13 ოქტომბერს გავიკეთე ოპერაცია მე-8 საავადმყოფოსთან არსებულ "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში", 15-ში გამომწერეს და ეხლა დანიშნული მაქვს აბაზანები და საფენები.
ტკივილებს რაც შეეხება:
1) დავიწყოთ ნარკოზის გაკეთებით საერთოდ არანაირ ტკივილს ვერ გრძნობთ ხალხო დამიჯერეთ!
უკან ხერხემალთან გამიკეთეს კანის ზედაპირზევე ჯერ 1 ნემსი გაყუჩებისთვის და მერე მეორე ნემსი რომ გამიკეთეს უბრალოდ შეგრძნება მქონდა რომ ოდნავ წვეტით რაღაცით შემეხნენ, ისე ვნერვიულობდი (პირველად ოპერაციას ვიკეთებდი ცხოვრებაში) რომ აპარატურა რომელზეც მიერთებული ვიყავი გულის ცემას 200 აჩვენებდა

... დამშვიდდი ნუ ნერვიულობ ვერაფერს გაიგებო მეუბნებოდა ანესთეზიოლოგი ექიმი დიანა (სამწუხაროდ გვარი არ ვიცი) .. ძალიან ვნერვიულობდი და ყველაფერს მიხსნიდი თუ რას აპირებს გააკეთოს და მთელი ძალით ვცდილობდი იმისდამიუხედავად რომ ვნერვიულობდი არ გავნძრეულიყავი რომ რამე არ შეშლოდა ჩემი მიზეზით. მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა...
ნარკოზის შემდეგ ოპერაცია არაფერია საერთოდ სალაპარაკო, ამას ხომ ვერც გაიგებ
2) ოპერაციის შემდეგ ტკივილგამაყუჩებლებს გიკეთებენ და არანაირი ტკივილი არ იცი
3) სახლში რომ გამომწერეს მთელი დღე ტკივილების შეგრძნება მქონდა მაგრამ ეს ტკივილი ახლოსაც ვერ მივა იმ ტკივილთან და სასაცილოცაა თუ რა დღეში მაგდებდა ხოლმე ბუასილის ტკივილი ადრე.. 2-ჯერ ნაკლები ტკივილის შეგრძნება მქონდა... არ ვივი ყველაფერი ინდივიდუალურია მეუბნებოდნენ და ასეთ ლაით ტკივილს ტკივილგამაყუჩებლის გარეშე არ მოველოდი ოპერაციის შემდეგ მართლა. დღეს კიდევ უფრო ნაკლებად მაქვს ტკივილი გუშინდელთან შედარებით.
კუჭში გასვლაზე ვკაიფობ, შეგრძნება მაქვს თითქოს მინდა გავიდე კუჭში მაგრამ თურმე გაზები მაქვს... ანუ შეგრძნება მაქვს დაქვეითებული. გაზებისგან განთავისუფლება მინდა თუ კუჭში გასვლა

ვერ ვხდები...
ჩემი რჩევა იქნება ვისაც ბუასილი აქვს, განსაკუთრებით მათ ვისაც ჩემსავით 3-4 სტადია აქვს გაიკეთეთ ოპერაცია ტრადიციული მეთოდით როგროც მე გამიკეთეს და თავად დარწმუნდებით რომ ტკივილები ბევრი რომ წერს და მეც გამიგია ახლობლებისგან არის ინდივიდუალური, მე ასეთ ლაით ტკივილებს არ მოველოდი. არის პატარ-პატარა უხერხულობები და დისკომფორტები მაგრამ ტკივილი მე ნამდვილად უფრო დიდს მოველოდი და ძალიან მიხარია რომ შევცდი