ძალიან გთხოვთ ეს პოსტი არ გაატაროთ და იქნებ რამე მირჩიოთ

ამ დაავადების შესახებ დღეს დილამდე საერთოდ აზრზე არ ვიყავი რა იყო
ეხლა კი თემას მოვყვები,ნახევარზე ვარ და ასე თუ ისე გავერკვიე
მოკლედ ჩემი პრობლემა რა არის და როგორ დამემართა
დღეს დილას გავიღვიძე და ნაბიჯის გადადგმისთანავე მივხვდი რო რაღაც ვერ იყო კარგად

ასე მოულოდნელად შეიძლება ადამიანს დაემართოს?
წინა პერიოდში ახასიათებს სისხლდენაო წავიკითხე,მსგავსი არაფერი შემიმჩნევია
არც ტკივილები მქონია,არც სამსახური არ მაქვს ისეთი რო სულ ვიჯდე
კიდევ წავიკითხე ცხარე და მწარე საჭმელები იწვევსო,მაგრამ ვერ ვიტან მაგათ
ერთადერთი რაცაა,არც თუ ხშირად ვჭამ წვნიანებს,ამას თუ დავაბრალებ
მაგრამ რამე მინიშნება არ უნდა ჰქონოდა? ასე უცებ რატო დამეტაკა?
დილას წავედი ჩვეულებრივ,ვიარე ქალაქში,ვერ ვიტყვი რო ძალიან მაწუხებდა
აი საღამოსკენ შედარებით მიჭირს გადაადგილება,ოდნავ ისიც
როგორც წავიკითხე კვანძის გაკეთება იცისო,და ზუსტად მასეა
ოღონდ რამე განსაკუთრებულად დიდი არაა
წავიკითხე რო წვალება და რამე არ შეიძლება,არც ვკიდებ ხელს
ისიც წავიკითხე რო ცივი აბაზანა შველის და ამასაც გავაკეთებ
მოკლედ,რითი ვიმკურნალო საწყის სტადიაზე ვერ მირჩევთ?
ექიმთან მისვლა და რამე გასაგებია
მაგრამ მალამოები არსებობსო და კონკრეტული დასახელება ვერ გავიგე
რა ვქნა რა ვუშველო ეხლა?
აი წავიკითხე ეხლა მთელი თემა და რამაც უნდა გამოიწვიოს არც ერთთან არ მქონდა პრობლემა
საჭმელებზე და სამუშაოზე დავწერე ზევით,კიდევ ბევრმა ალკოჰოლმა იცისო
არადა 26 წლის ვარ და 18 წლის მერე სასმელს არ გავკარებივარ,ლუდასაც კი
საოცრებები წავიკითხე ექიმტან მისვლის მორიდებაზე

არანაირად არ მერიდება,მაგრამ მინიმუმ 1 კვირაა ვერ მივალ
დღეს დავიწყე სტომატოლოგთან სიარული და 2 კბილი მაქვს დასაპლომბი
უკვე ვფიქრობ ჯერ ხო არ ჯობია კბილებს თავი დავანებო
ზოგადად,როგორც ყველა ბიჭს,მეც თეთრი ხალათის დანახვაზე გული ამოვარდნასაა
This post has been edited by ტერი on 29 Jun 2015, 22:29