http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=28354შედევრი ლიტერატურული
ყველა ექიმის სამაგიდო წიგნი.
3. ხაშურში ვართ. მე და კოკა. ძმაკაცია. ძროხას ვეძახდით. ოპერაცია დამთავრდა. ყველანი გავიდნენ. ფენტანილს ვიკეთებთ საოპერაციო ბლოკშივე. ვერ ვინძრევი ლომკაში. კოკა ბაიანზე გავუშვი. მაინცა და მაინც სტერილური ზეწარი ასწია. საოპერაციო ინსტრუმენტებში დაიწყო ხელის ფათური. ასეთი რეგვენი არაფერი მინახავს. ეგ სტერილურია! მანდ ჭუჭყიანი ხელის შეყოფა როგორ შეიძლება?! დებილმა უპასუხოდ არ დამტოვა. შე ჩემაო. საჭმელი ვჭამე და შემდეგ დავიბანეო. ბოზის შვილი ვიყოვო. არ გჯერავსო? რა გინდა უთხრა იმბეცილს? გვიანღაა. ძროხას მუდმივად შორისის ფხანით დაკავებული ხელის მიკრობები გადაბარგდნენ საოპერაციო ინსტრუმენტზე. სამაგიეროდ მე ყოველივე გამოვასწორე. მივვარდი. საკაიფო 20-იანი თავის ნემსითურთ ორი თითით ამოვასრიალე. ზეწარი ისევ გადავაფარე. საოპერაციოს მედდას აღარაფერი ვუთხარი. რა მეთქვა? თქვენს გასტერილებულ ინსტრუმენტებში ძროხამ ყვერებიანი ხელი აფათურა-თქო? ისე დარჩა. რას ნიშნავს ექიმის ხელიი!
* * *
------------------
Short stories
საშიშარები მძიმეების გარეშე.
ეროვნული საშიშარები
1. მონარქია მოაბიჯებს. ბევრი ქვეშაფსია ტახტის მემკვიდრე. რომელია კანონიერი? გონებამახვილი რეგენტი. პრობირკაში გამოყვანილი უფლისწული. მართლმადიდებლობა ცხადდება სახელმწიფო რელიგიად. დროის უკუათვლა მე-XIII საუკუნიდან. ამერიკელები მასონები არიან. რუსები _ ერთმორწმუნე ძმები. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აკონტროლებს თქვენი ცხოვრების წესს. უუუ! ბუა მოსულააა! პატრიარქის სურათი მასობრივი დასჯის ადგილიდან. იღიმება. სათნო სახე. დინამოს სტადიონი. შარვლიანი ქალიშვილების მამები სახალხო გაშოლტვაზე. 700 შარვალჩაწეული მამაკაცი. თეთრი ტრაკები. დამატებითი ჯარიმა 500 აშშ დოლარი. კაბააწეული დედები. იქვე დგანან ბავშვები. კოცონში ყრიან ჰარი პოტერის გაცრეცილ წიგნებს. დასაწვავად გამზადებული 3 გაძვალტყავებული მამათმავალი. სასოწარკვეთაში წასული 20 მეძავი. ერეტიკოსების რიგი. სარების მწკრივი. შეკმაზულებს ბრაწავენ ბანკეტისტვის. სუფრას ტყემალი აკლია. ღვინო კარგია. იხარეთ ქართველო ჯორდანო ბრუნოებო! თქვენია მომავალი ჟანა დ’არკებო!
2. პროგრესი. სსრკ (კოლონიალიზმი) _ დსთ (ნეოკოლონიალიზმი). კომუნიზმი (ათეიზმი) _ ?(კლერიკალიზმი). კგბ _ უფს(ფსბ). პარტკომი _ მოძღვარი. სუუ _ ჩუუ. კოლექტივიზმი _ ინფანტილიზმი. არის უცვლელი ფასეულობები. ჩვენ ქართველები... _ ჩვენ ქართველები... დათა თუთაშხია _ დათა თუთაშხია. წამალი _ წამალი. მოკასინი _ მოკასინი. პლატფორმები _ პლატფორმები. არის ცვალებადიც. შტირლიცი _ მარიო ჩიმარო. კობზონი _ ბილანი. შავი ოცდაოთხი _ შავი ჯიპი. ჟიგული _ ოპელ ვექტრა. კროსვორდები _ უწიგნურობა. საპონი კრასნაია მოსკვა _ დაუბანლობა. ხალხი ციხეშია _ ხალხი ადნაკლასნიკებშია. დევუშკი უფრო იდუმალია. სკა-ა-იპი-ი? ოო!
3. მითოლოგია. ერთმორწმუნე რუსი ძმები. ჩვენ ქართველები ყველაზე მაგარი ერი ვართ. განსაკუთრებული. ყველა გვიყვარს. ყველა გვებრძვის. საქართველო გაბრწყინდება _ ინგლისი დაიძირება. სოროსელები. მასონები. ბევრი მასონები. ბევრზე ბევრი მასონები. ჰარი პოტერები. მრუშები. მამათმავლები. ქართული სუფრა _ აკდემიაა. გასვენებები. ქელეხები. ქორწილები. ბანკეტები. სადღეგრძელოები. განსხვავებულები.
4. გიორგი ხომერიკი და კომპანია. ახალი გიორგიევსკის ტრაქტატი.
5. გმირები _ ბადრი პატარკაციშვილი და დურუ ხურცილავა?! ანტიგმირები _ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია?!
