სად ხარ? აკი გავიგებო? გელოდებით აქ ხალხი
აი ამ ბიჭიკოზე რა ინფო მოვიძიე და მსიამრტიც გიპოვეტ
ბიჭიკო გაგნიძის კოორდინატებია: თელავი, კავკასიონის ქუჩა #61-ბ, ტელ: 893-22-66-51, 8(25) 7-61-24; თბილისი, წინამძღვრიშვილის 120 (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 10-დან 14 საათამდე). ქართული ხალხური მედიცინის კიდევ ერთი თვალსაჩინო მიღწევა
საუკუნის სახადმა "გლობალურმა დათბობამ", სხვა უამრავ პრობლემას შორის, კაცობრიობას მძიმე განსაცდელი მოუვლინა მრავალი მოურჩენელი დაავადების სახით.
სახალხო მკურნალის ბიჭიკო გაგნიძის მიერ შერჩეულ მცენარეებზე (დიდგულა, შვიტას ბალახი, ლურჯი ღიღილო, გვირილა, ჟოლო, მარწყვის ფოთლები და სხვა) შექმნილი საინექციო პრეპარატები "დომენტოლი" და "გაგელონი" დადებით შედეგს იძლევა კოლიტზე, პროსტატიტზე, ბუასილზე, რადიკულიტზე, ნევროზზე, პარკინსონის დაავადებაზე, ასთმასა და ჩიყვზე. წამლობს გულისა და თირკმელების დაავადებებს, სპობს აზოტს თირკმელში. დადებითი შედეგი აქვს გაფანტული სკლეროზი, ცერებრალური დამბლის, ოსტეოქონდოზის, გაიმორიტის, ოსტეოქონდროზის, გაიმორიტის, სეფსისის, ბოტულოზმის, ტუბერკულოზის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ქალური დაავადებების, ანთებითი პროცესების, ქლამიდიას, კლიმაქსის, ფსორიაზის მკურნალობისას, შედეგიანია თავბრუსხევისას, ეპილეფსიაზე, სახსრების დაავადებებზე, ამყარებს ხანდაზმულთა იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სექსუალურ დარღვევებზე და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებაზე.
ეს პრეპარატები გამოიკვლიეს ივ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, სადაც მისი მოქმედება შეისწავლეს 29 პაციენტზე. სამეცნიერო კვლევაში, რომელიც მიმდინარეობდა ღვიძლის ციროზის, ქრონიკული ჰეპატიტის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, გაფანტული სკლეროზის და ნეიტროცირკულარული დისტონიის მიმართულებით, მონაწილეობდნენ ჰოსპიტალის მთავარი ექიმი, პროფესორი გ. მაცაბერიძე და ს. ხეჩინაშვილის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მ. ბერიძე.
მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს გაუუმჯობესდათ გუნება-განწყობილება, აღნიშნავდნენ ენერგიის მოზღვავებას, ასევე გაუუმჯობესდებათ ლაბორატორიული მონაცემები. კერძოდ, ქრონიკული დიფუზურ-დისტროფიული პროცესების დროს შეიმჩნეოდა ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკა, შემცირდა ტკივილის სინდრომი, სიმძიმის შეგრძნება. ამავე დროს, კლინიკური გაუმჯობესება აღინიშნა წყლულოვანი დაავადებებისა და კოლიტების დროს, შემცირდა დისპერსიული მოვლენები, დისკომფორტის შეგრძნება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სისხლის სურათი. ასევე დაფიქსირებულია დადებითი ცვლილებები, ქკე სურათზე, გაფანტულ სკლეროზზე დაკვირვებაში. საკმაოდ მრავალმხრივ გამოკვლევებში გვერდითი მოვლენები არ აღნიშნულა.
სამედიცინო დარგის სპეციალისტების დასკვნით, საინექციო პრეპარატებს ახასიათებთ ზოგადგამაჯანსაღებელი, საერთო მასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და მათი გამოყენება სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებების დროს, უმეტეს შემთხვევაში, განაპირობებს დადებით დინამიკას დაავადებების მიმდინარეობაში.
