აბა კიიიი

ეხლა მოვედი სახლში, დღეს პირველ საათზე გავიკეთე "იუნონაში" მიშა ხუჯაძესთან ნარკოზით

აუ ხალხო, არ მინდა რეკლამაში ჩამომერთვას, მაგრამ ეგ კლინიკა მართლა საუკეთესოა რა

გადამყვნენ ზედ და რავიც....ნუ ჯერ ამიყვანეს სტაციონარში, წვეთოვანი დამიდგეს, სინჯები გამიკეთეს, მერე შემოვიდნენ და რაღაც ნემსი დამარეჭეს - პრემედიკაცია თუ რაღაცა...მალევე ექთანი შემოვიდა და საოპერაციო ბლოკში ამიყვანეს

სისუფთავე და თანამედროვე სტანდარტები უნდა აღვნიშნო

ხოდა, იქ ექიმები მეფერნენ, ნუ გეშინიაო, რაღაცეებს მეჭორავნენ, იმ წვეთოვანში ნარკოზი შეუშვეს და მერე აღარაფერი მახსოვს

გონზე რო მოვედი, ღრმად ისუნთქეო მეუბნებოდნენ

1 საათი დაახლოებით რეანიმაციაში გამაჩერეს, მერე 2 საათით სტაციონარში გადამიყვანეს, დამაკვირდნენ, ნაყინი მაჭამეს, კაი გოგო ხარო და გამომიშვეს
არ მტკივა თითქმის, ლაპარაკითაც ვლაპარაკობ...ნუ ჩვეული ომახიანობით ვერა, მარა ვლაპარაკობ

) ეხლა ცივი რძე მიდგას და ქე ვიპოსტინები აქანე