ლიტერატურული საშიშარები
1. სხედან და ტექსტს უკირკიტებენ. სასვენი ნიშნების არამართებული ხმარების მცდელობებს ებრძვიან. არ ეზარებათ. შინაარსი ნაკლებად აინტერესებთ. დღევანდელი ლიტერატურა სუფთა ტექსტებზეა ორიენტირებული. იგივეზე ოცნებობდა კ. გამსახურდია. ცხოვრების ტემპიც არნახულად ჩქარდება. მალე არავინ წაიკითხავს ნახევარგვერდიან წინადადებებს. მძიმეების დასმა არაა ურყევი დოგმა. სასვენი ნიშნების მოყვარულებო გაფრთხილდით _ თქვენ გელით გაქ-რო-ბა!
2. იკრძალება ჩუმი ქმედებები. გოთვერნობა იკრძალება. ჩაწყობილი კონკურსების ჩატარება. პირში ქება. ზურგსუკან ძაგება. კორპორაციებად შეკვრა. მორცხვი მინუსებით ანუ ანონიმურად ნაწარმოების შეფასება. უსახელო წერილები. ჩაშვება. ზურგში დანის ჩაცემა. ქვეშქვეშა ჩიტუნების გუნდი მიფრინავს. უჩინარდება ცის კიდობანზე.
3. აბრაგი დათა თუთაშხია რაინდიაო. თვალწინ ნორჩ გოგოს უუპატიურებენ. რაინდი არ ეხმარება. არავის საქმეში არ ვერევი მეო. ასიანი პრიჩინაა. მაშინ დონ კიხოტი ვინღაა? დებილი? ალბათ არიფი. ასწორებს ქურდული გაგება და ამბავი. ასეა ეს!
4. წერა ტუალეტის ქაღალდზე. ამართლებს მაგრად. მეფურად ზიხარ ჩეჩმაში. კითხულობ და შემდეგ იწმენდ. სასარგებლოა და სასიამოვნო. თუ პირიქით _ სასიამოვნო და სასარგებლო? მკითხველს და გამომწმენდს გააჩნია. რაციონალური და სულიერი მიდგომის შერწყმაა მთავარი. XXI-ე საუკუნეა.
საბავშვო საშიშარები
1. დილაა. გავიღვიძეთ. უმცროსი და გვერდით წევს. უნდა გავაწვალო. მიყვარს თამრიკოს კივილი. გინდა ღუმელზე დავჯდე? ააა! დედაა! მივდივარ ღუმელთან. ააა! ტრუსი ჩავიწიე. დავჯექი. ადრიანად აუგიზგიზებია დედას. გავარვარებულია. მაგრად დავიწვი. დედა შემოვარდა. ხმას არ ვიღებ. მაინც მცემეს. ნახევარი საუკნის შემდეგაც ვერ გავიგე _ რა დავაშავე?
P.ს.
დრო იყო საბჭოური. მშობლები ნასრედინის მტკივნეულ იგავს მიამბობდნენ: მოლამ შვილი გაუშვა დოქით წყლის მოსატანად. დაბრუნებული სცემა. რატომ სცემეო. აბა დოქის გატეხვის შემდეგ ხომ გვიანი იქნებოდაო. ასეთია აღმოსავლური პროფილაქტიკის წესი.
2. მეზობლად ვარ. სადილი იწყება. ნიგვზიანი ხარჩოა. ღომს არიგებენ. დიდ გობს დავადექი. ოხშივარი ასდის. ცხვირით ვიყნოსავ. მეზობლის დიდი ბიჭი იქვეა. მერვე კლასელი. ფეხი გამომდო. მთელი სახით ჩავვარდი ღომში. საშინლად დამეწვა. კანი გადამძვრა. ტკივილი. ისევ მცემეს. მიზეზი ისევ ვერ გავიგე. რთულია საბჭოური ბავშვობა.
3. მე და გია სხვენზე. სიგარეტს ვეწევით. გია ოდნავ უფროსია. ჯიბეში იქექება. ამოიღო თეთრი ფირფიტა. ჩიკლისს მჩუქნის. მოდი კუტუს უკან შეგიყოფო. შემეშინდა. მეხვეწება. არ ვთანხმდები. გამოვიქეცი. საბჭოელი დეიდების სიბრძნე ვიცოდი. ყოველივე იწყება საღეჭი რეზინით. გრძელდება სიგარეტით. მთავრდება ბოზობით.
სამედიცინო საშიშარები
1. შუა ოპერაციისას მუცლის აორტა გასკდა. მანამდე ტუალეტში შევირბინე. გავიჩხირე. ხუთი ამპულა რას გეყოფა?! დიდი შიში ვჭამე. მთელი საოპერაციო ალისფერი სისხლით გაიჟღინთა. გულის ყოველი შეკუმშვისას სისხლი შადრევანივით ასხამდა. ფშშუუ! ფშშუუ!Mმე და ქირურგები სააღდგომო კვერცხებივით შევიღებეთ. საოპერაციო ლამპა სისხლით დაიფარა. განათება აღარ გვქონდა. წნევა ნულამდე დავარდა. პულსი თითქმის არ ისინჯებოდა. კათეტერით მეორე ვენა ავიღე. სწრაფი გადასხმები ნაკადით. პრედნიზოლონი. მუცელში ქირურგების ბრმად ხელების ფათური. გადავრჩით. გული გაეშვა. წნევა 80-ზე დასტაბილდა. ყველანი ოფლში გავიწურეთ. შემამცივნა. მთელი წამალი ოფლმა გამოიტანა. მხოლოდ ჩემი ალისფრად შეღებილი ხალათიღა იყო კაიფში. იწვა თავისთვის საოპერაციო ტაშტში და ყვინთაობდა. ბევრი ნარკოტიკი მიაქვს ავადმყოფზე ნერვიულობას.
