გამარჯობა,
დაახლოებით 12 წელია მაქვს ფსორიაზი, დღეს დღეისობით კი ურთულეს და უმძიმეს ფორმებში,
ამ 12 წლის მანძილზე რათქმაუნდა მქონდა რემისიის პერიოდები, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რემისია არ მიმიღწევია მკურნალობით, თუ ჩემს ცხოვრებაში რაიმე კარგი ხდებოდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ეს გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა, ავტომატურად ჩემს სხეულზეც დადებითად ისახებოდა,
დავაკვირდი 1 რამეს,
* ზღვა მშველის, მაგრამ 1 თვეში სამმაგად მიბრუნდება უკან , ეს ეხება მკვდარ ზღვასაც
* ღორის ხორცი მიუარესებს მდგომარეობას სასტიკად
* ყველანაირი ალკოჰოლი უნდა იქნას ამოღებული სამუდამოდ, განსაკუთრებით ლუდი (არადა ამ ოხერის გარეშე მზე არ მზეობს

)
* დიდი ოდენობით წყალი, ვინაიდან სხეული მეტად გამოყოფს და უარეს დღეში ვარდება კანი
* თევზი განსაკუთრებით უნდა იყოს შერჩეული, კატეგორიულად აკრძალეთ ხამსა .
* პური - ცხელ, ახალ გამომცხვარ პურს მოერიდეთ, კარგი იქნება თუ მეორე დღის პურს შეჭამთ
* ცხელი, მწარე , მჟავე ისედაც ყველამ იცით
* მაიონეზი და რძის ნაწარმი - მაიონეზიანს არაფერს არ გაეკაროთ, რძის ნაწარმიდან მაქსიმუმ ხაჭო 2 კვირაში ერთხელ ისიც ძალიან მცირე რაოდენობით
* ყველანაირი ხორცი ავიკრძალე, მაქსიმუმ ქათმის ფილე გრილზე შემწვარი ნაკლები მარილით
* ტკბილი, მარილიანი გამორიცხეთ
* გაზიანი სასმელი, რაც შეიცავს საღებავებს, ტკბილეული იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი, ამოიღეთ რაციონიდან
ვიყენებ დიპროსალიკის მალამოს და ლოსიონს თავზე,
თავზე ავტომატურად მაქვს შედეგი , 2 დღეში მიქრობს წარმონაქმნებს, ტანზე ვნახოთ,
1 კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, ისე ვიყავი ვერ დავდიოდი, კანის ყველა ნაწილი მტკიოდა, ახლა უკეთ ვარ , ქავილიც გამიქრა,
დღეში ორჯერ დილა საღამოს ვბანაობ და ყოველი ბანაობის მერე ვისმევ მალამოს და ლოსიონს,
იმ ადგილას სადაც არ მაქვს წარმონაქმნი, ვისმევ კანის დამატენიანებელს ვინაიდან პროვოცირება არ მოხდეს არსებული კარგი კანის და არ გამიუარესდეს მდგომარეობა,
ფრჩხილებს ბოლოს მივხედავ თუ უმკაცრესმა დიეტამ და რეჟიმმა გაამართლა,
მჯერა რომ შეუძლებელი არაფერია
ჰო კიდევ, რომანაძის მალამო ფსორიაზისთვის თუ გამოგიყენებიათ ვინმეს? 1 კვირა ვისვი და ისე ვიყავი ლამის მოვკვდი, არ ვამბობ რომ ცუდია, მაგრამ მგონი მე არ მომერგო.