Nensi_1988მოგესალმებით!
პაატა ჯანაშიასთან მე პირადა გავიკეთე ცხვირის პლასტიკა. ასე რომ პირადად ჩემს გამოცდილებას მოგიკვებით და არა სხვის ნაამბობს. არანაირი ტკივილი არც ოპერაციის დროს და არც მის მერე, არანაირი ტამპონი და არანაირი ცხვირი ახვევა და თაბაშირი! გიკეთებენ "მორფინს" ეს არის ნარკოტიკის მსგავსი, რომელიც ზოგს აძინებს, ზოგს არა, მე პირადად არ დამაძინა და მთელი ოპერაცია გაუჩერებლად ვლაპარაკობდი და ყველაფერი მახსოვს

"კაიფში" ხარ ამ დროს, რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გრძნობ.... ხო, მთელი ოპერაციის განმავლობაში ცხვირის ორივე მხარეს გიკეთებენს ნემსებს, ანუ ეს არის ადგილობრივი გაუტკივარება. გარწმუნებთ, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობ. სახეზე არაფერს არ გაფარებენ, მაგრამ საკუთარ ცხვირს როგორ გაჩრიან ძალიანაც რომ მოინდომო ვერაფრით ვერ დაინახავ

.

მას შემდეგ, რაც მორჩება ყველაფერი (მე სულ 2 საათი დამჭირდა) ცხვირზე გაკრავენ ლეიკოპლასტის მსგავს რაგაცას. და გიკეთებენ გადასხმას რომ მომაგრდე. 2 საათში გიშვებენ. ოპერაციის შემდეგ ზოგს აქვს პირღებინება, მაგრამ მე არ მქონია. 5 დღეში მიდიხარ, ცხვირს გიწმინდავენ და ლეიკოპლასტსაც აიღებენ. მერე უკვე მოფრთხილება უნდა. მე ასე მაქსიმუმ 2 კვირაში ყველანაირი სილურჯე (რაც მქონდა ძალიან 5 დღე) გავლილი მქონდა და 1 თვეში სამსახურშიც გავედი....