2. ხაშურის მოწყენილი საავადმყოფო. დიდი გამოქვაბული. თხუნელების საძვრომები. ქირურგიული განყოფილება. დაჭრილი მშვიდად კვნესის. შერიგებულია სიკვდილს. მუცელი ამოტრიალებულია. აზელილი კატლეტის ფარში. სისხლი და დენთის მური. ფუყფუყებს შავი ნასაფანტევი იარარები. მიბჯენითაა ნასროლი. ორივეს წამალი გვჭირდება. მოგვიტანეს ფენტანილი. სინამდვილეში დროპერიდოლის კუკლები ყოფილა. დროპერიდოლი 15-ჯერ ძლიერია ამინაზინზე. იწვევს ადამიანის გაქვავებას. ვერ მივხვდი. მეჩქარებოდა. გავიკეთე ოცი კუბი. ნეტავი სულ არ დავბადებულიყავი. მაგის დედაც. ბევრი მომივიდა. ას გიჟს გააქვავებდა ადგილზე. ჩაფიქრებული ქვის ლოდი. უსასრულოდ გრძელი გვირაბი. სიჩუმე. შიში. თავი ხუთას კილოგრამს იწონის. დიდი ყურები. გაპარსული დრუნჩი. ბაზრის დახლზე ღორის შეტრუსული თავი. ლეჟანკა შემოიტანეს. დაჭრილი ავადმყოფის პარალელურად კლდე წამოაწვინეს. შეუდგა ბნელი გვირაბიდან ნარკოზის წარმართვას. ლოდი უსაშველოდ გადიდდა. უკიდეგანო გვირაბი გაიწელა. ოპერაცია ბედნიერად დასრულდა. ბიჭი გადარჩა. დაჭრამდე ნათესავებს შეუსწრიათ 15 წლის ცოლისდასთან. თოფი ჩაუცლიათ მუცელში. ოპერაციის შემდეგ ხელი ოდნავ დაუჩირქდა. ანთება ძვალზე გავრცელდა. ოცამდე ოპერაცია გადაიტანა. ძვლის ფხეკით. საშინელი ტკივილებით. ანაერობული ინფექციით დალია სული. ყველასგან მიტოვებულმა. არ არსებობს ღმერთი? აბა იმას ჯერ რა გადაარჩენდა ჩემი გადამკიდე ცოცხალს და მერე ვინ მოკლავდა?
3. ხაშურში ვართ. მე და კოკა. ძმაკაცია. ძროხას ვეძახდით. ოპერაცია დამთავრდა. ყველანი გავიდნენ. ფენტანილს ვიკეთებთ საოპერაციო ბლოკშივე. ვერ ვინძრევი ლომკაში. კოკა ბაიანზე გავუშვი. მაინცა და მაინც სტერილური ზეწარი ასწია. საოპერაციო ინსტრუმენტებში დაიწყო ხელის ფათური. ასეთი რეგვენი არაფერი მინახავს. ეგ სტერილურია! მანდ ჭუჭყიანი ხელის შეყოფა როგორ შეიძლება?! დებილმა უპასუხოდ არ დამტოვა. შე ჩემაო. საჭმელი ვჭამე და შემდეგ დავიბანეო. ბოზის შვილი ვიყოვო. არ გჯერავსო? რა გინდა უთხრა იმბეცილს? გვიანღაა. ძროხას მუდმივად შორისის ფხანით დაკავებული ხელის მიკრობები გადაბარგდნენ საოპერაციო ინსტრუმენტზე. სამაგიეროდ მე ყოველივე გამოვასწორე. მივვარდი. საკაიფო 20-იანი თავის ნემსითურთ ორი თითით ამოვასრიალე. ზეწარი ისევ გადავაფარე. საოპერაციოს მედდას აღარაფერი ვუთხარი. რა მეთქვა? თქვენს გასტერილებულ ინსტრუმენტებში ძროხამ ყვერებიანი ხელი აფათურა-თქო? ისე დარჩა. რას ნიშნავს ექიმის ხელიი!
4. ოპერაცია დამთავრდა. ავადმყოფი მიმყავს რეანიმაციაში. გადავაწვინე. გავსინჯე. კარგადაა. ექიმს გადავაბარე. გავედი ტუალეტში. გავიჩხირე. სიგარეტს მოვუკიდე. მოვსეირნობ არხეინად. რეანიმაციის კარებთან ვეწევი. მოდის ექთანი მაია. გუშინ გავჟიმე. გატეხა. შევიმალე რეანიმაციაში. მორიგე ექიმი არაა. ნაოპერაციევი გაშავებულა. პულსი არ ისინჯება. სადაცაა წავა. პირი-პირში სუნთქვა. გულის მასაჟი. ადრენალინი. პრედნიზოლონი. გავარდისფრდა. თვალები გააღო. ბარო ექიმოო. გადავრჩით. ზოგი ჭირი მარგებელიაო. მაია მყავს მხედველობაში.
