სად გადიხარ სწავლას, ვისტან და რა ჯდება კურსი?
* * *
სუ ჯოკ თერაპია
სუ-ჯოკ თერაპიის მამამთავარმა კორეელმა ექიმმა პაკ ჩჟე ვუმ ჩამოაყალიბა ადამიანის გამოჯანმრთელების ურთულესი სისტემა. სუ-ჯოკ თერპია ეს არის მტევანსა და ტერფზე ზემოქმედებით მკურნალობის მეთოდი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის თვით შველის ყველაზე მარტივ და საპასუხისმგებლო ტექნოლოგიად, რაც კი სამკურნალო ტექნოლოგიები არსებობს. ყველა ადამიანი ვინც შეისწავლის მტევნისა და ტერფის შესატყვისობათა სისტემას, შეუძლია თავი დაიზღვიოს და განიკურნოს ნებისმიერი ავადმყოფობისაგან, ხელი შეუწყოს თავის ჯანმრთელობას და შეინაეჩუნოს ადამიანური ღირსება.
სუ ჯოკ თერაპია პაკ ჩჟე ვუმ გადმოგვცა ასე: “ეს მეთოდი მკურნალობისა, მივა ყველა ადმიანის გულთან და გონებასთან. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ჯანმრთელები, თუ გამოიყენებთ ამ სისტემას - ტექნოლოგიას”.
პაკ ჩჟე ვუ აღნიშნავს, რომ ადმიანის სხეული ეს არის სიცოცხლის ფორმა, რომელიც წარმოადგენს პატარა, კარგად ჰარმონირებულ სამყაროს. ამიტომ სხეულს აქვს ყველაფერი აუცილებელი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თავის სიცოცხლეს და იარსებოს ბუნებაში, როგორც მთლიანმა დამოუკიდებელმა მოვლენამ.
“სუ” ხელის მტევანია, “ჯოკ” - ტერფი. აქ ჩვენ განვიხილავთ მტევნისა და ფეხის შესატყვისობათა სისტემებს._ეს არის ადამიანის დისტანციური მართვის პულტები. ეს სამკურნალო სისტემები ფუნქციონირებენ როგორც თავისებური მცირე კლინიკები, რომლებიც ბუნებრივი გზით კურნავენ სხეულს დაავადებებისაგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მტევანი და ტერფი ზუსტად იმეორებენ ჩვენი სხეულის აგებულებას და ისინი საშუალებას გვაძლევენ სწორად განვსაზღვროთ წერტილები და ზონები, რომელთა სტიმულირება საჭიროა გარკვეული ავადმყოფობის დროს.
მტევნები და ტერფები ბუნების მადლით მსგავსია სხეულის აგებულებისა. ამ სამკურნალო სისტემის_საშულებით ბუნება ნათლად გვიჩვენებს თავის განზრახვას, ავლენს ადამიანისადმი დიდ სიყვარულს, რათა დაეხმაროს მას ავადმყოფობის დროს და განკურნოს იგი.
აღვნიშნოთ, რა ღირებულებით გამოირჩევა სუ ჯოკ თერაპია და რით ახდენს ის ამდენი ადამიანის მოხიბვლასა და განკურნებას:
მაღალი ეფექტურობა, გამოყენების წუთიდანვე პაციენტს უჩნდება განკურნების, გამოცოცხლების შეგრძნებები;
გამოყენების აბსოლუტური უსაფრთხოება. ეს სისტემა ადამიანის მიერ არ არის შექმნილი, მან მხოლოდ მიაგნო მას. იგი თავად ბუნებამ შექმნა. ამაშია მიზეზი მისი ძალისა და უსაფრთხოებისა;
სუ ჯოკ თერაპიის გამოყენებით შეიძლება ვუმკურნალოთ ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს, ნებისმიერ ორგანოს, სახსარს და სხვას. ამაშია მისი უნივერსალურობა;
ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისათვის. ეს მეთოდი სახეზეა და არ ხდება მათი დავიწყება (ვგულისხმობთ მტევნებისა და ტერფების წერტილებს), საკმარისია ერთხელ გაიგოთ და დაიმახსოვროთ, მერე მთელი სიცოცხლე ისარგებლებთ;
შესასრულებლად ეს თერაპია ძალიან მარტივია, ხელი და ცოდნა მუდამ თქვენთანაა.
