მოგესალმებით ჩეხეთიდან!
მეც მინდა, რომ ჩემი როგორც აივ დადებითის გამოცდილება გაგიზიაროთ.
ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, როდესაც ევროპაში ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ჩამოვედი და მქონდა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ერთჯერად გაცნობილ მანდილოსანთან. თავიდან სანამ დავიწყებდით ურთიერთობას მითხრა თავი დაიცავიო, მაგრამ ისეთი ნასვამი ვიყავი ყურადღება არც მიმიქცევია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ეს არ დამემართებათქო! ამას ვინც კითხულობთ ალბათ თქვენც მასე ფიქრობთ, ცდებით ეს შეიძლება ყველას დაემართოს, აუცილებლად დაიცავით თავი!
2-3 დღეში დამეწყო მაღალი სიცხეები, ანგინა რომელიც 10 დღე გამიგრძელდა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ზოგადად ხშირად მემართებოდა ხოლმე ანგინა ჩემი პრობლემატური გლანდების გამო.
გავიდა 1 წელი და ამ დროის განმავლობაში კიდევ მქონდა ბევრჯერ დაუცველი სექსი. ზაფხულში უნგრეთში წავედი სტაჟირებაზე სადაც ასევე მქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი მანდილოსანთან, რომელმაც მადლობა ღმერთს ამკინდა ქლამინდია. მადლობას იმიტომ ვიძახი, რომ სწორედ მისი წყალობით მივედი ექიმთან, რომელმაც გამიკეთა საყოველთაო გამოკვლევა, მათ შორის აივზეც ყოველი შემთხვევისთვის და სამწუხაროდ პასუხი მოვიდა დადებითი. რომ არა ეს გოგო ალბათ არ მივიდოდი არასდროს ექიმთან.
ვერ გადმოვცემ იმ წუთას რას ვგრძნობდი, არც ვტიროდი, არც ვყვიროდი. (არ მქონდა არანაირი ინფორმაცია აივზე და მეგონა რომ ეს იყო სასიკვდილო განაჩენი) უბრალოდ შოკისგან ვიყავი ჩუმად, ვერ ვლაპარაკობდი. რამდენიმე ჩემს მეგობარს ვუთხარი ამის შესახებ მხოლოდ. ამის შემდეგ დავბრუნდი ჩეხეთში უკან და იქაც გავიკეთე ანალიზი სადაც ასევე დადებითი მოვიდა.
ყველაზე უსაშინლესი იყო ის რომ პასუხის დროს არ მითხრეს რა სტადია მქონდა თუ რაოდენ დაზიანებული იყო ჩემი იმუნური სისტემა. სამწუხაროდ ევროპაში ჯანდაცვა ამ მხრივ ძალიან ცუდია. ჩამწერეს ექიმთან და 2 თვე ველოდე იმისთვის რომ მივსულიყავი ჩემს პირად მკურნალ ექიმთან, რომელიც გამიკეთებდა სიღრმისეულ კვლევას და მეტყოდა თუ რა სტადია მქონდა. წარმოიდგინეთ ეხლა თავი ჩემს ადგილას. ვიცი რომ ვარ აივ დადებითი და 2 თვე უნდა მოვიცადო სანამ დაწვრილებით დეტალებს გავიგებ.
ვერ გეტყვით თუ რა დღეში ვიყავი ამ 2 თვის მანძილზე. ინტერნეტში მასალებს გავეცანი სადაც ეწერა რომ დღეს დღეისობით ამ დაავადების კონტროლი შეიძლება თუმცა მაინც მშვიდად ვერ ვიყავი რადგან მინდოდა რომ ვინმეს (ექიმს) ეთქვა ჩემთვის ,,ჰეი ბიჭო ყველაფერი კარგად იქნება''. სამწუხაროდ არავინ არ მამშვიდებდა გარდა ჩემი მეგობრებისა, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ ჩემთან ერთად.