5. ახალბედა ექიმი ვარ. პირველი დამოუკიდებელი ნარკოზია. ვღელავ. არ ვიმჩნევ. ანესთეტიკები შევიყვანე. დავაძინე. სუნთქვა უნდა გაითიშოს. ხელოვნურ ვენტილაციაზე გადამყავს. რელაქსანტი შედის. ვაკეთებ ინტუბაციას. მილი შემყავს ტრაქეაში. შემდეგ შევუერთებ ხელოვნური სუნთქვის აპარატს. დავაინტუბირე. ყველაფერი კარგადაა. ფონენდოსკოპით ვამოწმებ. სუნთქვა არ ისმის. ამოვაგდე მილი. თავიდან ვაინტუბირებ. ისევ არ ისმის. ისევ იგივე. ხუთჯერ გავიმეორე. ვცახცახებ. ოფლად ვიღვრები. შემოვიდა თეა. მომეტმასნა. ეჩქარება. სამორიგეოდ ვრჩებით. უნდა ჩავიკეტოთ. ჩამჩურჩულა. ფონენდოკოპის მოსასმენს ხუფი მოხსენიო. წავაძვრე. დავაინტუბირე. სუნთქვა კარგია. ოპერაცია დაიწყო. ორი ადამიანი გადარჩა. მე _ დაჭერას. ავადმყოფი _ სიკვდილს. ამდენი შეძლო წამიერმა ვნებამ. სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს.
მორფინისტული საშიშარები
1. ნარკომანია პროფესიული ექსტრიმია. ანემიური ყოფის სისხლით ავსება. მიზიდულობის კანონის უარყოფა ექსტრემალური სტილის სიმსუბუქით. კაშკაშა წვა და დაფერფვლა. ცხოვრება სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარზე. თავისუფლების და ციხის შორის. ნამუსის და უსინდისობის შერწყმით. მუდმივი რისკი და გაგიჟების პირას მისვლა. თავგადასავლის ძიება. რისკი _ ნარკოტიკია. ჩვეულებრივი მშვიდი ცხოვრება _ ბოსელში გასასუქებლად შემწყვდეული საქონლის არსებობაა. საკლავი პირუტყვის ყასბის დანის მოსაწყენი მოლოდინი. ყოფის სევდიანი ერთფეროვნებისგან ყველა გზებით გაქცევა. ალკოჰოლიც მიდის. უწამლობის ჟამს დასალევი ანაცვლებს ნარკოტიკს. უსიამოვნო და მაინც სასურველი თრობის მომგვრელი. თავისუფალი და შფოთიანი ცხოვრების წყარო. არა სიმშვიდეს. ბრძოლა დაგუბებულ ჭაობში ჩაფვლას. უღიმღამო გდებას. არის ამაში რაღაც რომანტიკული. ინფანტილურიც?
2. რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-12 სართული. ობობასავით გარედან დავცოცავდი. მედდებს ვპარავდი მორფს ფანჯრის რაფებზე გადასვლით. ზურგში საბურთალოს ცივი ქარი. თეთრი ხალათის ამაყად აფრიალებული აფრა. მაგრად მეშინოდა. რას არ გაგაკეთებინებს წამალი. ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი: ობობებიც აბლაბუდის საქსოვ წებოვან სეკრეტს შიშისგან გამოყოფენ. გადმოვარდნას უფრთხიან.
3. შემეშალა. წამლის მაგიერ გავიკეთე დროპერიდოლი. საშინელი წამალია. 15-ჯერ ძლიერია ამინაზინზე. იწვევს ადამიანის გაქვავებას. ხმარობენ გიჟების დასაშოშმინებლად. ერთი კვირა თავში ლოდები დაგორავდა. ბარნოვის ხიდზე ვიდექი და ვფიქრობდი. ახლავე გადავხტე და დავეხეთქო კეკელიძის ქუჩას თუ მეზარება? ჰა?
4. მე და ერთი წამალმა აგვაგდო. რასტვარიტელის მაგიერ სკიპიდარი დავასხით ყაყაჩოს. მაღალი სიცხე გვქონდა საშინელი გულისრევით. ორი დღე-ღამე გვერდი-გვერდ ვიწექით. ერთმანეთს ვარწყევდით. აღსასრულზე ვფიქრობდით. ღიირს კი ასე ცხოვრება? ვიყავით ასე. გადავრჩით. დილით შემონახული კოკნარი ჩავხარშეთ. გავიკეთეთ. მაგარია წამალი!
5. ვზივარ ნარკოლოგიურში მეჩნიკოვზე. დავთვერი. რა ვაკეთო? მოდი მოვტყდები. შიდა კიბიდან სხვენზე. იქედან სახურავზე. ზაფხულია. ოფლი მდის. გადმოვეშვი ორსართულიანი შენობიდან. გათვლებში შეცდომა მომსვლია. დამატებითი ერთი სართული _ სახურავია. ნარკოკოლოგიურის ეზოდან ერთი სართულით ქვემოთ ნაბერეჟნია. იქ უნდა დავეშვა. მოვფრინავ მეოთხე სართულიდან. ამჯერად გათვლები ზუსტია. გზად შემხვდა ხე. როკს გამოვედე. შარვალი ბარძაყიანად გამეხა. ხელიც მოვიტეხე. არა და ვიცოდი. შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.
6. დამიჭირეს. ჩამიდეს ნარკოტიკი. დაკითხვაზე მტკივნეულად მცემენ. შენია წამალიო. მწარედ მხვდება სახეში ზონარი. თავზე მაცმევენ ცელოფაფნის პარკს. კისერში მიჭერენ ჯინსოვკის საყელოთი. გონებას ვკარგავ. ტვინში რაღაც მომეშალა. გაღვიძებისას მთელი გულით ვხარხარებ. აღუწერელ ეიფორიაში ვარ. რატომ ვიცინი ასე გულიანად არ ვიცი. სიაფანდობს ეს გოთვერანიო. უცებ გაერკვნენ ბიჭები. რატომ მირტყავენ არც ის ვიცი. ძაღლებმა კი დანამდვილებით იციან ვისი გახდება წამალი. მაგარი პროფესიაა! თითქმის ყველაფერი იცი.