აქამდე არ არსებობდა ასეთი მარტივი და ეფექტური მეთოდი - ტექნოლოგია, როგორიც სუ ჯოკ თერაპიაა.
ეს თერაპია დამუშავდა სამხრეთ კორეელი მეცნიერის - პაკ ჩჟე ვუს მიერ. მან შესძლო არსებითად განევრცო ნემსით ჩხვლეტის ტრადიციული მეთოდი - ტექნოლოგია და პრაქტიკულად უმტკივნეულო მეთოდთა თეორია ჩამოეყალიბებინა. იგი მოიცავს მრავალ სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო ინსტრუმენტს: თითების სამასაჟო რგოლებს, მეტალის ბურთულებიან მასაჟორებს, “ეკლიანი ღილაკებს” და სხვებს, რომლებიც პირდაპირ ამასაჟებენ წერტილებს.
პაკ ჩჟე ვუ აღნიშნავდა, რომ ხელის მტევნებზე და ფეხის ტერფებზე განლაგებულია აქტიური წერტილები, რომლებიც შეესატყვისებიან სხეულის ყველა ორგანოს და ნაწილს. მათი სტიმულირება იწვევს გამოკვეთილ სამკურნალო და პროფილაქტიკურ მოქმედებას. მტევნებზე და ტერფებზე წერტილები განლაგებული არინ მკაცრი თანმიმდევრობით. სხეული და მისი შესატყვისობათა სისტემები მუდმივ ურთიერთობაში არიან. დაავადების დროს “სასიგნალო” ტალღა მიემართება დაზიანებული ორგანოდან ან სხეულის ნაწილიდან შესატყვისობის წერტილისაკენ და მოჰყავს ის აღგზნებულ მდგომარეობაში. წერტილი ხდება მკვეთრად მტკივნეული. ასეთი წერტილის სტიმულაციის დროს წარმოიშობა “სამკურნალო” ტალღები, რომელიც იწვევს დავადებული ორგანოს ნორმალიზაციას.
სიარულისა და სირბილის დროს ხდება შესატყვისობათა წერტილების ბუნებრივი სტიმულაცია და სხეულის დაცვა ავადმყოფობისაგან, სწორედ ამიტომ არის ჯანმრთელობა ვარჯიშში.
წერტილების ზუსტი შერჩევა და მათი სწორი სტიმულაცია წარმატებული მკურნალობის გარანტიაა!
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ “ინი” და “იანი” ურთიერთ საპირისპირო ძალებია. ეხლა განვიხილოთ ადამიანის სხეულის ზედაპირზე მათი მდებარეობა.
სხეულის “იან” ზედაპირი ბუნებრივად ღიაა მზის შუქისათვის, ე.ი. გარე ზედაპირი ხელებისა, ფეხებისა, ზურგის, თავის უკანა ნაწილი წარმოდგენილია ხელის მტევნისა და ტერფის ზურგის მხარეს. მტევნისა და ტერფის ზურგის მხარეზე ზემოქმედებით შეიძლება განიკურნოს პაციენტი ხერხემლის, თავის, მხრების, თირკმელების ტკივილისაგან.
ხელისა და ფეხის შიდა ზედაპირი, სახე, მკერდი, მუცელი ეს სხეულის “ინ” ზედაპირია.
