გამარჯობა
შესაბამისი თემა (ასევე კითხვა ნევროლოგთან) ვერ ვიპოვე და ცალკე ამიტომ გავხსენი თემა
ორი დღეა თავბრუ მეხვევა, გუშინწინ და გუშინ შედარებით მსუბუქად, დღეს დილიდან კი უკვე სერიოზულად მიშლის ხელს. თან უცნაურია ის, რომ თავბრუ მეხვევა დამჯდარ და კიდევ უფრო ძლიერად დაწოლილ მდგომარეობაში. ფეხზე მდგომს ან სიარულისას თითქმის აღარ მეხვევა, ოღონდ თავს თუ არ დავხრი. საკმარისია დავწვე, განსაკუთრებით თავდაღმა, ისეთი საშინელი თავბრუსხვევა მეწყება, გულისრევამდე მიმდის და სანამ თავს არ წამოვწევ და ავდგები, არ მივლის.
სანამ აქ მოგმართავდით, დავგუგლე და ვერც ყურში ვგრძნობ რამეს და წნევაც გადასარევი მაქვს.
ჰოდა დავდივარ ასე ამაყად თავაწეული

მაგრამ ცოტა არ იყოს დავიღალე ამდენი ფეხზე დგომით. ეხლაც ამის დასაბეჭდად რომ დავჯექი, ეგრევე დამეწყო.
რისი ბრალი შეიძლება იყოს? მესმის, რომ ნევროპათოლოგთან უნდა მივიდე, მაგრამ იქნებ მანამდე მირჩიოთ რამე