მოკლედ .. პირველად რადიკულიტი დამემართა 23 წლის ასაკშI, ზამთარი იყო და გარეთ მუშაობა მომიწია, გავცივდი სასტიკად, შედეგად 2 კვირა ვიდე ლოგინში. ისეთი პერიოდი იყო სოფელში აფთიაქები არ იყო, ხო და არანაირი მკურნალობა არ ჩამიტარებია მაშIნ, ამის გამო 2 კვირაში თავისით გამიარა.
მის მერე პერიოდულად მეწვევა ხოლმე ე დედაარღნიანი დაავადება.
მაგრამ წელს მიხმარა რო იტყვიან.
თებერვალში დამემართა, გამაკავა უხეიროდ. მივედი უბნის პოლიკლინიკაში, ავიღე ბიულეტინი, იმიტომ რომ ჯდომა არ შემეძლო საერთოდ, არც მოძრაობა.
დამინიშნეს არტოქსანის ინექციები. 5 ინექცია გავიკეთე, მერე გავედი სამსახურში, იმის გამო რომ საჩქარო საქმე იყო გასაკეთებელი და ჩემს მეტი არავინ იყო საქმის კურსში რა უნდა მექნა

, ისე მოხდა რომ ეგ 5 ინექციის მერე მაინც მტკიოდა წელი. არ გამოვჯანმრთელდი ბოლომდე.
მის მერე პერიოდულად 2 კვირაში 1 ხელ მტკივა მწვავედ, 2 დღე გამივლის, მერე ისევ ამტკივდება. არა და საქმე მაქვს ოხრად. ფიზიკურიც და ისე მჯდომიარეც. დავიტანჯე ადამიანი.
ახლაც წინა ხუთშაბათს დამეწყო ტკივილი და 2 ინექცია კიდე გავიკეთე მაინც არ მიშველა

. ამ სამსახურშI კიდე სკამი არ მაღIრსეს ნორმალური

. ისეთი მაქვს სკამი რომ ზურგს ვერ ვაყრდნობ ხეირიანად, მეშინია არ გადატყდეს, უკვე გადემტვრათ თანამშრომლებს. სამაგიეროს აღარ ყიდულობენ

ფული არააო
რა ვქნა ვის მივადგე? ნერვოპათოლოგის საქმეა ეს? ან რა ვარჯიშები უნდა ვაკეთო რომ გამიაროს შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?

დავიღალე რა თებერვლის მერ ტკივილში ვცხოვრობ ადამიანი.