სუ ჯოკ თერაპიის მკურნალობის დროს უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ავირჩიოთ ხელის მტევნის ან ტერფის ნაწილი, რომელიც შეესატყვისება ორგანიზმის იმ ნაწილს, რომელშიც შეჭრილია დავადება;
უნდა შეფასდეს ორგანიზმის “ინ”და “იან” ზედაპირის მიხედვით დავადების ლოკალიზაცის ზონა;
თუ დაავადება განთავსებულია თავზე, მაშინ უნდა განისაზღვროს მისი ლოკალიზაცია მტევანზე გამოსახული დიაფრაგმის ზონის ხაზთან მიმართებაში;
თუ დაავადება ეხება კიდურებს, მაშინ უნდა გაირკვეს, რომელ სახსრებს შორის არის ის განთავსებული.
დაავადების წარმოშობას ადასტურებს ცვლილებები შესატყვის წერტილებში, რაც გამოიხატება წერტილების მტკივნეულობაზე, კანის ფერის შეცვლაზე და დასნეულებული ორგანოების შესატყვის წერტილებს შიგნით პატარა ცხიმგროვების არსებობაზე. მკურნალობა იქნება ეფექტური, თუ ეს მოვლენები დაფიქსირდება მკურნალობის მიმდინარეობის თანავე.
http://diagn.co.cc/page2.htm * * *
http://www.geotimes.ge/index.php/index.php...=13227&lang=geoბატონი სიმონის სიტყვები გულამდე, გონებამდე, სულამდე მიდის...
სუ ჯოკ თერაპია - XXI საუკუნის მეცნიერება
ძნელია მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აწუხებდეს ესა თუ ის დაავადება. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები იკვლევენ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, ატარებენ ცდებს, პრაქტიკაში ნერგავენ თანამედროვე მედიკამენტებს, აკეთებენ უნიკალურ ოპერაციებს. მედიცინა სულ უფრო წინ მიდის და ვითარდება.
მედიცინის პროგრესის გზაზე თავის უნიკალურ შესაძლებლობებს ხვეწს და აღრმავებს სუ ჯოკ თერაპიაც. მკურნალობის ეს მეთოდი მართლაც უნიკალური და გასაოცარია, რაშიც პირადად დავრწმუნდი სუ ჯოკ თერაპიის სეანსებზე დასწრების დროს და პაციენტებთან საუბრისას.
მსოფლიოს მასშტაბით სუ ჯოკ მასწავლებლის საერთაშორისო წოდება, რამდენიმე ადამიანს აქვს. ერთ-ერთი მათგანია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის აღმოსავლური მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი სიმონ გორელაშვილი.
სიმონ გორელაშვილმა სუ ჯოკ თერაპიის შესწავლა 1991 წელს ყოფილ იუგოსლავიაში მუშაობის დროს დაიწყო. ამ მეთოდს მას ასწავლიდა სუ ჯოკ თერაპიის დამაარსებელი პროფესორი პაკ ჯე ვუ. "მეთოდი ძალიან საინტერესო გახლდათ და შესწავლის პარალელურად პაციენტებთან მუშაობისას მისი გამოყენება დავიწყე. მიღწეული შედეგები მაოცებდა და გადავწყვიტე ეს მეთოდი უფრო ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა - იხსენებს ბატონი სიმონი. მან სუ ჯოკ თერაპიის ყველა დონე შეისწავლა.
1995 წელს პროფესორმა პაკ ჯე ვუმ ბატონ სიმონ გორელაშვილს ამ მეთოდის შემსწავლელი ლექციების ბალკანეთის ქვეყნებში წაკითხვის უფლება მიანიჭა... ამავე წელს, საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა პაკ ჯე ვუმ, ბატონ სიმონს მიანიჭა უფლებამოსილება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში წაეკითხა ლექციები სუ ჯოკ თერაპიაში. 2008 წლამდე ქართველმა ექიმმა 19 ათასზე მეტი პაციენტი მიიღო და საერთო ჯამში 400-მდე სხვადასხვა დონის სპეციალისტი აღზარდა.
