გამარჯობა, ბოლო 1-2 გვერდი გადავიკითხე და ჩემს აზრს გაგიზიარებთ და ჩემს ისტორიასაც მოვყვები...
ბავშვობიდან მაწუხებდა შეკრულობა და იშვიათად სისხლიც მოყვებოდა ხოლმე... მაშინ რა ვიცოდი პატარა ვიყავი მშობლებს კი ვუთხარი მარა 1-2 ჯერ არაფერიაო, წვნიანები ვჭამე და გადამიარა.. მოკლედ პერიოდულად მქონდა ხოლმე სისხლი იშვიათად...
ოპერაცია 1 წლის წინ გავიკეთე... მანამდე ბოლო ნახევარი წელი მაწუხებდა უკვე სერიოზულად... კუჭში გასვლისას ტკივილი მქონდა საშინელი და ნაწლავიც გამოდიოდა და მერე უბრუნდებოდა ისევ თავის ადგილს... ბოლოს ოდნავ გამოვიდა და მასე დამრჩა... მოკლედ ვიყავი რამოდენიმე ექიმთან როდესაც ტკივილები დამეწყო და ყველგან მითხრეს საოპერაციო ხარო... ოპერაცია მამუკა გრიგალაშვილმა გამიკეთა ნიუ ჰოსპიტალში ბახტრიონზე, ძალიან კარგი, თავაზიანი, ზრდილობიანი და კარგი ადამიანია მოკლედ... ყოველ დღე მირეკავდა ოპერაციის შემდეგ და მეკითხებოდა ამბებს... კვირაში 2-ჯერ მივდიოდი მასთან და ამოწმებდა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა...
ანუ იმის თქმა მინდა რომ მამუკა ძალიან კარგი ექიმია... ყურადღებასაც მოგაქცევთ და პროფესიონალიცაა... და თუ ვინმეს ოპერაცია დაგჭირდებათ მასთან გაიკეთეთ ჯობია... ეხლა არ ვიცი ისევ არის თუ არა ნიუ ჰოსპიტალში, მაგრამ ნომერი მაქვს თუ რამეა...
ჰო ჩემ ამბავს გავაგრძელებ... მოკლედ მეზარებოდა და მეთქი რა უნდა მომივიდეს გადავდე დ აგადავდე სანამ შემეძლო... მაგრამ შეკრულობა თავისას შვრებოდა... ერთხელ ისე შემეკრა კუჭი 3 დღე ვწვალობდი და ძლივს გავედი... და გადავწყვიტე დაზღვევასაც არ დავლოდებოდი მივაჭერი მამუკასთან და რაც შეიძლება მალე დავგეგმოთ ოპერაცია მეთქი და მესამე დღეს გავიკეთე...
ოპერაციის შემდეგ შეკრულობა კიდევ მაწუხებდა (სამ დღეში ერთხელ მინდებოდა) საკვებს ისეთს ვჭამდი რომ არ შემკვროდა და ქატოს ფქვილი რა თქმა უნდა... პირველი 3 თვე მაწუხებდა კიდევ შეკრულობა და ბოლოს არ ვიცი რამ და როგორ გამოიღო შედეგი, მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძე და იმის მერე ყოველ დღე გავდივარ ჩვეულებრივად(ნორმალურად) კუჭში და 1-2 ჯერ თუ შემეკრა კუჭი რაიმე სპეციპიური საკვების გამო, მაგრამ ისეთI არაფერი...
ჰოდა მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ და ბუასილის მოშორება... ჩემი აზრით ბუასილის საწყისი ეტაპი ინკურნება მხოლოდ წამლებით და მაზებით... სხვა ყველა კვებას და რეჟიმს თუ არ მიხედავთ გამწვავდება როცა იქნება...
მოკლედ დედა აზრი არის ის ჩემო კარგებო რომ თუ ბუასილის დასაწყისის რაიმე სტადია გაქვთ მაშინ წამლებით იმკურნალეთ... სხვა დანარჩენი ოპერაციამდე მიგიყვანთ მაინც და ჯობია გაიკეთოთ და მოიშოროთ...
იმ დღის მერე დავისვენე პირადად მე ოპერაცია რომ გავიკეთე... კუჭში გასვლა ერთI ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის და ახლა სიამოვნებაა "ზედმეტისგან" რომ ვიცლები...
მოკლედ წარმატებები