აგვისტოს ბოლომდე მინდა გავხდე. ასე 5-დან 10 კილომდე მაქვს დასაკლები. ნუ თუ 10 ვერა 5-იც დამაკმაყოფილებს დანარჩენს სექტემბერში მოვიკლებ.
რამე დიეტას ან კვების რაციონს ვერ მირჩევთ?
პურის საერთოდ გამოვრიცხე უკვე 2 კვირაა. შოკოლადსაც აღარ ვჭამ.
ტკბილეულიდან ნაყინს ვჭამ მხოლოდ დღეში ან ორ დღეში ერთ ცალს და ხილს. (ვაშლატამა, საზამთრო)
საკვებს რაც შეეხება. მხოლოდ მოხარშულს ვჭამ ძირითადად. კარტოფილი, წიწიბურა, კვერცხი.
კიდევ კიტრი, პამიდორი, მაწონი, ხაჭო.
კიდევ რა შეიძლება ვჭამო? გამახსენეთ რამე...
განსაკუთრებითსაჯდომზე და თეძოებზე მაქვს პრობლემა...