#3345521 · 30 Jun 2006, 20:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარტივად რომ ვთქვათ, ჰიპოთალამუსი ტვინის ნაწილია (ზომით ძალიან მცირე) რომელიც მდებარეობს დაახლოებით შუაში, სადღაც თვალების უკანა პროექციაზე. შედგება ე.წ ბირთვებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი ნერვული უჯრედების სხეულთა გაერთიანებას. უკავშირდება და შესაბამისად კონტროლს ჰიპოთალამუსი კი უწევს ლამის მთელი შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას, ჰორმონების პროდუქციას, კვებით და სექსუალურ აქტივობას, ემოციებს, ტემპერატურის, ძილის რეგულაციას და ა.შ. აგრეთვე ავტონომიურ ნერვულ სისტემას ანუ ავტომატურ რეჟიმში მომუშავე ორგანოებს - გული, ფილტვები, ჯირკვლები და ა.შ. ჰიპოთალამუსის გარკვეული ნაწილის დაზიანება (ტრავმის შემდგომი იქნება თუ სხვა) შესაბამისად იწვევს იმ ნერვების მიერ კონტროლირებადი ფუნქციების მეტნაკლებად მოშლას რაც კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს დაახლოებით ისეთი შეგრძნებების სახით რაც გაქვს აღწერილი პირველ გვერდზე. ჰიპოთალამური სინდრომი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, მსგავსი კრიზები სხვა ორგანულ სინდრომებსაც ახასიათებს, მაგ. ვესტიბულარული აპარატის (ყურის შიგნით მდებარე ორგანო რომელიც წონასწორობას განაგებს) პათოლოგიებს. როგორც წესი უფრო ხშირია შერეული ვარიანტები. შენი დაავადებაც შესაძლოა სწორედ ეს შემთხვევაა.
|