7. ახალგაზრდული თამაშები ნარკოტიკებთან რითი მთავრდება? გამართლებაზეა. თავის დაბრედვით. ან გაპარვით. ან ტრაგიკულად. სიყვარულით მიყავხარ ღმერთს. გეხმარება. დროზე გკლავს. თუ მაგრად არ გაგიმართლა _ ალკაშური გაფარჩაკებით.
8. დათომ თავი მოიკლა თოფით. ლულები პირში ჩაიდო. გახევამდე ღია პირი. დამსკდარი ტუჩები ლულებზე. ფეხის ცერი ჩახმახზე. დაძაბული სახე. გამოკრა. მუხის კუბოში საზეიმოდ გაწოლილი დათო. ცუდი ბიჭია დათო. არ დაუტოვა საზოგადოებას შანსი. ვერ დატკბნენ დათოს გაყვითლებული ცხვირის და ერთმანეთის ცქერით. დახუჭულ თვალებში ჩახედვა? გაკიცხვა? ჭირისუფალთ ადამიანურად არ ეტირათ? თავგანწირვით არ ელოშნათ მიცვალებულის ლოყები? არ ეჭორავად მის ცოლზე? არამზადამ ხალხი დატოვა მშრალზე! თავის ქალა ჰქონდა ახდილი. ნახევარი ყბაც მომძვრალი ცხვირთან ერთად. ამდენი კითხვა კი დატოვა.
8. ბარნაბა სახლში ჩაიკეტა წამლით. გარეთ არეულობაა. ბიჭმა ძლივს ცხოვრება ააწყო. ცოლი მოიყვანა. რემონტს მორჩა. საბურთალოს მე-8 სართულზე საცურაო აუზსაც ამთავრებდა სასტუმრო ოთახში. ფულის კურსზე თვალის დევნება კი მიავიწყდა. გვიან შეიტყო გაუფასურების ამბავი. ერთი ჩემოდანი ნაყაჩაღარი ფული ქაღალდად ექცა. სასტიკად გაუტყდა. გააძრო იარაღი. თავში იგლიჯა. ბაახ! მაგარი ბრაზიანი ვინმე იყო. ახლადშეღებილი კედელიც გასვარა სისხლნარევი ტვინის შხეფით. ღიირს ამის შემდეგ რემონტზე ამდენი ნერვების შლა?
9. მეგობარი მყავდა ლევანა. უშნოდ გაიპარა. დილაადრიან მოტყდა კალიკებზე. გვიან ღამით ჭიშქარს მოადგა მანქანით. ნაზრანიდან ჩამოეთრა. დაღლილი იყო. გაწვალდა. ფარეხის თავზე გაშენებული ტალავერი. გამოვარდნილი დედა და და. გახარებული დედა შვებით მიეგება დანოქსირონებულ შვილს. დამ სიხარულით გაუღო ფარეხის კარები. ლევანამ მანქანა შეაყენა. ძრავი არ ჩაუქვრია. დაწყნარებული ოჯახის წევრები სახლში შევიდნენ. მშვიდათ დაიძინეს. დილით გაღვიძებულებს ლევანი არ დახვდათ საწოლში. ლოგინში უნდა გდებულიყო პირზე ქაფით. გათიშული. დაძებნეს. მიაგნეს. ქაფი კი ჰქონდა. ფარეხში გაპარულა. იქვე ჩაუყვინთია. მანქანის გამონაბოლქვ მხუთავ აირს დაუხრჩვია. ყველა ვერ იკლავს თავს. ამ დროს განგება გეხმარება. ცოტას თუ უმართლებს ასე.
10. რიჟა დააწვა წამალზე კირავაბადში. მალხაზასთან ერთად. გზაში დაედევნენ ძაღლები. დაეთესა. ხეს შეასკდა ასოცით. მალხაზა გადარჩა. ახლახანს მოკვდა ციროზით. თემურას გროზნო ევასებოდა. იქედან მოდიოდა. გზად მოეფსა. გააჩერებინა. შარვლის შეხსნას შეუდგა. ჩაეყვინთა ბიჭს. წაბარბაცდა და ხრამში გადაიჩეხა. ორივე შემთხვევა ჰგავს. გამართლებაა. ღმერთის ხელი ურევია უეჭველი.
11. მე არ გამიმართლა. სმისგან გაფარჩაკებულების სიაში ჩავეწერე. სხვა გზა არ მქონდა. გარშემო ყველა ჯიგრულად მოკვდა. მე ცოცხალი გადავრჩი. თითქოს ყველა ღონე ვიხმარე. ბევრი ვიკეთე. მანქანითაც ვიქროლე. დიდი რისკები გავწიე. შენც არ მომიკვდე. არ ვევასები ღმერთს. არ მაღირსა ვაჟკაცური სიკვდილი. ჯერ იწვალეო. მუხლებზე იხოხეო და ისე დაიბრიდეო. სხვაგვარად ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სა-სუ-ფე-ველ-სო. ბაზარი არ არისო. მორჩა ხვეწნა-მუდარაო. არა ხარ შენ სხვებივით კაცურად სიკვდილის ღირსიო. ბედი და დამსახურება უნდა ყველაფერს.
