იხილეთ ინფო პროფ.ბესიკ იაშვილის შესახებ
-------------------------------------------------------------
თერმულ დაზიანებათა და აღდგენითა პლასტიკური ქურურგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ორიგინალური ტიპის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაუდებელი დახმარების ქირურგიული პროფილის სამედიცინო დაწესებულებაა.
აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული საქართველოში კომბუსციოლაგიური დარგისა და მასთან ერთად აღდგენისა რეკონსტრუქციული პლასტიკის დანერგვა და განვითარება, რომლის ფუძემდებლად ითვლება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო ბიოლოგიური და სხვა მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი ბესიკ იაშვილი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 1962 წელს, მედ. მეც. დოქტორის ხარისხი 1985 წელს, პროფესორის წოდება ქირურგის სპეციალობით მიენიჭა 1988 წელს. 1994 წლიდან არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1997 წელს სამხედრო სამედიცინო აკადემიის, ხოლო 1998 წელს სამედიცინო სოციალური მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1983 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის არსებობის ბოლომდე იყო ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის საკავშჲრო საპრობლემო კომისიის №3 წევრი, რომელიც ეხებოდა სამხედრო ტრამვის პრობლემებს. არის აგრეთვე ამავე ქვეყნის მიღწევათა გამოფენის ოთხგზის მონაწილე, რომელთაგან ერთი მონაწილეობა აღინიშნა ვერცხლის, ხოლო უკანასკნელი სამი კი ბრინჯაოს მედლით.
აქვს 10 გამოგონება:
1. საწოლი დამწვრობით დაზიანებულ ავადმყოფთათვის / საავტორო მოწმობა № 424566.
2. ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალო შემადგენლობა / საავტორო მოწმობა № 740251.
3. ღრმა დამწვრობის მკურნალობის მეთოდი / საავტორო მოწმობა № 1097335.
4. ნეკროლიზური აქტივობის შემცვლელი საშუალებების მიღება / საავტორო მოწმობა № 1251379.
5. დამწვრობითი დაავადებების მკურნალობის მეთოდი / საავტორო მოწ. № 1094610.
6. ღია ჭრილობების სამკურნალო კარკასი / საავტორო მოწმობა № 1410975.
7. საკერავი ძაფების დამაფიქსირებელი მოწყობილობა ქუთუთოების პლასტიკის დროს № 1 /საავტორო მოწმობა №4600116.
8. საკერავი ძაფების დამაფიქსირებელი მოწყობილობა №2 / საავტორო მოწ. № 4681293.
9. სამკურნალო მოწყობილობა აბაზანისათვის / საავტორო მოწმობა № 4378998.
10. მოწყობილობა კიდურების დამწვრობის ღია მეთოდით მკურნალობსათვის / საავტორო მოწმობა № 1456130.
ბესიკ იაშვილის ხელმძღვანელობით გამოშვებულია ათზე მეტი მეთოდური რეკომენდაცია, რომელიც ეხება თერმულ დაზიანებათა სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებს.
ცენტრის მოღვაწეობა 33 წლის ჲტვლის ამ ხნის განმავლობაში ცენტრში გატარებული ავადმყოფთა რაოდენობა შეადგენს 365.931. მათ შორის სტაციონალურად 15.756, ამბულატორულად 20.837, შოკურ მდგომარეობაში შემოსული 12.629, ჩატარებული ოპერაციათა რაოდენობა წარმოდგენილია 8.248.
სტრუქურულად იგი წარმოდგენილია ბავშვთა და მოზარდთა მწვავე თერმული ტრავმის განყოფილებებით, რეკონსტრუქციული გადაუდებელი სპეციალიზირებული ამბოლატურული დახმარებისა და სხვა მთელი რიგი სამსახურებით, როგორიცაა: კლინიკა დიაგნოსტიკური ბაქთეროლოგიური, ბიოქიმიურ აქსპრეს ლაბორატორიები, სამკურნალო ფიზკულტურის და ფიზიო ტერაპიის, რენდგენოლოგიური კვლევისა და სხვადასხვა პროფილის კონსულტაციური კაბინეტებით.
ცენტრის ბაზაზე დაფუძნებულია შ.პ.ს. "პლასტიკური ქირურგიისა დერმატო კოსმეტოლოგიის სამედიცინო ინსტიტუტი", რომელიც სპეციფიურ მიმართულებასთან ერთად უშვებს ზოგადი პროფესიის ექიმებს.
ამავე დაწესებულების ბაზაზე დაფუძნებულია აგრეთვე შ.პ.ს. "ესთეთიკა" ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის პირველი კერძო ცენტრი საქართველოში, შექმნილი აშშ-ს შესაბამისი კლინიკების მოდულზე. პროფესორი ბესიკ იაშვილის, პლასტიკის ქურურგ პაატა ჯანაშიასა და ანესთეზიოლოგ ლაშა იაშვილის მონაწილეობით შექმნილია ძლიერი ჯგუფი, რომლებმაც საბიიტის პროგრამით სტაჟირება გაიარეს აშშ-ს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ხოსეს სამედიცინო და სხვა კერძო ცენტრების ბაზებზე. აღნიშნულ წენტრშიკეთდება სახის დაჭუმვა, ქუთუთობის პლასტიკა, მკერდის გადიდება, დაპატარავება, მკერდის აწევა-აღდგენა, მუცლის პლასტიკა, ცხიმის მოშორება და სხვა.
ცენტრის ბაზაზე შესრულებულია:
1. სადისერტაციო ნაშრომები:
საკანდიდატო - 8;
სადოქტორო -1.
2. სამედიცინო პრაქტიკული, გამომცემლობითი ნაშრომი - 327
3. გამოგონებები
4. რეციონალური წინადადებები 76
6. მეთოდური რეკომენდაციები - 23
7. მონოგრაფია - 5
8. სტაჟირება საზღვარგარეთ - 9
პ.ს. კომენტარის გაკეთება ზედმეტად მეჩვენება
* * *
სხვათაშორის ეგ ინფო თუ არ ვცდები 2004 წლის მონაცემებით არის, ზუსტად ვერ დავიჩემებ, და სავარაუდოდ შესაძლოა ამ წლებში კიდევ რამე სიახლე ყოფილიყო.... თუმც ბესიკ იაშვილის პროფესიონალიზმი და გამოცდილება სხვა თუ არაფერი პატივისცემას იმსახურებს და ცოტა კომპეტენტურები ვიყოთ როცა ამ ცენტრზე ვლაპარაკობთ.
ყველას აქვს უფლება ვინმეს მიმართ სიმპატიით იყოს განწყობილი თუ პირიქით, მაგრამ კამათისას ვეცადოთ რეალურ ფაქტებს ნუ გავცდებით