ტანკე[QUOTE]zviadcardio
წავიკითხე ის სტატიები,მაგრამ სამწუხაროდ ჩემთან კავშირი ვერ ვიპოვე.ეს სულ სხვა ადამიანების წნევებია [/QUOTE]
მე ვფიქრობ თქვენს შემთხვევაში პირველად ცხოვრების სტილის შეცვლაა საჭირო (Life Style Modification), ნებისმიერი ჰიპერტენზიის მკურნალობა ამ მეთოდით იწყება. რაც გულისხმობს: დღეში მინიმუმ 30 წუთიან ჩქარი ნაბიჯით სიარულს (არა სეირნობას და არა სირბილს), სუფრის მარილის (და ზოგადად ნატრიუმის - მინერალური წყლები, ფასტ ფუდ-ის ტიპის საკვები) მკვეთრი შეზღუდვა, წონაში კლება (შიმშილი საჭირო არ არის, იზღუდება ცხოველრი საკვები და აქცენტი კეთდება მცენარეულზე), თაბაქოს და ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა. თუ ამ საშუალებებით წნევა დარეგულირდება ხომ კარგი, თუ არა და...
უნდა მოიძებნოს მიზეზი: პირველ ეტაპზე განისაზღვროს კრეატინინი, კალიუმი...
შემდეგ კორტიზოლი, მეტანეფრინი...
ისიც მესმის რომ საქართველოში მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზი ძებნა არც ისე ადვილია და არც იაფი. მაგრამ ეს ყველაზე სწორე გზაა.
უკიდურეს ვარიანტში თუ მიზეზს ვერ ადგენთ ან დაიღალეთ ამდენი გამოკვლევებით და სურვილი აღარ გაქვთ და ცხოვრების სტილის შეცვლამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ ემპირიულად ჰიპოტენზიური მედიკამენტი უნდა მიიღოთ რათა თქვენი სისტოლური წნევა არ აღემატებოდეს 140-ს.
პირველ რიგში სცადეთ ცხოვრების სტილის შეცვლა.
ნუ დაიზარებთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
* * *
cripa03[quote]zviadcardio
თუ არ შეწუხდები იქნებ დადო JNC VII ლინკი
კი ბატონო აი JNC VII და ევროპული რეკომენდაცია ჰიპერტენზიაზე, ორივე 2003 წლისაა, უფრო ახალი არ არსებობს.
დავაარქივე და დადე-ზე ავქაჩე:
http://dade.ge/?code=1159971210F5BM08CURJ * * *
Jazzoline[QUOTE]შენ კომპეტენტურობაში ეჭვს არ შევიტან[/QUOTE]
გმადლობ
[QUOTE]ესე უნახავად დიაგნოზები და თან დანიშნულება რა უბედურებაა ?[/QUOTE]
მართალი ხარ, ყველაზე ადვილია თქვა - წადი ექიმთან. თუმცა როცა ნამდვილად იცი რასაც ამბობ...
[QUOTE]მე შეილება ჩამოვრჩი მაგრამ ვარაუდით დიაგნოზი არ ისმება.[/QUOTE]
ალბათ ჩამორჩით... ვერაფერს გეტყვით... ყოველ შემთხვევაში ა.შ.შ-ში არსებობს ასეთი ტერმინი "ტელეფონით ტრიაჟი"...
იხილეთ 2004 წლის STEMI-ს გაიდლაინი...
ნუ ჩათვლით, რომ მე ერთი წიგნის ჭია ვარ, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს ყველას რეკომენდაცია მისცეს, სინამდვილეში კი პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს, პაციენტი თვალით არ უნახავს და ამით თვით დამკვიდრებს ცდილობს ... კვირაში 4-5 ღამეს ან კარდიოლოგიურ რეანიმაციაში ვატარებ, ან პრეჰოსპიტლურ ეტაპზე ვეხმარები პაციენტს. წუხელ ახალციხიდან ინფარქტი ჩამოვიყვანე დღეს 16-სთ-დან მორიგე ვარ. ამას თავმომწონედ არ ვამბობ, ნარცისი არ ვარ!
ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ - უცხოპლანეტელი არ ვარ და ვიცი რასაც ვამბობ.
[QUOTE]ის მასტი, ვისაც zviadcardio-მ დიაგნოზი დაუსვა ჩემი თვალით მყავს ნანახი..
გამხდარი, გალეული მასტია , ფერმკრთალი.. სულაც არ გამიკვირდება რო პატარა ASD ქონდეს.. ბატონი ზვიადი კიდე რაღაც ანტაციდს ასმევს..
რჩევის და დანიშნულების მიცემა სხვადასხვა რამეა.
უკვე აღადავდი, მე კიდე სერიოზულად ვწერ, თან პირველად[/QUOTE]
ხომ ვერ მეტყვი ანტაციდი რომელია? საკუთარ სამედიცინო ცოდნას გადახედეთ მეგობარო...
ტკივილი რომელიც ადამიანს კორვალოლზე უყუჩდება, მოძრაობაზე ეწყება, ჭვალის ხასიათი აქვს, პაციენტი 17 წლისაა... კარდიოლოგი რომელიც ამ ტკივილზე იტყვის რომ კორონარულია... რა გითხრა მეგობარო... ჭეშმარიტებაზე ვერ ვიკამათებ.
[QUOTE]დაგახევენ მაგ modCPის თავზე
და იარე მერე ასე მოდცპთავზედახეულმა [/QUOTE]
მე თქვენს ადგილას მინიმუმ ბოდიშს მოვიხდიდი.
This post has been edited by zviadcardio on 4 Oct 2006, 14:30