პაკ ჯე ვუს განცხადებით, სუ ჯოკ თერაპიის უნიკალური მეთოდის საშუალებით შეიძლება ვუმკურნალოთ სხეულის ნებისმიერ ნაწილს, ნებისმიერ ორგანოს, ნებისმიერ სახსარს, მაგრამ საუკეთესო შედეგის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ სპეციალისტის კვალიფიკაციაზე. რაც უფრო მაღალი დონისაა სპეციალისტი, მით უფრო სწრაფი და ეფექტურია მკურნალობის შედეგი
ოქროს ხელები
ბატონი სიმონის კაბინეტთან რიგია. პაციენტი გასული არ არის, რომ ახალი შემოდის. ექიმის ნებართვით სეანსებს ვესწრები, ვესაუბრები პაციენტებს... და ყველაფერს, რაც ჩემ თვალწინ ხდება და მესმის, მხოლოდ საოცრება შეიძლება ვუწოდო, თუმც ვიცი, რომ ამ საოცრებების საფუძველი მეცნიერება და უდიდესი პროფესიონალიზმია.
15 წლის გოგონას, რომელსაც ხერხემლის გამრუდების გამო მარჯვენა თეძო თვალშისაცემად ამაღლებული აქვს, ექიმი სულ რაღაც წამებში უსწორებს... "არ გეტკინა"? - ვეკითხები გაოცებული, არაო, ღიმილით მპასუხობს და უსაზღვრო მადლიერებით სავსე თვალებით უყურებს ექიმს.
"ბატონ სიმონთან დედამ მომიყვანა - ანთებული თვალებით მიყვება გოგონა - მქონდა ჩიყვი, სამი წელი ჰორმონალურ პრეპარატ "რეზეტალს" ვსვამდი, რის გამოც ძალიან გავსუქდი და ჭარბთმიანობა დამეწყო. აღარ ვიზრდებოდი სიმაღლეში და ძალიან მაწუხებდა სკოლიოზი. დავიწყე მკურნალობა და "რეზეტალი" გადავაგდე, თმები სხეულზე დამცვივდა, წონაში საგრძნობლად დავიკელი, ჩიყვი გაქრა, 10 სეანსის განმავლობაში 2,5 სმ. მოვიმატე სიმაღლეში. აი, დღეს კი, სკოლიოზიც აღარა მაქვს" - მისი თვალები უსაზღვრო ბედნიერებით ბრწყინავს.
უცნაური რამაა დიდი სიხარული, შეიძლება ითქვას, გადამდებიც კი, მეც იმ პატარა გოგონასავით მიხაროდა.
ბატონი სიმონი კი ისევ თავის კომპიუტერს მიუჯდა მშვიდი, აუღელვებელი და გაწონასწორებული... "ჰო, მამიკო (მიმართავს პაციენტს), ხომ იცი რა ვარჯიშები უნდა გააკეთო?". დიახო - ეუბნება გოგონა და რომ იტყვიან - ფრენა-ფრენით გადის.
კაბინეტში მამაკაცი შემოდის, 45 წლამდე იქნება. ყოფილი ალპინისტია. აქტიურ სპორტს თავი გაანება, წონაში სწრაფი მატება დაეწყო და ხერხემალზე პრობლემები შეექმნა.
