ხალხო, მაგარ პანიკაში ვარ!
გეტყვით რა მოხდა: ჩვენთან ეზოში დაჭრეს ვიღაც ტიპი. ფეხში იყო დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით. ხმაურზე გამოვვარდით და პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ: სისხლდენა რომ შეგვეჩერებინა ფეხი ჟგუტით გადავუჭირეთ და მისივე მანქანით გავაქანეთ საავადმყოფოში. მანქანაში დაწვენისას თუ მანქანიდან გადმოყვანისას ამ ტიპის სისხლი შარვალზე დამეწვეთა, საშუალო ზომის ლაქა დაემჩნა. სახლში რომ მივედი, დავიბანე, ტანსაცმელი კიდევ ცივი წყლით სავსე ტაშტში ჩავალბე. ეგ ტანსაცმელი მერე ჩემმა ცოლმა გაწურა. რეზინის ხელთათმანები კი ეკეთა, მაგრამ ცოტა წყალი მაინც ჩავიდა ხელებში.
იმ საღამოს მე სახლში არ ვიყავი, პოლიცია ყოფილა და ჩემი ოჯახის წევრები დაკითხეს. როგორც პოლიციამ გვაცნობა, ეგ ტიპი ნარკომანი ყოფილა და ამასთან ერთად, ჰქონია შიდსი!

არ ვიცი, ეგ მართლაც ასე არის თუ არა, მაგრამ არა მგონია, ტყუილის თქმა დასჭირვებოდათ რამეში. ეგ რომ გავიგეთ, კი სასწრაფოდ გადავაგდეთ ის ტანსაცმელი, მაგრამ ფაქტიურად არის შანსი, რომ იმ სისხლით გაჟღენთილი წყალი, რაშიც ეგ ტანსაცმელი ჩავაგდე, თუნდაც სულ მცირე კონცენტრირებით, ჩემი ცოლის კანზე მოხვედრილიყო.
მე და ჩემი ცოლი მაგარი დაიზმენებულები ვართ. ჩემი თავი მეზიზღება, რომ ასე მოხდა, და დაუდევრად მოვიქეცი, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია იმ მომენტში, რომ მოვლენები შეიძლება ასე განვითარებულიყო. უბრალოდ შიდსის საშიშროება არც მომვსლია თავში იმ მომენტში, თორემ ამ ტანსაცმელს საერთოდ დავწვავდი.
მცოდნე ხალხმა მითხარით რა, რამდენად დიდია ინფიცირების რისკი?