როგორც იქნა გავიდა ეს ნატანჯი 2 თვე, მივედი ექიმთან და ჩამიტარეს გამოკვლევა, რომლითაც დადგინდა რომ ჩემი ვირუსული დონე სისხლში არის ძალიან დაბალი, თითქმის შეუმჩნეველი და რომ მე მაქვს A+ სტადია რაც ნიშნავს ყველაზე ნაადრევ სტადიას. ექიმმა მითხრა რომ ვიცოცხლებ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, უბრალოდ გარკვეული ჰიგიენური ზომების დაცვაა საჭირო და ასევე შემეძლება რომ მყავდეს შვილები. წამლებს ვინც სვამს ისინი ხდებიან არაგადამდებიანები, რაც ნიშნავს იმას რომ ძალიან მინიმალურია შანსი რომ სხვას გადასდო დაუცველი სექსის შემთხვევაშიც. წამალი ყინავს ვირუსს! ანუ დღეს დღეისობით ვირუსის გადადება ხდება იმ ადამიანებისგან ვინც არ იციან. სწორედ ესეთი ადამიანები არიან რისკის შემცველნი!
ამის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში ცოტახნით და დავდექი აღრიცხვაზე ინფექციურში სადაც ექიმი გაოცებული იყო ჩემი კარგი შედეგებით და რომ მე ვიცოცხლებ იმდენ ხანს რამდენსაც ჩვეულებრივი ადამიანი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში -5 წელი იმისა რაც უნდა ვიცოცხლო და ამისთვის მომეთხოვება მხოლოდ ჯანსაღი კვება და წამლის დროულად მიღება ყოველდღე.
უკვე 2 წელი გავიდა, მყავს პარტნიორი რომელიც ამჟამად უარყოფითია და ის შეეგუა ჩემს ამ ამბავს. ჩვეულებრივად გვაქვს დაცული სქესობრივი კონტაქტი და ვართ ბედნიერები! თუ ადამიანს უყვარხარ აუცილებლად გაგიგებს, რადგან ეს ვირუსი ძალიან მარტივად სამართავია, მთავარია დაიცვა გარკვეული წესები. ეს ვირუსი/დაავადება გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე კიბო, ც ჰეპატიტი, დიაბეტი. თუმცა სტერეოტიპია ასეთი საქართველოში რომ ეს არის საშინელება. რა თმა უნდა ეს ცუდია, თუმცა ბევრ დაავადებაზე მარტივად კონტროლირებადი!
ჩემი რჩევები და ის რაც უნდა იცოდეთ:
1. აივ ვირუსი ჰაერზე რამდენიმე წუთში კვდება.
2. ის არ გადადის კოცნით.
3. სისხლის დიდი რაოდენობა უნდა მოხვდეს ჭრილობაზე რომ გადავიდეს ვირუსი (თუმცა რა თქმა უნდა დაინფიცირების შანსი მცირე რაოდინებაზეც არის თუმცა მინიმალური).
4. დაუცველი სექსის შემთხვევაში უნდა მოხვდეს დიდი რაოდენობის სპერმა პარტნიორის ორგანიზმში რომ იყოს რისკის შემცველი ან გქონდეს ბევჯერ პარტნიორთან კონტაქტი. (ერთჯერადი ურთიერთობაც რისკის შემცველია, თუმცა არა ხშირი).
5. ყველაზე დიდი ვირუსის მატარებლები არიან ის ადამიანები რომლებსაც აქვთ აივი და არ იციან ამის შესახებ. ის ვინც წამლებს არ სვამს ვირუსს ადვილად გადასდებს სხვას ხოლო ის ვინც წამლებს სვამს მათი ვირუსილი დონე მინიმალურია და დაუცველი სექსის შემთხვევაშიც ძალიან მცირეა, თითქმის 0 ის ტოლია შანსი რომ გადავიდეს. სწორედ ამიტომ ვისაც აივი აქვს და წამლებს სვამს შეუძლია ყავდეს შვილები. იხილეთ ეს შესანიშნავი ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=FwtgRdibDYU6. ყოველთვის დაიცავით თავი და თუ გაქვთ რაიმე ეჭვი აუცილებლად შეემოწმეთ!
7. მეცნიერები მუშაობენ რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ამ ვირუსის სრულიად განკურნება:
https://www.youtube.com/watch?v=4yuvdrVk5SMიმედი მაქვს ჩემი რჩევები გამოგადგებათ! ასევე ყოველთვის მზად ვარ პირადში თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო

)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მე აივ დადებითი ვარ! მე ვცხოვრობ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი!

)))))))))