"სულ უფრო მირთულდებოდა მდგომარეობა, გაუსაძლისი ტკივილები მქონდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭესთანაც ვეღარ ვჯდებოდი. საკუთარი ხელით ვერ ვიცვამდი წინდას და ფეხსაცმელს. ფაქტობრივად, ვეღარ დავდიოდი, - მიყვება პაციენტი, - მეგობარმა მანქანით მომიყვანა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში და ბატონ სიმონთან მოვხვდი. ჩემი დიაგნოზი გახლდათ დისკების პროტრუზია (ეგრეთ წოდებული დისკოზი). პირველივე სეანსის შემდეგ ტკივილები მომეშვა და საგრძნობლად უკეთ ვიგრძენი თავი. საჭესთან მე თვითონ დავჯექი და შინ მეგობრის დაუხმარებლად წავედი. დღეს მეათე სეანსია, ტკივილი საერთოდ გამიქრა, მოძრაობა აბსოლუტურად თავისუფალია. მკურნალობა, ფაქტობრივად, დამთავრებულია, მაგრამ ეს მდგომარეობა რომ შევინარჩუნო, გარკვეული ტიპის ვარჯიშები უნდა შევასრულო. ასეთია ბატონი სიმონის დანიშნულება." - "მეტი არაფერი? არც წამალი, არც ინექციები?" - ვეკითხები პაციენტს. "არანაირი წამლები და არც ინექციები, მხოლოდ სუ ჯოკ თერაპია და მანუალური თერაპია" - მპასუხობს მამაკაცი და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ემოციები არ გამოხატოს, აშკარად ეტყობა, რომ ძალიან გახარებულია. არც არის გასაკვირი, ჯანმრთელობის ფასი ხომ მხოლოდ ჯანმრთელობაა.
როდესაც კაბინეტში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა ქალიშვილთან ერთად, უცნაური გრძნობა დამეუფლა... "ბატონო სიმონ!", - მოხუცს ისეთი სევდითა და ამავე დროს იმედის ნაპერწკლით სავსე მზერა ჰქონდა, როდესაც ექიმს მიმართა, რომ უნებლიედ ცრემლი მომადგა...
ძნელია ექიმობა, და არა მარტო პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ძნელია სხვისი ტკივილის და ჩივილის გამუდმებით მოსმენა და ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობის აღება.
მოხუცი ქალბატონი ადრინდელი პაციენტი ყოფილა. ორი წლის წინ გართულებულ დეპრესიას მკურნალობდა ბატონ სიმონთან.
"ექვსი თვე ლოგინიდან არ ვდგებოდი, აქ ჩემმა ქალიშვილმა მომიყვანა, - მიყვება მოხუცი ქალბატონი და თან სასოებით შესცქერის ექიმს, - ბატონი სიმონის საუბრებმა გამომიყვანა მდგომარეობიდან. ხშირად ექიმი პაციენტს ესაუბრება, მაგრამ პაციენტის გულამდე, სულამდე, გონებამდე ეს საუბრები არ მიდის, ბატონი სიმონი განსაკუთრებული ექიმია, იმედი ჩამისახა, რწმენა დამიბრუნა, მიმკურნალა, კარგად გავხდი და ლაგოდეხში, ოჯახში დავბრუნდი. ჩამოვედი იმიტონ, რომ ვგრძნობ, ჩემი ავადმყოფობა ისევ უნდა გამირთულდეს, ვიცი, ბატონი სიმონი დამეხმარება."
საუბარში ქალიშვილი ჩაება - "ძალიან რთული ყოფილა ასეთი ავადმყოფი ოჯახში. ასაკში რომ შევიდა, დაეწყო შიშები, დეპრესია, რაზე და სად აღარ ვუმკურნალეთ - არანაირი შედეგი, სულ უკან და უკან მიდიოდა, ვერაფერს ვშველოდით. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბატონ სიმონთან მკურნალობდა, გვირჩია აქ მივსულიყავით. მოვედით იმ ნაპერწკალით, რომ დედა კარგად გახდებოდა. მართლაც, ყოველი სეანსის შემდეგ დედას სახე ეცვლებოდა - ფერი, ღიმილი, თვალები უმშვიდდებოდა. თვალდათვალ აქტიური და ინტერესიანი ხდებოდა, ისეთი, როგორც ადრე იყო. დედას ისეთი დაავადება აქვს, რომელსაც პროფილაქტიკა სჭირდება, ამიტომაც ჩამოვიყვანე. ბატონი სიმონი ჩვენი იმედია".
