[SIZE=7]მე დავამარცხე ფსორიაზი![/SIZE=7]
პს. შეგახდენებთ რომ რასაც ქვემოთ დავწერ არის 100% სიმართლე და ამ საკმესთან არ მაკავშირებს არანაირი ინტერესი, პირველ რიგში ფინანსური, მორალური კი მაქვს, ის რომ მინდა თქვენც დაისვენოთ როგორც მე !
მოკლედ ხალხნო, მქონდა ეს უბედური რამე 12 წელი , მოგესხენებათ ვისაც შეხება გქონიათ რაც არის და როგორ მოქმედებს საკუთარ თავზე, რა არ ვცადე, ლაზერები, სოლარიუმები, გორმონალური მაზები საპნები, თუმცა ალკოჰოლსაც კარგად ვუბერავდი, არაყი ვისკი ლუდი, სიგარეტს დავანებე თავი დაჯე 2.5 წელი , თუმცა არანაირი შედეგი, ექიმბაშებიც ვცადე, ალეკო კაციტაძეც- რომელთან მისვლის შემდეგაც ჯერ მორალურ-დამრიგებლურ-დამტუქსველი საუბრის შემდეგ თუ აქამდე რატომ არ მივედი და ასე შემდეგ, უკვე მე თვითონ აღარ მინდოდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება...
საფრანგეთში ვარ, ვიფიქრე აქ მაინც მიშვენიალ თქო მაგრამ ყველა დერმატოლოგს ერთხმად აქვს დაზეპირებული- იცი რა, ამას ვერ ვშველით....
ოქტომბერში ვიყავი ჩემებთან თბილისში , ჩვენს ერთ ნაცნობ ქალს 1 თვის განმავლობაში დაეღუპა ძმა და სიძე, იასნია სტრესის გამო მთლიან ტანზე გამოაყარა, მიასწავლეს ერთ ადამიანთან , რომელსაც უკვე ჰყავდა მრავალი მორჩენილი, ზუსტად ამ პერიოდში ვიყავი მეც თბილისში და ვნახე ეს ქალი მკურნალობამდეც და შემდეგაც, და სწორედ აქ გადამიტრიალდა ტვინი, იქნებ მეც მიშველოს...
გასაგებია რომ ჩვენ ვინც ამით ვიტანჯებით უკვე აღარაფრის არ გვჯერა, + ამას 1 და იგივე მეთოდი ყველაზე არ მოქმედებს, მაგრამ მე დღესაც არ მჯერა რომ აღარ მაქვს...
ეს მკურნალი ქალბატონი ცხოვრობს თბილისში, წერეთელზე თუ დინამოსთან, ამზადებს მაზსს, რა თქმა უნდა საიდუმლო ინგრედიენტით, + 4 სახეობის ბალახის ნაყენები რომელიც ლესელიძეზე იყიდება, სიონთან და+ ნახშირის ტაბლეტები, საპნადაც გეტყვით რა გამოიყენოთ, მწარე-მჯავე, ალკოჰოლი 0% დაივიწყეთ...
მაშ ასე, დავიწყე მკურნალობა 2 ნოემბერს 2015 წლისა,სურათებსაც დავდებ, პერიოდი მოიცავს უახლოეს 3 თვეს (სადაც ამდენი იწვალეთ, გაიჭირვეთ ცოტაც), შეიძლება ცოტა მეტიც გააჩნია სიმწვავეს,
3 თვის განმავლობაში სულ მქონდა დალეული 2 ჭიქა შამპანიური და 2 ჭიქა წითელი ღვინო ( ახალი წლები იყო),
მაზსს ისმევთ ყოველ დღე, დილა საღამო, მხოლოდ კერებზე( სუნი არც ისე სახარბიელო აქვს და ტანსაცმელიც ფაქტიურად გადასაყრელი გაგიხდებათ), ბალახების ნაყენს სვამთ თვის პირველ 10 დღეს, 3 თვის განმავლობაში+ ნახშირებიც, როგორც ავღნიშნე მწარე მჯავე ალკოჰოლი დაივიწყეთ, მაზის წასმის შემდეგ 1 თვის შემდეგ შეატყობთ რომ კერები შეწითლდება და გაიზრდება ზომებში, არ შეშინდეთ, მეც ასე მომივიდა როგორც ვიყავი წინასწარ ინფორმირებული, მხოლოდ 2.5 თვის შემდეგ დავინახე "რაღაც" სხვაობა, ამ კერების შეგნით, ცენტრში უმნიშვნელო თეთრი(კანისფერი) წერტილები, რომლებიც ნელ ნელა, ოღონდ მართლა ნელ ნელა, გაიზარდა, 3 თვის თავზე დავუკავშირდი ამ ქალბატონს და გადავუგზავნე ფოტოებიც, მითხრა ცოტა ხნით 2 კვირით აღარ წამესვა მაზი და 2-3 ჯერ დღეში წამესვა მკვებავი კრემი, რადგან ეს მაზი ამ კერებს რეალურად წვავს და კანს ხეთქავს, შეიძლება პცირეოდენი სისხლდენაც გქონდეთ, არ შეშინდეთ, მოკლედ ვისვი ეს მკვებავი კრემი, თუმცა მის მერე მაზი აღარც წამისვამს, ვულ ამ კრემს ვისმევდი.
+ დავამატებ რომ 3 თვის თავზე ჩემი ინიციატივით დავიწყე თევზის ქონის მიღებაც, რაც კანისთვის კარგია, 3 თვიანი კურსი ჩავიტარე, + ამას ვსვი შავი ბოლოკის ნაყენი თუ წვენი არ ვიცი როგორ გითხრათ,
ნელა ნელა ჩემდა შეუმჩნევლად ეს თეთრი ადგილები გაიზარდა და მეც მეშველა.
პს.გექნებათ აუტანელი ქავილები, მანამდე არასოდეს მქონია, უბრალოდ არ გაბედოთ და არ მოიქავოთ, მერე ვეღარც გაჩერდებით.
მე გირჩევთ, დაიჯერეთ რომ თქვენც გიშველით როგორც მე, გააკეთეთ მოთხოვნები ეს ხომ ისევ თქვენთვისააა, კაცებო, გთხოვთ მართლა დაიკიდეთ სასმელი, აი მართლა გთხოვთ, ხომ გინდათ რომ გაგიაროთ არა ?!
როგორც დაგპირდით სურათებსაც გთავაზობ: პირველი გადაღებულია 2 ნოემბერს 2015 წლის და მეორე 25 ივნისს 2016 წლისა, თუმცა დღეს ლაქები უფრო ნაკლებად მეტყობა, ლაქები არც მადარდებს...
ამ ქალბატონისგან მაქვს ნებართვა აღებული რომ მსურველს მივცე მისი ნომერი.
ვინც შეძლებთ რომ დამიჯეროთ , დამიკავშირდით
პს, Gეშველებათ იმიტოპ რომ დაიჯერებთ, და რაც მთავარია ალკოჰოლის გარეშე ღვიძლი უკეთ გაფილტრავ თქვენს სისხლს, რაღიც ეს ბალახები ეხმაება+ შავი ბოლოკი.
რაც შეეხება მკვებავ კრემს, მგონი თბილისშიც იშოვება,

ქავილის დადამშვიდებლად ვხმარობ ამ შამპუნს, და ისე მხოლოდ ზეითუნის ზეთის მკვებან საპონს, არანაირ სხვა ქიმიურ შამპუნებს.

ბოლოკის ნაყენი

This post has been edited by Eagle_one on 25 Jul 2016, 18:16