12. კოკაინი. ქალს აუცილებლად სჭირდება კაცი. კოკაინს _ მორფინი. ძლიერ უყვართ ერთმანეთი. განსაკუთრებით ქალს უჭირს მარტო დარჩენა. ასევეა კოკაინი უმორფინოდ. გაიყინები. სიცივე აგიტანს. ტვინიც ყინულად გექცევა. ფობიები იცის. დარჩები ნევროზიანი შინაბერა. კოკაინის კოკორმა სულ პატარა დოზით უნდა მიიღოს მამაკაცის ძალა. მორფინით დაიმტვეროს. კოკაინი იფურჩქნება. ახალი ძალით ყვავის. იწყებს ულამაზესი სურნელოვანი ნაყოფის გამოსხმას.
12. კოკაინიანი შტანგლასი. ვავსებთ ბაიანებს. ცოტა მორფი. ჩავუჯექით. კოლექტიურად ვიკეთებთ. სახეზე მკვდრებივით ცხვირსახოცწაფარებულები ვიშხლართებით ნოხზე. ყველა ხმამაღლა მიუთითებს ერთმანეთს. ჩუმად. სუუ... ჩუუ... ცხვირსახოცი ფობიებისგან დამცველის როლს ასრულებს. სინათლე სახიფათოა. პრიხოდში კაშკაშა სხივებმა არ უნდა გაგაღიზიანოს. დარჩები სამუდამოდ გიჟი. ფსიქიატრიული სეანსი ბევრჯერ მეორდება. კოკაინის ხავერდოვანი ტალღა მოითხოვს. სულ 5 წუთს გრძელდება. ამიტომაა ხშირი გამეორებები აუცილებელი. ყალიბდება შუშის ვენები. უამრავი გაჩხერვისგან ვენები ტრავმირდება. ხმება. საცოდავი სისლხძარღვები შუშის სიმყიფეს იძენს. მოყვითალო-მომწვანო ლურჯი ზოლები დაუყვებიან ხელს. ოდნავი შეხებისგანაც შეიძლება დაიმსხვრეს. იდაყვში უბრალო მოხრაც კი დიდ სისლჩაქცევას იწვევს. მოგეწონათ? დროზე გაიკეთეთ. მაგარია. კოკაინს არ სჭირდება ღმერთის დახმარება. დამოუკიდებელი მასტია. სამ წელიწადში ასიანი მოგასვენებს. გაგყინავს. აღარ შეგაწუხებს ლედნიკის სუსხი.
ალკაშური საშიშარები
1. მდინარის პირას დავთვერი. ათ კაციანი ჯგუფი ზის. ყველაზე დიდი ამოვარჩიე. ცხვირში ვგლიჯე. დანა გავაძრე. ვერ მეკარებიან. ვხედავ ლიანდაგს. მოძრაობს ჩემი თავის მიმართულებით. მიახლოვდება. ყბა გამიტყდა. სამი თვე ვიწექი რეანიმაციაში. ყბაზე თაბაშირს ვერ დაადებ. მავთულები გამიყარეს კბილებს შორის. ზედა და ქვედა ყბა ერთმანეთს მიაბეს. სამი თვე უსიტყვოდ. დავდინჯდი. დავბრძენდი. დაფაზე ვწერდი იეროგლიფებს ჩინელი სწავლული მანდარინივით.
3. ალკოჰოლი გაგაველურებს. სხვა გზა არაა. უფულოდ. უწამლოდ. უშვილებოდ. უამხანაგებოდ. ყოველგვარ უ-უოთ. უნდა დალიო. რეალობას ვერსად გაექცევი. სად წახვალ? თავის მოკვლასაც იჩალიჩებ. როგორია უცხო გარემოში ცხოვრება? უწამლოდ თან. რატომღაც გიჭერენ დღეში შვიდჯერ. უპრიჩინოდ. დაიღლები. უბრალოდ გაფარჩაკებისგან ძალა არ გყოფნის ბოლომდე მიიყვანო საქმე. ნახევრად სიაფანდზე იკლავ თავს. ვენებს იჭრი. რომ გადარჩე ისე. ან სხვამ გიშველოს დროზე.
ომიანობის საშიშარები
1. ეს ომი რაღა იყო? მე კიდევ გაგიჟება მაკლდა? დაარყებული ტვინი ისედაც ასტრალშია გასული. წამალი სწყურია. სულ გადავედი ჭკუიდან. ომი ტრაგედიაა. სამოქალაქო _ ორმაგად. ბედისწერასავით სამუდამოდ თავსმოხვეული _ მძიმე ფსიქიატრიული სენი. ჯერ მაგრად არ ისროდნენ. აქა-იქ მხოლოდ. ისიც ღამით. ცოტა გაკეთება. ბევრი პლანი არყით. ვარაზისხევით ტელევიზიის მიტიგზე. ან პარლამენტთან. იშვიათად. ტელევიზიის მიტინგი სჯობდა.
2. დედა შევაგინე. სამტრედიელმა მხედრიონელებმა ამწიეს ფეხებით. ჩემს თავს ასფალტს უბრახუნებენ. გონებას ვკარგავ. არ ვარ ატბოინი მალატოკი დაა. ვიღვიძებ ლოგინზე. ყველაფერი მტკივა. ნეკნები მაქვს გატეხილი. ძლივძლივობით ავდექი. სარკეში ჩავიხედე. შეშუპებულია. ეეე?! სად წავიდა ცხირი?! ვეძებ. კეფაზეაა! აირწინაღივით უერთდება გალურჯებული გოფრირებული მილით სახეს. მოტეხილი ნეკნები და აირწინაღი ძლიერ უშლიან ხელს სუნთქვას.
