პაციენტს ვერ დავუშლით რათქმაუნდა მაგრამ ადამიანი რომელიც იოგით გაფანტული სკლეროზის მკურნალობას სთავაზობს ხომ აბსოლიტური შარლატანია, უფრო მეტიც თემურ თავაძე მგონი ფსიქიურადაც ვერაა. გაფანტულ სკლეროზ აქვს თავის სტანდარტული მკურნალობა და მიყვენ სტანდარტს.
http://www.youtube.com/watch?v=d-9PuNQCE_oა ბატონო ბატონი თემური უთუბიზე)))))
* * *
მკურნალობა
ვინაიდან გაფანტული სკლეროზი იმუნური სისტემის ერთგვარი დეფექტის შედეგია, მკურნალობის ტრადიციული მეთოდის მთავარ სამიზნეს სწორედ იმუნური უჯრედები წარმოადგენს. პრეპარატებიდან იყენებენ როგორც იმუნომოდულატორებს (ინტერფერონებს, გლათირამერ აცეტატ-კოპაკსონს), ასევე იმუნოსუპრესანტებს (მიტოქსანტრონს, ციკლოფოსფანს, აზათიოპრინს, გლუკოკორტიკოსტეროიდებს და სხვა).
მკურნალობის ახალი მეთოდი
გაფანტული სკლეროზის დროს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შესწავლა დაიწყო 1995 წლიდან. 2007 წლისთვის მთელ მსოფლიოში გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის 400-მდე ოპერაცია განხორციელდა. მკურნალობის ამ მეთოდით შესაძლებელია დაავადების მიზეზის - თავისა და ზურგის ტვინის დამზიანებელი აუტოიმუნური თ-ლიმფოციტების - ლიკვიდაცია. დაავადების ადრეულ ეტაპზე განხორციელებული ტრანსპლანტაცია პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას აჩერებს. ოპერაცია არ ტარდება შორს წასული ფორმების დროს, როცა უკვე მრავალი წელია აღინიშნება მოძრაობის დარღვევა, შარდის გამოყოფისა და ნაწლავთა დაცლის მოშლა და სხვა. ოპერაციული ჩარევის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა თითოეული პაციენტისთვის მისი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ინდივიდუალურად განისაზღვრება.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
პაციენტის საფუძვლიანი ნევროლოგიური, ჰემატოლოგიური და ზოგადი გამოკვლევის შემდეგ ხდება ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია და მომზადება.
I ეტაპზე სპეციალური მოწყობილობის (სეპარატორის) საშუალებით პაციენტის სისხლიდან გამოარჩევენ ღეროვან უჯრედებს. პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედები ძალიან ცოტაა, შესაბამისად, ასეულობით ათასი უჯრედიდან მათი საჭირო რაოდენობის გამოყოფა არც ისე ადვილია და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს: ზოგჯერ - 2-3 დღეს, ზოგჯერ - კვირებსა და თვეებსაც კი. მიღებული ღეროვანი უჯრედები სათანადო პირობებში ინახება. ამით სრულდება პირველი ეტაპი.
II ეტაპზე ანადგურებენ ავადმყოფ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც აზიანებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილს. ეს საკმაოდ ძნელია, რადგან ავადმყოფი უჯრედები არა მხოლოდ თავისა და ზურგის ტვინში, არამედ პრაქტიულად მთელ ორგანიზმშია მოდებული. მათ გასანადგურებლად პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ძლიერი იმუნოსუპრესორული და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც თითქმის მთლიანად სპობს იმუნური სისტემის ავადმყოფ უჯრედებს.
III ეტაპზე პაციენტის ორგანიზმში ინტრავენურად შეჰყავთ წინასწარ მომზადებული ღეროვანი უჯრედები. გაფანტული სკლეროზით დაავადებულის ორგანიზმში მოხვედრილი ღეროვანი უჯრედები ორ ფუნქციას ასრულებენ: აღადგენენ იმუნური სისტემის სიჯანსაღეს, რითაც მას მუშაობის ნორმალურ რეჟიმში აბრუნებენ და ხელს უწყობენ სისხლის წარმოქმნის პროცესის აღდგენას. ამჟამად ვარაუდობენ, რომ გადანერგილი ღეროვანი უჯრედები ტვინის ნივთიერებაში ხვდებიან და დაზიანებულ უბნებში ნერვულ ქსოვილსაც აღადგენენ.