ბავშვებს

ესეიგი ვიყავი მისული სამთო ქიმიის შენობაში,დიდუბეში,სადაც განთავსებულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და მომცეს 1 სიფრიფანა ცისფერი პატარა ფურცელი
ამ ფურცელზე წერია
შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პროფესიული განვიტარების საბჭო
,,საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა''
ეძლევა ექიმს : ოთარ (გვარი)
მასზედ რომ მან 21/09/2009
ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა პროფილით : სამკურნალო საქმე
ნუ დანარჩენი ხელმოწერები თავმჯდომარეებისა და ბეჭედია დარტყმული
ამის მერე დასმულ შეკითხვაზე თუ როგორ უნდა მოვიქცე მიპასუხეს რომ ამ მოწმობით,დიპლიმით და პირადობის მოწმობით მივბრძანდები თურმე იმ აკრედიტებულ დაწესებულებაში სადაც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათელბის(პროფესიული მზადების) კურსის გავლა და დანარჩენი იქ გადაწყდება ყველაფერი...ხოლო აკრედიტაცია ჯერჯერობით უმეტეს დაწესებულებას არ გაუვლია
ანუ ამ თვის ბოლომდე რომ დავიწყოთ დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების კურსი,ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
* * *
თუ ვინმეს რაიმე სხვა ინფორმაცია გაქვთ დაწერეთ თუ შეიძლება

ეს ლინკი კი სამედიცინო უნივერსიტეტში გატარებული ტკბილი დღეების გახსენებისთვის
http://www.youtube.com/watch?v=sogKUx_q7ig This post has been edited by E-36 on 8 Jan 2010, 04:24