახვალ ისევ, ისევ გაგიჩხერენ იმ წამალს აი ძალიან რომ გაბედნიერებს, უცბათ მიგეძინება და 5 წუთში გაიღვიძებ და უკვე თავისუფალი იქნები. ისუნთქებ ჯიგრულად
სულ ეგ არის, დედას გეფიცები თუ რამე მტკივნეული იყოს ან თუ რამე დისკომფორტი
ნუ დისკომფორტი არის რა თქმა უნდა ტამპონები მაგრამ ნამდვილად არაფერი ისეთი რომ აი ვაიმე დედა
წარმატებები და აბა შენ იცი რაც მალე მით უკეთესი
Twenty years from now, you will be more disappointed by the things you did not do, than by the ones you did!