დღევანდელი მედიცინა შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ მთელ დედამიწაზე გარემოს დაბინძურება და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება, მოსახლეობაში განსაკუთრებით ზრდის სიმსივნური, სისხლძარღვოვანი და სხვა სახის მძიმე დაავადებათა რისკს. ისიც ფაქტია, რომ ეს რისკი საკმაოდ მაღალია ქალებში 15 წლის ასაკიდან, თუმცა მძიმე დაავადებებისგან არც მამაკაცები არიან დაზღვეული. ამიტომ, სავალდებულო არ არის, რომ ბიჭიკო გაგნიძის პრეპარატებით ვიმკურნალოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რომელიმე დაავადების პოლიგონად ვიქცევით, რადგან სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, როცა ადამიანში რაიმე მძიმე დაავადება იჩენს თავს, იგი იმდენად არის ხოლმე გამჯდარი სხეულში, რომ მის გამოდევნას ან ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, ან საერთოდ შეუძლებელია და ფატალური შედეგიც გარდაუვალია.
როგორც ბატონი ბიჭიკო გაგნიძე ბრძანებს, თუ ნებისმიერი პიროვნება წელიწადში ერთხელ მაინც ინექციის სახით მიიღებს ორ ფლაკონ პრეპარატს, მისი სხეული სენმედეგი გახდება.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ნებისმიერ კლინიკაში მკურნალობა ძვირ სიამოვნებად ითვლება, ხოლო ბიჭიკო გაგნიძის მიერ შემოთავაზებული პრეპარატი საკმაოდ იაფი ღირს, ეს წამალი იმ პანაცეად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ჯანმრთელობასაც შეგინარჩუნებთ და ოჯახის ბიუჯეტსაც დაგიზოგავთ.
ბიჭიკო გაგნიძის კოორდინატებია: თელავი, კავკასიონის ქუჩა #61-ბ, ტელ: 893-22-66-51, 8(25) 7-61-24; თბილისი, წინამძღვრიშვილის 120 (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 10-დან 14 საათამდე).
როლანდ ჯალაღანია,
საპატიო დოქტორი
http://www.opentext.org.ge/08/sakartvelos-.../171/171-23.htm * * *
რაში მდგომარეობს ხალხური მედიცინის ფენომენი და რით გააოცა სახალხო მკურნალმა პროფესორები: `ბუნებას საოცარი ძალა აქვს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ მისი სიმდიდრე...�
მაია ბრეგვაძე, ნატა ლომაძე
მიუხედავათ იმისა, რომ ტრადიციულ მედიცინას არნახული მიღწევები აქვს, ხალხური მედიცინის ფენომენი დღემდე ამოუხსნელია და სასწაულებს ახდენს.
სწორედ, ერთ ასეთ ისტორიაზე გვინდა გიამბოთ.
თელავში, ერთი უბრალო ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც სასწაულების ნამდვილად არ სჯერა, მაგრამ ერთმა უჩვეულო შემთხვევამ, მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სიკვდილის პირას მყოფს, რაღაც უცნაურმა ძალამ, ბალახეულისგან წამლის დამზადება ასწავლა. ასე საკუთარი სიცოცხლეც იხსნა და მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა დღეგრძელობა.
`უფლის დიდი რწმენა მაქვს, მისი მადლი დიდია. არ ვიცი, რატომ გამხადა თავისი რჩეული და სხვა ადამიანების ბედიც რატომ მანდო. ერთი კი ცხადია, ვაკეთებ იმას, რაც მან მიკარნახა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა�, - გვითხრა სახალხო მკურნალმა, ბიჭიკო გაგნიძემ.
- ბატონო ბიჭიკო, როგორ აღმოაჩინეთ ბალახების საოცარი ძალა?
