როგორც უკვე დავწერე ზემოთ, მე-9-ში სუხიაშვილთან. ადგილობრივი ანესთეზიით.
ვფიცავარ ყველაფერს და ყველას, ვიცნ და რაც შეიძლება დავიფიცო, რომ ერთი ნამცეცითაც კი არაფერი მტკენია.
ექიმმა ოპერაციის დაწყებამდე რომ დაიწყო ხუმრობა (და არამარტო ამან, საოპერაციოში ვინც კი იყო, ყველა ექიმი
ერთ ნოტაზე იყო), და მე რომ დავიწყე სიცილი, დაახლოებით 10 წუთი მოუნდა, სულ სიცილით დავამთავრეთ.
ოპერაციის ბოლოს მეუბნება, ახლა მთავარი დარჩაო და მე ეგრევე ცუდი ვიფიქრფე, აქამდე არ მტკენია ალბათ ახლა
უნდა მეტკინოს რამეთქო და მოვემზადე ტკივილის მისარებად, ხოდა მოიხსნა ნიღაბი და ლოყა მომიშვირა, მაკოცე და წადიო

მე მეგონა ხუმრობდა და ეჭვით შევხედე, მაგრამ თურმე ყველა პაციენტს ასე უშვებს

სამაგიეროდ პოსტოპერაციული პერიოდი ტეხავს მაგრად. იქვე, საავადმყოფოში გავაკეთებინე გამაყუჩებელი და დანიშნულიც მაქვს,
მაგრამ ამ ყლაპვის დროს ტკივილს რა გააჩერებს. თუ არ ვყლაპავ, კი ვარ მშვენივრად, მაგრამ რომ უნდა მივიღო ეს რძე და ასევე
კარაქიც სხვადასხვა ფორმით (ფაფაო, პიურეო, თოხლო კვერცხიო), თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნერწვი ხომ უნდა ჩავყლაპო,
ხოდა მტკივა

ღამეც ცუდად მეძინა მაგის გამო.
მაგრამ რომ ვტქვა, რომ აუტანელი რამეა და ეს სადშევყავი თავითქო, არ ვიქნები მართალი, ასატანი ტკივილია, როცა იცი რომ დროებითია და
გაივლის. სამაგიეროდ დადებით მხარე აქვს: წონაში დავიკლებ
* * *
blblblარა, ლაპარაკით ვერ ვლაპარაკობ. მუმუს გერასიმე ვარ სუფთა. კიდევ კაი ინტერნეტი და მესენჯერები არ სებობს და სმს კიდევ

საავადმყოფოში კი გუშინ 1 ბლოკნოტი გავავსე და კალმით წერა გავიხსენე
ჟესტებით რაღაცეების ახსნა დავამუღამე და სხვებსაც დავამურამებინე ჩემი გაგება. ძალიან საინტერესოა, რომ დედა ისე ადვილად
ვერ ხვდება ხოლმე ჩემი ჟესტების შინაარსს, როგორც ქმარი
This post has been edited by Breaky on 2 Apr 2009, 15:47