სანამ პაციენტის ქალიშვილი თავის დედაზე მესაუბრება, ბატონი სიმონი მოხუც ქალბატონს ოჯახურ ამბებზე ეკითხება - მეუღლეზე, შვილებზე, სოფელზე... თან პროცედურას უტარებს - პატარა ნემსებს უკეთებს ხელის თითებზე. ქალიშვილს იმედი აქვს, რომ პირველივე სეანსის დამთავრების შემდეგ დედას უკეთესობა დაეტყობა. ასეც იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.
რატომღაც ვფიქრობდი, რომ ფეხმძიმე ქალებისათვის სუ ჯოკ თერაპია მიუღებელი იქნებოდა, აღმოჩნდა - პირიქით.
ახალგაზრდა ფეხმძიმე პაციენტი მიამბობს: "თითქმის ერთი წელია, რაც თავის საშინელი ტკივილები მაწუხებს, მარტო ვერ ვრჩებოდი სახლში, მეშინოდა, ცუდად მეძინა, თავს ვერ ვატრიალებდი. სამი სეანსი ჩავიტარე ბატონ სიმონთან და ფეხზე დავდექი. სანამ ორსულად დავრჩებოდი, მანამდეც ვმკურნალობდი წამლებით, მაგრამ უშედეგოდ. შაკიკის დიაგნოზით მოვედი აქ. ბატონი სიმონი დიაგნოზში დაეჭვდა და სრული გამოკვლევა ჩამატარებინა - კისრის მალებზე წანაზარდები აღმომაჩნდა, რომლებიც არტერიას აწვება, ავიწროებს და სისხლი ნორმალურად არ მიეწოდება თავის ტვინს. ბატონი სიმონის მკურნალობამ და საუბარმა ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, როგორც ბატონმა სიმონმა მითხრა, ვარჯიშები ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციო და თავის ტკივილები აღარ მექნება".
კაბინეტის კარი ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მსახიობმა შემოაღო. ხელში ვარდების დიდი თაიგული უჭირავს, ბატონი სიმონის ასისტენტს, ქალბატონ ლიას მიართვა. თურმე იმიტომ არ ჩანდა ამდენი ხანი ეკრანზე, რომ ხერხემალზე, მალებს შორის სამი თიაქარი აღმოაჩნდა და საშინელი ტკივილები აწუხებდა. "ვერ ვდგებოდი, ვერ ვჯდებოდი, აუტანელი ტკივილი წელის არედან ფეხში ჩადიოდა. მითხრეს, საოპერაციო ხარ, სხვა გამოსავალი არ არისო, ფსიქოლოგიურად ძალიან დავითრგუნე, 35 წლისა ვარ და არანაირი ოპერაცია გაკეთებული არა მაქვს, - მიამბობს პაციენტი, - ბატონ სიმონს მივმართე. სამი პროცედურის შემდეგ ტკივილები აბსოლუტურად გამიქრა. 10 სეანსის შემდეგ ხერხემლის ნორმალური ფუნქციონირება აღდგა. ახლა საპროფილაქტიკო პროცედურას ჩავიტარებ და თავისუფალი ვიქნები ბატონი სიმონის ოქროს ხელებისაგან. მართალია, მკურნალობა დამთავრდა, მაგრამ ბატონ სიმონთან ურთიერთობას არასოდეს შევწყვეტ. არაჩვეულებრივი მოსაუბრეა, დიდი ადამიანია..." მსახიობს თვალები უბრწყინავს, ჯანმრთელი, ხალისიანი და ბედნიერია.
და ასეა ყოველ სამუშაო დღეს - მოდიან პაციენტები, იკურნებიან ბატონი სიმონის ოქროს ხელებით და მიდიან ჯანმრთელები და ბედნიერები. არცთუ იშვიათად პაციენტები აგრესიულები და ფიცხები არიან, ზოგჯერ ზედმეტად და გაღიზიანებულნი, ემოციურნი, კაპრიზულნი, მომთხოვნი და ამავე დროს ურწმუნონიც, გამომდინარე მათი დაავადებიდან და ხასიათიდან. ყველას ინდივიდუალური მიდგომა და დახმარება სჭირდება. ...მაგრამ ექიმიც ადამიანია და თავისი განცდები აქვს, როგორ უნდა გაუძლოს ამდენს?! ბატონ სიმონს ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლე პასუხი აქვს: - ექიმი ემოციებს არ ყვება, ექიმი მკურნალობს... მოხუცი ქალბატონის ცრემლით სავსე თვალები და სიტყვები მახსენდება - ბატონი სიმონის სიტყვები გულამდე, გონებამდე, სულამდე მიდის...