- 1985 წელს, ძალიან მძიმედ დავაადდი. ჩემი გადარჩენა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. უიმედო მდგომარეობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გია მუხაშავრიასთან მივედი, რომელმაც ოპერაციის გაკეთება ვერ გაბედა.
სახლში დაბრუნებულმა, სიზმარი ვნახე, ანაფორაში გამოწყობილი წვეროსანი კაცი გამომეცხადა. მისი სახის დანახვას ვცდილობდი, მაგრამ არ მენახებოდა. მხოლოდ ჯოხით რაღაც ბალახებზე მიმითითა და მითხრა - აი, დაიმახსოვრე ეს ბალახები და მთა-თუშეთში წადიო. იმდენად ცხადი იყო ჩემი სიზმარი, რომ გაოგნებულს გამეღვიძა. ხმა არავისთვის გამიცია, ავდექი და მთა-თუშეთს მივაშურე. ისეთ ადგილებში აღმოვჩნდი, სადაც მანქანას არც კი გაუვლია. ჩემი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე ვჭამდი ზოგ ბალახს. რატომღაც იმის შიშიც არ მქონდა, რომ შეეძლო რომელიმეს ევნო კიდეც. მრავალი სახეობის ბალახი დავკრიფე და სახლში დავბრუნდი. ყოველდღე, სხვადასხვა ბალახს საკუთარ თავზე ვცდიდი. ერთ ბალახს შევატყე, რომ შედეგი მომცა და მისი გამოყენება გავაგრძელე. თავადაც მიკვირდა, ცოცხალი რომ ვიყავი და მდგომარეობაც საგრძნობლად გამიუმჯობესდა. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი წამლის ამპულის სახით გამოშვება გადავწყვიტე. თავდაპირველად, ისევ საკუთარ თავზე ვცდიდი, კუნთში ვიკეთებდი. საოცარი ის არის, რომ კუჭ-ნაწლავის უმძიმესი დაავადებისგან, სრულიად განვიკურნე.
- მაშინ გადაწყვიტეთ, თქვენი წამლით სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზეც გეზრუნათ?
- უკვე 22 წელია, ამ წამლის საოცარი ძალა ვიცი, მაგრამ ბოლო 10 წელია, რაც აქტიურად დავიწყე ხალხის მკურნალობა. ალბათ, ბევრს ეჭვი გაუჩნდება, როგორ შეუძლია ბალახს მძიმე ავადმყოფობის მორჩენა. შესაძლოა, ჩემს გამოგონებასაც უნდობლობა გამოუცხადონ, მაგრამ საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ მისი გამოყენება, ზიანს არავის მოუტანს. პირიქით, ამ წამალს დიდი ძალა აქვს და ისეთ დაავადებებს შეუძლია შეებრძოლოს, რომელსაც ტრადიციული მედიცინა ვერ შველის.
- იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად რა დაავადებებს კურნავთ?
- კურნავს გაფანტულ სკლეროზს 100%-ით; ასევე სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებებს მესამე სტადიამდე, კუჭ-ნაწლავისა და პარკინსონის დაავადებებს, ოსტეოხონდროზს, ნერვოზს, თირკმელში სპობს აზოტს. სისხლის ყველანაირ მოწამლას: ბუტულიზმს, ტუბერკულიოზს, ღვიძლის ცეროზს I-II სტადიაში, ც-ჰეპატიტს. სპობს ორგანიზმში ყოველგვარ ანთებით პროცესს. კურნავს ქალურ დაავადებებს: კლიმაქსს, წყლულოვან და კანის სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ფსორიაზსს. აღადგენს ტვინის უჯრედებს, ამაღლებს იმუნიტეტს, ძალიან კარგ შედეგს იძლევა სექსუალურ დარღვევებზეც. ვფიქრობ, კიდევ მრავალ დაავადებას განკურნავს. ამის თქმის საშუალებას, სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებული პაციენტები მაძლევენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დიაბეტიანებისთვის ამ წამლის მიღება არ შეიძლება, რადგან სისხლში შაქრის რაოდენობას ძალიან წევს.
