აუჰ.. ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ, ფსიქოლოგიურ-მორალურ-ფიზიოლოგიურად, რომ ლეომიციტინს კი არა, ნავთს დავლევ და ვერ ვიგრძნობ
* * *
აჰა... მოვქექე და იქნება გამოადგეს ვინმეს

_________________________________________
ტკივილი და ჭრის შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოში, მოშარდვის სურვილის გახშირება (საათში რამოდენიმეჯერ), ცარიელის შარდის ბუშტის პირობებში გადავსებულობის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლი შარდში - აი ცისტიტის, იგივე შარდის ბუშტის ანთების, სიმპტომების არასრული სია, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს და მრავალ უსიამოვნო წუთს გვჩუქნის.
ცისტიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ეს უკანასკნელი კი შეიძლება მოიცავდეს გამწვავებების ხშირ რეციდივებს (წელიწადში 3 და მეტს), ზოგჯერ კი თითქმის მუდმივად გამოხატულ სიმპტომატიკას.
შარდის ბუშტის ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციებით და ინვაზიებით (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო, უმარტივესები და ჭიებიც კი), ქვებით და უცხო სხეულით, ზოგადი ენდოკრინული დააავადებებითა და კლიმაქსით, ფიზიკური და ქიმიური ფაქტორებით, ონკოლოგიური დაავადებებით და ზოგიერთი მედიკამენტებით. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ინტერსტიციული ცისტიტი, რომლის მიზეზები დღესაც მეცნიერების კამათს იწვევს.
ცისტიტი ძირითადად ქალების დაავადებაა. ისინი 8-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზი ქალის ორგანიზმის ანატომიური თავისებურებაა: მისი ურეთრა უფრო ფართე და მოკლეა (4-5 სმ), ვიდრე მამაკაცის (18-23 სმ), რის გამოც მისი გადალახვა ბაქტერიებს არ უჭირთ. გარდა ამისა, საშარდე გზების გამოსასვლელი, საშო და ანალური ხვრელი ქალებში საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. მამაკაცები ცისტიტით ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ავადდებიან, ის ძირითადად მეორადია და თან ახლავს ქრონიკულ პროსტატიტს, ადენომას და სხვა დაავადებებს.
გაურთულებელი ბაქტერიული ცისტიტის მკურნალობა შეუძლიათ ოჯახის ექიმებსაც, მაგრამ ძირითადად ცისტიტის მკურნალობა უროლოგის, ქალებში კი უროლოგისა და გინეკოლოგის ერთდროული ჩარევით ხდება. გამოკვლევის მინიმუმი მოიცავს შარდის ანალიზის, საშოდან და ურეთრიდან აღებულ ნაცხის შესწავლას. სასარგებლოა ექიმ-ვენეროლოგთან ვიზიტი და სასქესო გზებით გადაცემად ინფექციებზე გამოკვლევა. ეს უკანასკნელი აუცილებელი ხდება განსაკუთრებით ქრონიკული ცისტიტის არსებობის შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ნეფროლოგის კონსულტაცია, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კვლევა, ცისტოსკოპია და სხვ.
რაც შეეხება მკურნალობას, მის ხანგრძლივობას, მედიკამენტების სახეობასა და დოზირებას ექიმი გადაწყვეტს. ცისტიტი ვერაგი დაავადება არა იმიტომ, რომ მისი მკურნალობა რთულია, არამედ იმიტომ რომ მწვავე პერიოდში იგი კარგად ექვემდებარება მკურნალობას და მისი სიმპტომები უკუგანვითარებას მალევე განიცდის, მაგრამ სამწუხაროდ ყოველწლიურად მილიონობით ქალი ავსებს ქრონიკული ცისტიტით დაავადებულთა რიგებს. გარდა ამისა, შეიძლება ინფექცია აღმავალი გზით გავრცელდეს და თირკმელების დაზიანება ან სხვა ორგანოების პათოლოგია გამოიწვიოს. მიზეზი ერთია - თვითმკურნალობა და ნორმალური თერაპიის უგულებელყოფა.
რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენ მწვავე ცისტიტს სიმპტომები შეამჩნიეთ და იმყოფებით სახლის გარეთ, მაგ. გზაში ხართ, ან კურორტზე ან მთაში?
• ეცადეთ მალევე მიაღწიოთ ექიმამდე. მანამდე, არ გაცივდეთ, მიიღეთ ბევრი სითხე, არ მიირთვათ ცხარე, მარილიანი და მჟავე საკვები, უარი თქვით ალკოჰოლზე.
• თუკი ეს თქვენთვის ქრონიკული პრობლემაა და გიწევთ გამგზავრება, მანამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, რომელიც გირჩევთ, რომელი მედიკამენტის წაღება სჯობს თან და საჭიროების დროს, როგორ მიიღოთ ის. ასევე უნდა იქონიოთ მუდმივი კავშირი თქვენს ექიმთან.
რა არ უნდა გააკეთოთ?
• არ უნდა მიიღოთ თვითნებურად ფართოდ რეკლამირებული ანტიბიოტიკები იმ სქემით, რომელმაც თქვენს ნაცნობს არგო. დაივიწყეთ ასევე პოპულარული რჩევა: ცხელი წყლით სავსე ბოთლი შარდის ბუშტის მიდამოში. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ზემოთ და გაფართოვდეს, ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ შეიძლება დიაგნოზი არასწორი იყოს.
ცისტიტის რისკ-ფაქტორებია:
1. იმუნიტეტის ზოგადი დაქვეითება და ქრონიკული დაავადებების არსებობა (სტრესი, ნეფროლოგიური და გინეკოლოგიური პრობლემები, სქესობრივი გზით გადაცემადი ინფექციები, ორსულობა, მენსტრუაციის წინ იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ);
2. გადაცივება (განსაკუთრებით სახიფათოა მენჯის, წელის მიდამოს, ქვედა კიდურების გადაცივება);
3. საშოსა და საშარდე გზების ლორწოვანის ცვლილებები (ესტროგენების დეფიციტი, სპერმიციდების ხშირი გამოყენება, შეუფერებელი კონტრაცეპცია, მცირე მენჯის ორგანოების ანთება, ყაბზობა, თირკმელების დაავადებები და სხვ.,რაც იწვევს შარდის ბუშტის ქსოვილების გაფაშრებას და ადვილად დაინფიცირებას);
4. ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები (საჭიროა საფენებისა და ტამპონების ხშირად ცვლა, ქალებში ჩაბანა დ გამშრალება უნდა ხდებოდეს მკაცრად ერთი მიმართულებით - წინიდან უკან, ვინაიდან ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია Escherichia coli. ამავე მიზეზით სახიფათოა ანალური და ვაგინალური სექსის მონაცვლეობა);
5. არაფიზიოლოგიური ტანსაცმელი (მაგ სტრინგის ტიპის ან სინთეტიური ქსოვილისაგან დამზადებული ქვედა საცვალი, მჭიდრო ჯინსები, მინი-ქვედატანი ნებისმიერ ამინდში);
6. ცხარე საკვები და ალკოჰოლი (ასეთ შემთხვევაში შარდით გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვანს);
7. ანატომიური თავისებურებები და ზღვარსგადასული სექსი (როცა ურეთრა ანომალურად იხსნება საშოში ან მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ურეთრა ასევე ღიზიანდება სექს-მარათონის დროს, სავსე შარდის ბუშტის ფონზე სექსის დროს, დეფლორაციისა და პარტნიორის ცვლილებების შემთხვევაში, როდესაც საშოში ხვდება ახალი ფლორა. მედიკოსები არაოფიციალურად მას ”თაფლობის თვის ცისტიტს” უწოდებენ);
8. ტუალეტის პრობლემები (ხშირად გადავსებული შარდის ბუშტით სიარული იწვევს მისი ელასტიურობის დაქვეითებას, ასევე პირიქით, ტუალეტში ხშირი ვიზიტები შარდის მცირე რაოდენობის მიუხედავად, მაგ. სტრესის დროს, ამცირებს ლორწოვანის დამცავ მექანიზმებს. ქალებისათვის ნორმალურად ითვლება მოშარდვა 3-5 საათში ერთხელ).