სამუშაო დღე და პაციენტების მიღება მთავრდება. საშუალება მეძლევა გულისყურით წავიკითხო პაციენტთა ჩანაწერების საკმაოდ დიდი წიგნი.
კონცერტი მკურნალი ექიმისათვის
"7 წლის წინ, შუა ყურის ანთების შედეგად ძალიან დამიქვეითდა სმენა. ორწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მერე ექიმ სიმონ გორელაშვილს მივმართე. მესამე, მეოთხე სეანსის შემდეგ უკეთესობა ვიგრძენი. მეცხრე სეანსის შემდეგ კი, ჩურჩული მესმოდა გვერდითა ოთახიდან", - ვკითხულობ ჩანაწერების წიგნში.
პაციენტთა ჩანაწერების წიგნში სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების მადლობის წერილებია. ცნობილ ქართველ სპორტსმენს, ძიუდოისტს ხერხემლის სერიოზული დაზიანების გამო ოპერაცია გაუკეთეს, რამაც ძლიერი ტკივილები დაუტოვა. აგრეთვე ჰქონდა მაჯის ტრამვა და მენისკი. ახლობლებმა ექიმი სიმონ გორელაშვილი ურჩიეს. "5 სეანსში საუკეთესო შედეგი მივიღე - აბსოლუტურად განვიკურნე. ამის შემდეგ თბილისის საერთაშორისო ტურნირში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ამჟამად ოლიმპიური თამაშებისათვის ვემზადები", - წერს პაციენტი.
ჩოგბურთელ მონიკა სელეშს 12 წლის წინ ეპიკონდილიტის (ტენისისტის იდაყვის დაავადება) დიაგნოზი დაუსვეს და მას გარკვეული დროის განმავლობაში სპორტზე უარის თქმა მოუხდა. სუ ჯოკ თერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა სპორტს. აქვეა იუგოსლავიელი მძლეოსანის ჩანაწერიც: "ფეხის კუნთის დაზიანება სერიოზულ პრობლემებს მიქმნიდა, ვარჯიში მიჭირდა და შეჯიბრებაში მონაწილეობას ვეღარ ვიღებდი. სიმონ ექიმთან მისვლა უკანასკნელი იმედი იყო. რამდენიმე სეანსის შემდეგ ტკივილმა გამიარა. მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ შეჯიბრებისათვის მზადება დავიწყე. შემიძლია შპაგატში ჩაჯდომაც, რაზეც ადრე ვერც კი ვიოცნებებდი. მადლობა ექიმ სიმონს, აბრაჰამ ლივია".
მუსიკოსმა ვიოლონჩელისტმა ჟუჟანა სებენიმ 41 წლის ასაკში პირველად შეძლო სოლოკონცერტის ჩატარება. იგი ბავშვობიდან ბრონქიალური ასთმით იყო დაავადებული და 15-20 წუთიანი ინტერვალით უხდებოდა სუნთქვისათვის საჭირო საშუალებების მიღება. მკურნალობის შემდეგ მუსიკოსმა სოლოკონცერტი გამართა, რომელიც თავის მკურნალ ექიმს, სიმონ გორელაშვილს მიუძღვნა.
