გამარჯობა. მოკლედ, პრინციპში, მოკლედ არ გამოვა. ვრცლად - 25 წლის ვხდები. თითქმის არ მახსოვს პერიოდი, როცა, რაღაც დოზით, ფსორიაზი არ მაწუხებდა. ზუსტად მახსოვს, რის შემდეგ და როდის გამიმწვავდა, მაგრამ მანამდელი ცხოვრება რაღაც კეთილი ილუზიასავით მაქვს ჩარჩენილი ღრმად გონებაში

ახლა ყველაზე მწვავედ მაქვს, თითქმის მთელს სხეულზე. ბევრი ექიმი, წამალი გამომიცდია. მანამდე ექიმბაშებიც კი. მაგრამ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ამაოდ ირჯებიან ექიმნი, თუ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა ზედმეტად მშვიდი და გაწონასწორებული არ არის
მოკლედ, ბოლო მედიკამენტი, რაც ვსინჯე, "მეტოტრექსატი" იყო. დამხმარე პრეპარატებით + ოილანის ბალზამი, საპონი, სკინ კაპის შამპუნი, მემოდერმის მაზი, დიპროსალიკის მაზიც და ლოსიონიც

ყველაფერი ერთად. დაახლოებით სამი კვირა გავუძელი რეჟიმს. ამ სამ კვირაში ორჯერ სისხლიეს საერთო ანალიზის აღებისას იმდენად ვინერვიულე, რომ ლამის ადგილი აღარ დარჩა ტანზე კანის ფერი

მაგრამ, სედეგი აშკარა იყო, შემსუბუქდა, მეტოტრექსატის მეტი დოზა და ცოოტა ნებისყოფა უკეთეს შედეგს დადებდა, ალბათ.
არ ვიცი, რამდეად ხშირად ხდება სხვების შემთხვევაში ასე, მაგრამ, მე ოდნავი შედეგის შემდეგ ისე ვიქცევი, თითქოს დარწმუნებული არ ვიყო, რომ მაქსიმუმ ორ კვირას გასტან ჩემი ბედნიერება
მოკლედ, სკეპტიკური დამოკიდებულება ჩემი მთავარი მტერია.

მეტოტრექსატი იყო, რის გამოც მივედი დიდი პაუზის სემდეგ ექიმთან, მაგრამ ჩავაგდე. ახლა "პუვა თერაპიის" შესახებ გავიგე. მაგრამ მხოლოდ ის გავიგე, რომ ასეთი რაღაც არსებობს. გსმენიათ, რამე? გამოგიცდიათ?
* * *
ჰო, ექიმებზეც ვიტყვი ორიდ სიტყვას

ბავშვობაში, ძირითადად, კოტე ცაგარეიშვილთან ვმკურნალობდი ქუთაისში. იმდენად არასერიოზულად უდგებოდა ამ ავადმყოფობას, ვერც კი წარმოვიდგენდი რა უბედურება მელოდებოდა სინამდვილეში წინ.

ამის შემდეგ, თბილისში წამომიყვანეს, ნინო ცისკარიძე თუ ცისკარიშვილი იყო, ზუსტად აღარ მახსოვს. საკმაოდ დიდხანს ვიმკურნალე მისი დანიშნულებით. არაფერი განსაკუთრებული, ელოკომი გამომიწერა, თუ სწორად მახსოვს და რაღაც აბები ღვიძლისთვის + ვიტამინები და დამამშვიდებელი

შუალედებში, რასაკვირველია რჩევებს ვითვალისწინებდი

ასე გამოვცადე დერმოვიტი, დაივობეტი, სალიცინის მაზი. ვიკეთებდი გადასხმებს და ა.შ.

ეს სკოლის ასაკის ამბებია, დაახლოებით VI-VII კლასი, ან შეიძლება უფრო ადრეც. შემდეგ რამდენიმე წელი მშვიდად ვიყავი, მაგრამ სტუდენტობის დროს, ისევ გამიმწვავდა.
ჰოოდა, მივმართე თამარ ებანოიძეს. ტოპიკრემი გამომიწერა, ფრანციცული და პლუს გელი. მეტი არც არაფერი.

მოკლედთანდათან უფრო გამიმწვავდა, გამიხშირდა. ზაფხულიდან ზაფხლამდე ვცოვრობ დღემდე, ზღვის ამბავში. მაგრამ ამ სემოდგომაზე ყველაზე მწვავედ მქონდა, ზაგარი გადამივიდა თუ არა, სულ ახალ ახალ ადგილებზე გამიჩნდა. შეუძლებელი იყო მოძრაობა, პირველად ამ ხნის მანძილზე, კანი მისკდებოდა და მოკლედ მთელი თავისი საშინელებით ვიგრძენი ფსორიაზი. და ამ დროს გავიგე მეტოტრექსატზე. ასაკოვანმა მამაკაცმა მირჩია, ჩერეზ ახლობელმა. ექიმის გარეშე მიირო და გამაფრთხილა გვერდითი ეფექტები აქვს სერიოზული , მაგრამ 10 დრე უნდა გაუძლოო.
მოკლედ, ვერ გავბედე, ექიმის გარეშე მიღება.
ჰოოდა, ასე შევხვდი კაციტაძეს. ცემმა დაზღვევამ გამაგზავნა. დამიწყო ისევ იმ მაზებზე ლაპარაკი, რასაც წლებია უკვე ვიყენებ. მეტოტრექსატზე ვკითხე და ჯერ თავს შევიკავებო.
ჰოდა, ბოლოს წამოვედი ქიტუაშვილთან. მოკლედ. მგონი, საქართველოში თიტქმის ყველა "ცნობილ" დერმატოლოგთან ვარ ნამყოფი და ნერვებს მიშლის მათი სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, ინდიფერენტულობა, მა|შინ, როცა მე თითქმის ვერ ვცხოვრობ. ხოდა, ასე ნერვების შლაში, შემჭამა ამ ფსორიაზმა. რომ არა აქტიური ცხოვრების წესი, სამსახურიდან გამომდინარე, თავს მოვიკლავდი

შესაზლებელი რო იყოს, რამდენჯერმე მოვიკლავდი თავს

მაგრამ ცუდი ისაა, რომ იმდენად მედება, უკვე მეუხერხულება ადამიანებთან კონტაქტი.
ვაჰ, რმერთრბო, რამდენს ვწერ