ძალიან ცუდად ვარ

170 ვარ სიმაღლეში და დღეს რომ ავიწონე 86

ამ ზამთარს 93 კგ ვიყავი, მერე ცოტა თავი ხელში ავიყვანე და ასე სამ თვეში ჩამოვედი 76 . ჯერ 1 თვე ვაკეთებდი
დილით-200გრ ხაჭო, 1 მოხარშული კვერცხი
შუადღეს- 2ცალი მოხარშული კარტოფილი 2 ცალი ჭარხალი, 2 00გრ მოხარშული ძროხის ხორცი
საღამოს-2 ვაშლი და 500გრ მაწონი.
მერე 10 დღე სულ ცილოვან დიეტაზე ვიყავი 500გრ მაწონი 200გრ ხორცი 200გრ ხაჭო 1 კვერცხი ამ დიეტის 10 დღეზე მეტხანს გაკეთება სასტიკად აკრძალულია.
მერე იგივე დიეტა დავიწყე რაც თავიდან და კვერცხი ამოვიღე რაციონიდან, ასევე კრტოფილის და ჭარხლის ნაცვლად კომბოსტოს ჩაშუშული ჩავსვი უმარილოდ მარტო 1 სკ ზეთი და მწვენილები
მერე ერთი 7 დღე მაწონში ჩამბალი წიწიბურა, მერე ლარისა დოლინას დიეტა ასე დავიკელი სამ თვეში 17 კგ, პლიუს ამას ყოველ დღე ველოტრენაჟორზე მინიმუმ 30 წუთი ასე 45-60 წუთი ცელოფნებშემოხვეული ოფლი მდიოდა. დილით ადგომისთანავე 500გრამი წყალი და წავიდა ბორბლების ტრიალი. ისე დედნა მუცელსა და ბარძაყებზე ცხიმი ძვლები მემჩნეოდა უკვე. მერე

დადგა ჩემი დაბადების დღე და მეთქი იუბილარი დღესაც მშიერი ხომ არ უნდა ვიყო ყველაფერი შევჭამე (ხო პლიუს ამას მუდმივად 3 თვე ქსენიკალსაც ვაყოლებდი)

იმის მერე გავღორდი როგორც იტყვიან და აგერ უკვე 2.5 თვეში უკვე სიცოცხლე აღარ მინდა, თან სულ დეპრესიამ მაქვს სულ მშია, იმის მერე რაც ამხელა ცხიმის ფენა დავკარგე სულ მციოდა და სულ 1-2 კვირაა რაც მოკლემკლევიანი გაბედულად ჩავიცვი, მოკლედ მიწექანები ისევ 93 კილოსკენ და მგონი უფრო მეტიც გავხდები.

თანაც იმ ადგილებზე სადაც ასე ძლიერ დავიკელი მშვენიერი ცხიმის ბორცვები გამიჩნდა მოკლეთ არ ვიცი რითი დავიწყო თანაც ახლა ფინანსურად ცოტა ვერ ვარ კარგად და კოველ დღე ქსენიკალებისა და ახალ ახალი ხბოს ხორცის თავი აღარ მაქვს. რა ვქნა არ ვიცი.