3. ამჯერად ზვიადისტებმა დამიჭირეს მარადიორობაზე. ვწევარ მარმარილოს იატაკზე. ცხვირით ვისუნთქავ უნივერმაღის მტვერს. ლულა თავზეა მობჯენილი. სიკვდილი ახლოსაა. თვალები დავხუჭე. სიბნელეს სიმშვიდე მოაქვს. ამობრუნდი! გესვრი! შე ახვარო მხედრიონელო! ამოტრიალება არ შეიძლება. თვალებში ჩამხედავს. მერე ადვილად მომკლავს. ჩემი სხეულის კონტურების ნატურიდან ხატვას იწყებს მეგრელი ლეონარდო. გალეწილი მთვრალია. პირველად ვესწრები საკუთარ დახვრეტას. ჯერი ყურისძირში. ყურები დამიგუბდა. ისევ ჯერი. კარგი მსროლელია ეტყობა. ახლოს აჯენს ტყვიებს თავთან. სახეში მესობა ატკეცილი მოზაიკის პაწაწინა ნაწილაკები. ქვესკნელში ვიყურები. ორი მჭიდი დამაცალა. ამოუშვა ბოღმის ორთქლი. გაუარა გაშმაგებამ. მეგრელიც ჭეშმარირიტი ქართველია. ვერ დასწამებ სეპარატიზმს. ჯიგარია. არ დამბრიდა. გა-დავ-რჩიიიი!
საშიშარები ქალებისთვის
1. ქალებო უფრთხილდით უანგარო მამაკაცებს. ფარისევლებიც აკეთებენ კეთილ საქმეებს. ზრდილობიანად. კრავივით უხმოდ. სანდომიანი ღიმილით. უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში. სჯობს გულახდილი. პირდაპირ გაბავს. მევასებიო. თვალებითაც გეუბნება. მაგრად მსურს გაგჟიმოო. ძალიან მაგრადო. ბრაზდება. იგინება. ეჭვიანობს. გავა დრო. ხაფანგი დაიხურება. პირველები მოითხოვენ ასმაგად. კრავი იქცევა ტირანად. მოგიწევთ დამონება. ასეთია უანგარო მამაკაცების საიდუმლო გეგმა. ერთიცაა. ბევრი ქალი თვითონ ეძებს სარფიან მყიდველს. უკომენტაროდ. მეორენი _ კმაყოფილდებიან თქვენი საპასუხო სიყვარულით. მთელი ცხოვრება გმორჩილებენ. მაქსიმალური წაგება _ კარგად გაჟიმული დარჩებით.
2. ერთს ჰკითხეს. იმ გოგოს ხომ არ შეურიგდებიო. არაო. დაობებული პური აღარ იჭმებაო. საზიზღარია. მწვანე. სველი. ყარს. ნუ დაემსგავსებით დაობებულ პურს. აღმოჩნდებით ღორებთან. იყავით მუდამ ახლები. სასურველები.
3. მონობას ამართლებს მხოლოდ სიყვარული. მონობის თითქოს მისაღები სახე _ ქალზე დამონებაა. სიყვარულის მონობა დროებითია. დიდი თავგანწირვა დიდი სიძულვილით მთავრდება. ასეთია მონათმფლობელი ქალის ხვედრი.
Short stories
ცოტაოდენი მძიმეებით
გადაულახავი წინაღობა
ბერობას ვაპირებ. ქალებს ცოცხალი თავით არ ვუყურებ. მრუშულ ზრახვებსაც კი ვებრძვი. გამოვდივარ აფთიაქიდან. გამოცდილმა თვალმა უცებ დაიჭირა ვნების ობიექტი. მოდის მაგარი ნაშა. ქუჩა მოაქვს. კარგად ჩაცმული. ტანადი. მაღალი. პროვინციისთვის იშვიათობაა. წესისამებრ _ გვერდზე მახინჯი დაქალი. მიახლოვდებიან. თავი დავხარე. ასფალტს მივაშტერდი. ცალი თვალი მაინც არ ტოვებს ლტოლვის ობიექტს. შარვალი. მაღალი ფეხები. საკაიფო ფეხსაცმელი. ვაა?! გამისწორდნენ.
_ ეკაია, მეგეწონა მაყრები? რა ბიჭები იყვენ!
_ მეისპე საცხა! ბიჭები კი არა, გოჭი-ი-ე იყო იმფერი, თითებს ჩეიკვნიტავდი!
ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმა, ეკო?! მე კიდე ისე მიყვარდი, ეკუნა! ეს რა ჰქმენ, ეკატერინე?! ყველაფერს ავიტანდი შენგან, ნებისმიერ გოიმობას. თავს გავიგიჟებდი, შენ ,,ლი”-საც შევიყვარებდი! ეს ,,გო-ჭი-ი-ე” რაღა იყო, შე ქალო?! ასე დავშორდით სამუდამოდ მე და ეკა. რა მექნა როო? ერთი დიდი მწერლის მიერ თავისი მეძავების გახსენების არ იყოს, მძინარეს ხომ არ შევიყვარებდი დელგადინასავით?
ფაღარათი
სამსახურს ვჩალიჩობ. დამღალა უფულობამ. ძმაკაცის ცოლს შევჩივლე. მუღლე მირეკავს:
_ ბიჭო, რა გაატრაკე შენ, ჰა?!
დავპატარავდი. ნუთუ ამხელა კაცს ძმობაში შემეშალა? ან მის მეუღლეს ვუთხარი რაიმე ცუდი?
_ რა ვიცი, ისე, არაფერი...