- თქვენი წამალი შესაბამისი სამსახურის მიერ თუ არის გამოკვლეული?
- რა თქმა უნდა, გამოკვლეულია. ამ წამალს რაიმე გვერდითი ეფექტი, უკუჩვენება და გართულება რომ არ ახასიათებს, ადასტურებს სპეციალური კვლევა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო ცენტრში, საერთაშორისო გლპ-ის პროგრამით ჩატარდა. პრეპარატი შესწავლილი იქნა მწვავე ტოქსიკურობაზე, ალერგიულობაზე, კუმულაციასა და ადგილობრივ გამაღიზიანებლობაზე. ის სრულიად უსაფრთხოა და მისი გამოყენება შესაძლოა სამედიცინო პრაქტიკაში.
- ვინ არიან თქვენი პაციენტები?
- როგორც უკვე გითხარით, 10 წელია აქტიურად ვკურნავ ადამიანებს. საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან ჩამოდიან პაციენტები. აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია და პრეტენზია ჯერ არავის გამოუთქვამს. როდესაც პაციენტი კარგად ხდება, ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა საშუალება მომცა, მრავალ ადამიანს შევუნარჩუნო ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს უდიდესი მადლია და ამას უფლის სიყვარულით ვაკეთებ.
ერთი პაციენტი მყავდა, რომელიც ონკოლოგიურში აღრიცხვაზე იყო. ცალი მკერდი მოკვეთილი ჰქონდა და მკურნალობას კიდევ აგრძელებდა. ჩემი წამლის მიღების შედეგად, სრულიად გამოჯანმრთელდა. როდესაც გამოკვლევა ჩაუტარეს და ანალიზები გადაამოწმეს, ექიმებიც გაოცებულები დარჩნენ.
მსოფლიო მედიცინა გაფანტული სკლეროზის წინაშე უძლურია. ჩემმა წამალმა არაერთ ადამიანს უშველა. ბატონი ნუგზარ ჯოგლიძე, ამ საკითხით თავად დაინტერესდა და სახლში მესტუმრა. მაშინვე მომთხოვა პაციენტების სია და გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანების ნახვა. როდესაც ვუთხარი - განვკურნე-მეთქი, არ დამიჯერა. ერთ-ერთ პაციენტს, სახლში ვესტუმრეთ. თვითონ არ დაგვხვდა და მის დედას გაესაუბრნენ. ჩემი შვილი, სხვისი დახმარების გარეშე ვერ იცმევდა და ჭამდა, ახლა კი სტუმრად არის წასულიო. მაშინ ბატონმა ნუგზარმა მთხოვა, ეს პაციენტი თბილისში გამოკვლევაზე ჩამომეყვანა. ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, პროფესორ მაია ბერიძესთან ჩავიყვანე გაფანტული სკლეროზისგან სამი განკურნებული ადამიანი. ბატონი ნუგზარიც მოვიდა. პაციენტებს გამოკვლევა ჩაუტარეს და შედეგით გაოგნებულები დარჩნენ. ახლა თბილისელ მამაკაცს ვმკურნალობ, რომელიც ამ დიაგნოზით ისრაელში მკურნალობდა. შედეგს რომ ვერ მიაღწიეს, ჩემთან მოვიდა და მკურნალობის პირველივე ეტაპით ძალიან კმაყოფილია. თავად ნუგზარ ჯოგლიძემ მითხრა, რომ 9 წელი ლოგინად ჩავარდნილ პაციენტს, ჩემი წამლით უმკურნალა და ფეხზე დააყენა. თვითონ იყო გაოგნებული ამ წამლის მიღწევით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წამალს, გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
გაგიკვირდებათ და შიდცითYდაავადებული პაციენტიც მყავდა, რომელსაც 630 დატვირთვა ჰქონდა. სულ ახლახანს დამირეკა და მითხრა, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა, რამაც მისი მკურნალი ექიმის გაოცებაც გამოიწვია. ასევე, ძალიან მძიმე დაავადებაა ფსორიაზი. მყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მკურნალობდნენ და ოდნავი შედეგიც ვერ მიიღეს. ჩემი წამლის შედეგად კი არაერთი ადამიანი განიკურნა. საოცარი არ არის ეს?!
