#31155942 · 13 May 2012, 19:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
elloellonatia
არა, არ მავალდებულებს, უბრალოდ, მინდა, რომ მეტი წესრიგი იყოს.
QUOTE | ვსო მორჩა დანარჩენი თემები დავხუროთ,რა საჭიროა? |
კითხვა გინეკოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ტრავმატოლოგთან, ოფთალმოლოფთან, თერაპევტთან, მამოლოგთან და ონკოლოგთან არის აწეული, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ესაა საკითხები, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი კითხვა აქვთ ადამიანებს. დანარჩენი საკითხების შესახებ კი თავისუფლად იხსნება სხვადასხვა თემა და მათ არავინ ეხება (თუკი გამეორება არაა). გარდა ამისა, ხსენებულ თემებში პერიოდულად ექიმებიც შემოდიან და სცემენ პასუხებს. ეს თემა კი ხშირად, ჩაძირულია.
ის საკითხი, რასაც შეეხება ეს კონკრეტული თემა, ვრცლად განიხილება თემაში "კითხვა გინეკოლოგთან". ისმება ფაქტიურად ერთი და იგივე შეკითხვები და ვფიქრობ, არ არის საჭირო, 10 სხვადასხვა ადგილას ხდებოდეს ერთსა და იგივე თემაზე საუბარი.
გარდა ამისა, ეს თემა გახსნილია ჯერ კიდევ მაშინ, როცა "კითხვა გინეკოლოგთან" არ არსებობდა.
ასე რომ, ვისაც რაიმე შეკითხვა ექნება მენსტრუალური ციკლის შესახებ, დასვას შესაბამის, მიჭიკარტებულ თემაში. ამას კი დავხურავ.
This post has been edited by Solveig on 13 May 2012, 19:12
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|