32 წლის ქალბატონს, დიაგნოზით: ყვითელი სხეულის კისტა მარჯვენა საკვერცხეზე ზომებით 58X48X52მმ., შეთავაზებული იქნა ოპერაცია, მაგრამ ახლობელმა, რომელიც ადრე ბატონ სიმონთან მკურნალობდა, ურჩია მიემართა მისთვის. 3 კვირის მკურნალობის შემდეგ ჩატარდა განმეორებითი კვლევა - კისტა არ დაფიქსირდა. 9 წლის ბიჭუნას უნებლიე შარდვა ჰქონდა. 15 სეანსის შემდეგ ეს პათოლოგია აღარ შეინიშნებოდა. 27 წლის მამაკაცს 8 სეანსის შემდეგ დაურეგულირდა თმის ცვენის პრობლემა.
მადლობის წიგნში უამრავი ასეთი მაგალითებია, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს წარმატება სუ ჯოკ თერაპიის მეთოდით მკურნალობის შედეგია. ბატონი სიმონის წოდებებსა და წარმატებებზე კი მისი კაბინეტის კედლებზე განთავსებული დიპლომები და სერტიფიკატებიც მოწმობს.
რა საიდუმლოებაა სუ ჯოკ თერაპიაში...
სიმონ გორელაშვილი: "ვიდრე სუ ჯოკ თერაპიის "საიდუმლოებას" გაგიმხელთ, მოკლედ მიმოვიხილავ მეთოდის ისტორიას: სამხრეთ-კორეელმა პროფესორმა პაკ ჯე ვუმ 1986 წელს აღმოაჩინა მსგავსება ადამიანის ხელის მტევანსა და სხეულს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ეს აღმოჩენა გახლდათ ახალი სამედიცინო მიმართულების შექმნის საფუძველი.
"სუ" კორეულად ხელის მტევანია, "ჯოკ" - ფეხის ტერფი. პაკ ჯე ვუს მიაჩნია, რომ მტევნისა და ტერფის შესატყვისობათა სისტემები ადამიანის ჯანმრთელობის დისტანციური მართვის პულტებია. მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერმა აღმოაჩინა შესატყვისობის მრავალი სისტემა. დღეს უკვე ცნობილია ასზე მეტი სისტემა, რომლებიც ადამიანს გააჩნია და შეგვიძლია მათი გამოყენება მკურნალობისათვის.
სუ ჯოკ თერაპიით მკურნალობისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები: მანუალური თერაპია, აურიკულოთერაპია (ზემოქმედება ყურიდან), სკალპოთერაპია, ელექტროპუნქტურა, ვაკუუმთერაპია და სხვ. გარდა ამისა, ავტორმა აღმოაჩინა მრავალი ენერგეტიკული სისტემა, რომლებიც ურთულესი დაავადებების მკურნალობის საშუალებას გვაძლევენ. ავტორი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ადამიანის ტერფი და მტევანი იმეორებს მისი სხეულის აგებულებას. მეცნიერს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანს, ვინც შეისწავლის მტევნისა და ტერფის შესატყვისობის სისტემას, შეუძლია პირველადი დახმარება გაუწიოს თავის თავს, ახლობლებს და განკურნოს მარტივი დაავადებები".
P.შ. სუ ჯოკ თერაპიის მიმოხილვა ერთ საგაზეთო სტატიაში, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ წერილის ბოლოს ამ მეთოდის უნიკალურობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო:
ბატონ სიმონს ჰყავს 8 თვის პაციენტი. სუ ჯოკ თერაპიის საშუალებით, პატარა პაციენტს, რომელსაც ბრონქიტი აწუხებს, დედის დახმარებით კურნავს. სუ ჯოკ თერაპიას დედა გადის, ხოლო შედეგი მისი შვილის ჯანმრთელობაზე აისახება. ეს არ გახლავთ სასწაული, ეს - მეცნიერებაა
"დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი"
ტელ: 25 39 38
მობ. 899 55 28 87
მარიკა კახაძე
2008.07.12 18:48
* * *
რუსულად საიტი, წერტილები და ყველაფერი
http://med4us.ru/info/uslugi/su_dzhok/ This post has been edited by gast on 22 Sep 2009, 15:12