_ ამის დედას შევეცი! ექიმი იყავი, კანდიდატი გახდი _ მედიცინაში ჩააჯვი! ეკლესიაში მიხვედი, ბერობა გინდოდა, მერე ის ,,ბაბილონი” დაწერე _ იქაც ჩააჯვი! ახლა ვიფიქრე, _ მოდი, ეგებ გამგეობაში შევაკვეხო. ისეთი რამე დაგიწერია _ მთავრობაშიც ჩააჯვი! დარჩა ჯარი და პოლიცია. პოლიციაში ადრე გაქვს ჩაჯმული და ჯარში გინდა?!
_ ჰო, რა ვიცი, კი...
_ ამ დღეებში გავიგებ და დაგირეკავ. იცოდე, ჯარზე არაფრის დაწერა არ გაბედო! ფაღარათი გაქვს, შე ჩემა, თუ რა გაატრაკე ამ შენი კრიტიკით?!
ტუუ...
უიმედო სენი
სულ რამდენიმე უკურნებელი ავადმყოფობაა: კიბო, შიდსი და გოიმობა. აქედან პირველი ორის განკურნების იშვიათ შემთხვევებს იცნობს მედიცინა, უკანასკნელი კი მკურნალობას არ ექვემდებარება. გონიერმა ადამიანებმა მირჩიეს, _ ოდნავ გაშალეო, უფრო ზუსტად განმარტე რას გულისხმობო, რა სულიერ თვისებებსო? ვიფიქრე, დავწერე, _ გოიმების მთავარი თვისება ფარისევლობაა. კიდევ ბევრი ვიწვალე... ბოლოს დავასკვენი: გოიმი _ გოიმია რა! რად უნდა ახსნა?!
ორპირული საშისარები
1. ორპირი. მთავარი მოასფალტებული მოედანი. კულტურის სახლი. რკინიგზის სადგური. პროკურატურა. ბეჭებში გადაჭრილი ბრონზის სტალინი. ცენტრში დიდი ყვავილნარი. ხუთმეტრიანი შავოსანი ქალი. შინმოუსვლელი შვილის დედა. დასტირის უცნობი ჯარისკაცის საფლავს. ხელში გვირგვინი. მწვანე დეკორატიულ ნარგავები. სამი მოწყენილი ძროხა. ორი სასოწარკვეთილი ჯაგლაგი. უნდომლად მიირთმევენ ბალახს. მოედანს ღორების კოლტი კვეთს. ღრუტუნებს უყვართ დეკორატიული ყვავილები. თაბაშირით გაუვნებლებული იოსებ ბესარიონის-ძე. უცქერს მოჭუტული მრისხანე მზერით. იოსებს არ უყვარს ყვავილები. არც ღორები მოსწონს, ებრაელებს აგონებს. თაბაშირი რბილია. მსხვრევადი. დაიჭი! არ ამოხტეს არამზადა!
2. ორპირის ბანკი. მე და მეგობარი. ჩერდება შავი ჯიპი. საჭესთან საჯიშე ბუღა. გადმოდის თეა დეიდა. ოცი წლის წინ ბაზარში ვაჭრობდა. დღეს ლომბარდები. აფთიაქები. რესტორნები. მსუქანი. დაბალი. დუბლიონკა. ამობურცული ტუჩები. წითელი საცხი. ზღვა კოსმეტიკა. უზომოდ დიდი პლატფორმები. ნაძვის ხესავით სამკაულები. მოშიშვლებული მკერდი. ვეებერთელა ოქროს ჯვარი. ღარის უფსკრულში იმალება. ყველა ათვალიერებს. ორპირის დედა-დედოფალია. მე და მეგობარი. მათხოვრები. თითქმის ღატაკები. თავის დამამშვიდებელი დასკვნა _ უდავო კანონზომიერებაა. ამ ლოგიკით _ უარესად უნდა ვიყოთ. სხვაგვარად შეუძლებელია.
მავნე ჩვევების კრებული
მესამე კლასისთვის გემო გავუსინჯე ბაბუას თამბაქოს და წითელ, აყროლებულ ,,პრიმას”. მამის პიჯაკის ჯიბიდან მოპარულ ,,ფილიპ მორისს”. ყავისფერი პლასტმასის ყუთი გამოიყურებოდა ძალზედ მომნუსხველად.
მეექვსესთვის შემოვარდა ტაიფუნი. დაიწყო მოწისძვრები. ამერიკული მწვანე ავტოკალამი გახდა ვნების საგანი. გადატრიალებისას ქერათმიანი ლამაზმანები შიშვლდებოდნენ. ასეთივე საიდუმლო ტრფობას მკერდზე ოპერაციების ფერადი სამედიცინო ატლასი იწვევდა. არც ფრანგულის მასწავლებლის სქელი ბაყვები შეიქნა ურიგო. განსაკუთრებით საწერკალამს რომ ვაგდებდი წინა მერხიდან იატაკზე. რიხტერის სკალით _ ათი ბალი!
მეშვიდე-მერვე თბილისის ფიზიკა-მათემატიკურით ავღნიშნე. პერანგის გულის ჯიბეს ,,დაისის” პირადი ყუთი ასხივოსნებდა ჭუჭყიანი წითლით. ,,კომაროვის” ფიზიკის რუს მასწავლებელს, შესვენების შემდგომი ჭ###ტვისას, ნაზად მივადე ფუმფულა ტრაკზე ხელი. საცხოვრებელი სახლის სხვენი ეზოს ბიჭების ხშირი შეკრების ადგილი გახდა. ამ დროისთვის უჯრაში ნაპოვნმა ,,ნოქსირონის” ვარდისფერმა ფლაკონმა მიიპყრო ჩემი ყურადრება. ასეთივე ცხოველი ინტერსი აღძრა სხვა ტაბლ