მყავდა პაციენტი რომელსაც აზოტი 1000-მდე ჰქონდა აწეული. პრაქტიკულად, სიკვდილის ზღვარზე იყო. რამოდენიმე კურსის ჩატარების შემდეგ, აზოტი დაიწია და ის ადამიანი დღეს კარგად გრძნობს თავს.
- როგორ უნდა მიიღოს თქვენი წამალი პაციენტმა და რა ღირს ერთი კურსის ჩატარება?
- წამლის მიღება ინდივიდუალურია, მაგრამ წესის საერთო დაცვით. ასევე გააჩნია, რა დაავადებით მოდის პაციენტი და რამდენად გართულებულია მისი მდგომარეობა. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი, ძალიან მალე ექვემდებარება მკურნალობას და ერთი კურსიც სრულიად საკმარისია. ზოგიერთს კი ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა, პროფილაქტიკის მიზნით, 6 თვეში ერთხელ უნდა მიიღოს, რადგანაც ორგანიზმს წმენდს და იმუნიტეტს ამაღლებს.
რაც შეეხება წამლის ღირებულებას, ერთი კურსი 50 ლარი ღირს. მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ბევრი გაჭირვებული ადამიანი მოდის. ზოგს მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს, სრულიად უსასყიდლოდ ვატან წამალს. მათი მადლიერებით აღსავსე თვალები, ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ფული. ღმერთმა ეს ნიჭი მარგუნა და მეც ვალდებული ვარ, გაჭირვებულებს დავეხმარო.
- რაც შეეხება ექიმების მიერ დანიშნულ წამლებს, პარალელურად თუ შეიძლება თქვენს წამალთან ერთად გამოყენება?
- ყველას კატეგორიულად ვუკრძალავ ამ წამალთან ერთად ექიმის მიერ დანიშნული წამლის გამოყენებას! თუ ჩემთან მოდიან, მაშინ მე უნდა მენდონ და შედეგს აუცილებლად მიიღებენ. სამადლობელი წერილების უზარმაზარი სია მაქვს და როცა ვკითხულობ, მიხარია, რომ ამდენი ადამიანი დღეს ჯანმრთელია. იცით, როდესაც თავდაპირველად ამ წამალს საკუთარ თავზე ვცდიდი, სამჯერ კომაში ჩავვარდი, ვიდრე საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებდი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა. მე საკუთარი სიცოცხლე ვანდე და სხვაც უნდა მენდოს, თუ უნდა ავადმყოფობას დასძლიოს.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. არ ფიქრობთ წამლის ფართო მოხმარებასა და გავრცელებაზე?
- მოსახლეობა, ხალხურ მედიცინას სკეპტიკურად უყურებს. როდესაც ტრადიციული მედიცინა უძლურია და ადამიანი უიმედოდ გრძნობს თავს, მხოლოდ მაშინ იყენებენ ხალხური მედიცინის საშუალებებს. არადა, ბუნებას საოცარი ძალა აქვს. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ მისი სიმდიდრე.
სამწუხაროდ, ლიცენზიის აღების საშუალებას არ მაძლევენ. სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ პროცესს მირთულებენ. იმედი მაქვს, საბოლოოდ შევძლებ მიზნის მიღწევას.
- ვის დაუტოვებთ თქვენი წამლის მომზადების საიდუმლოებას?
http://www.open.ge/08/tavisupaligazetiplus/05/05-4.htmმაგის საიტიც კი ვიპოვე , მაგრამ რარაც საშინელი საიტია
http://www.samedicino.ge/english.phpრატო, არ იციტ?
* * *
gigaloz