ტერმინი
ანორექსია ნიშნავს საკვების მიუღებლობას და შეიძლება იყოს უამრავი დაავადების
სიმპტომიანორექსია ნერვოზა არის
დაავადება, რომელიც ხასიათდება ადამიანის მიერ საკვების შეზღუდვით ან სრულიად უარყოფით, რაც იწვევს წონის არანორმალურ კლებას და საბოლოო ჯამში-სიკვდილს.
უპირატესად ემართებათ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ბაძავენ არანორმალურად გამხდარ ცნობილ მოდელებსა და მსახიობებს. ისინი მუდმივად იცავენ დიეტებს და საბოლოოდ სრულიად ამბობენ კვებაზე უარს, აქვთ გასუქების აკვიატებული შიში და ადექვატურად ვეღარ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას.

ანორექსია ნერვოზა ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. დაახლოებით 10% ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, იღუპება მასთან დაკავშირებული გართულებებით. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ბრადიკარდია. ასეთ ადამიანებს აქვთ დარღვეული ელექტროლიტთა ბალანსი, ფოსფატების დაბალი შემცველობა, რომელიც იწვევს გულის დაზიანებას, კუნთების სისუსტეს, იმუნური სისტემის დაქვეითებას და საბოლოოდ, სიკვდილს. ისინი, ვისაც ანორექსია სრულწლოვნობამდე განუვითარდათ, ნორმალურად არ იზრდებიან და აღენიშნებათ აუცილებელი ჰორმონების (მათ შორის სასქესო ჰორმონების) შემცირებული და კორტიზოლის გაზრდილი რაოდენობა. 38-50%-ში შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ოსტეოპოროზი. ანორექსია ყველას ერთნაირ ზიანს არ აყენებს. მაგალითად, შეიძლება სხვადასხვა შედეგი გამოიწვიოს მოზარდებსა და მოზრდილებში.
ანორექსია ნერვოზა იწვევს ცვლილებებს ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციებში. ვარაუდობენ, რომ შიმშილთან დაკავშირებულია ტვინის პარკუჭების ზომაში მატება. ნორმალური წონის აღდგენისას ისინიც ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებიან. ანორექსიასთან აგრეთვე დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის შემცირება საფეთქლის წილებში.
ანორექსია ნერვოზას DSM-IV-TR სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:
1. სხეულის წონის ასაკისა და სიმაღლის შესაბამის მინიმალურ ნორმალურ ან მასზე მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნებაზე უარის თქმა-მაგალითად, წონის კარგვა, რომელსაც მოსდევს სხეულის მოსალოდნელის 85%-ზე ნაკლები წონის შენარჩუნება, ან ზრდის პერიოდში წონის მოსალოდნელი მატების ვერმიღწევა, რასაც მოსდევს სხეულის მოსალოდნელის 85%-ზე ნაკლები წონა.
2. წონის მომატების ან გასუქების ძლიერი შიში, მიუხედავად სიგამხდრისა.
3. საკუთარი სხეულის წონის ან ფორმის აღქმის დარღვევა, თვითშეფასებაზე სხეულის წონის ან ფორმის გადაჭარბებული გავლენა, ან სხეულის ამჟამინდელი დაბალი წონის სერიოზულობის უარყოფა.
B4. ამენორეა პოსტმენარქეულ და პრემენოპაუზულ ქალებში-ანუ, სულ მცირე სამი თანმიმდევრული მენსტრუალური ციკლის არარსებობა.
გამოიყოფა 2 ტიპი:
შეზღუდვითი ტიპი – ანორექსია ნერვოზას მიმდინარე ეპიზოდის განმავლობაში პიროვნება რეგულარულად არ ყოფილა ჩართული პიროვნება რეგულარულად არ ყოფილა ჩართული მოუთოკავი კვების ან გასუფთავების ქცევაში, ანუ არ მიმართავდა თვითგამოწვეულ ღებინებას ან ბოროტად არ იყენებდა კუჭის ამშლელებს, შარდმდენებს ან ოყნებს.
მოუთოკავი კვების ან გასუფთავების ტიპი – ანორექსია ნერვოზას მიმდინარე ეპიზოდის განმავლობაში პიროვნება რეგულარულად იყო ჩართული მოუთოკავი კვების ან გასუფთავების ქცევაში, ანუ მიმართავდა თვითგამოწვეულ ღებინებას, ან ბოროტად იყენებდა კუჭის ამშლელებს, შარდმდენებს ან ოყვებს.
ICD-10 კრიტერიუმები მსგავსია, მაგრამ დამატებით აღსანიშნავია:
საშუალებები და გზები, რომლებიც ხელს უწყობენ წონის კლებას ან დაბალი წონის შენარჩუნებას (კალორიული საკვებისგან თავის არიდება, პირღებინების ან ფაღარათის ხელოვნურად გამოწვევა, გადაჭარბებული ვარჯიში, მადის დამაქვეითებლების ან შარდმდენი საშუალებების ჭარბი გამოყენება);
ფიზიოლოგიური დარღვევები- მათ შორის ენდოკრინული სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს ქალებში-ამენორეას, ხოლო მამაკაცებში-სქესობრივი ინტერესის და პოტენციის დაქვეითებას. აწეული ზრდის ჰორმონების, კორტიზოლის დონე, შეცვლილი თიროიდული ჰორმონის პერიფერიული მეტაბოლიზმი და ინსულინის სეკრეცია; თუ ანორექსია ვითარდება პუბერტულ ასაკამდე, ზრდის და განვითარების შეჩერება ან შენელება.
გარდა ამისა, არის უამრავი ნიშანი, რომელიც აუცილებელი არ არის ანორექსიის დიაგნოსტირებისთვის, მაგრამ ხშირად (არა ყოველთვის) თან ახლავს მას. ესენია:
ფსიქოლოგიური:
სხეულის არაადექვატურად აღქმა
სრულყოფილებისკენ სწრაფვა
არაადექვატური თვითშეფასება (სხეულის წონის ან ფორმის მიხედვით)
საკვების მიღებამდე და მის შემდეგ საკვების და წონის მუდმივი კონტროლი
ემოციური:
საკუთარი თავის პატივისცემის და ქმედითუნარიანობის დაქვეითება
დეპრესია ან ქრონიკულად ცუდ ხასიათზე ყოფნა
განწყობის ხშირი ცვლა
მუდმივი შიში გასუქებისა
სოციალური:
ცუდი, ან გაუარესებული სასკოლო მოსწრება
ძველ მეგობრებთან ან სხვა ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტა ან გაფუჭება
ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება
ფიზიკური:
წონის ძლიერი დაკარგვა
ენდოკრინული დარღვევები
შიმშილობის სიმპტომები, მაგალითად მეტაბოლიზმის დაქვეიტება, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია, ანემია.
სხეულზე ზედმეტი თმის გაზრდა
მინერალების და ელექტროლიტების დონის ცვლილება
თუთიის დეფიციტი
ხშირად ლეიკოციტების რიცხვის შემცირება
იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება
სხეულის მასის ინდექსი 17.5-ზე ნაკლები, ან მოსალოდნელი წონის 85%-ზე ნაკლები
შესაძლებელია ძლიერ სიფერმკრთალე და ჩაცვენილი თვალები
ძვლების და სახსრების ჭრიალი
სითხის დაგროვება კოჭებში დღისით და თვალების გარშემო-ძილისას
კუჭის შეკრულობა
ძალიან მშრალი ან დამსკდარი ტუჩები
სისხლით მომარაგების დარღვევა, განსაკუთრებით კიდურების
წონის ძლიერმა კლებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნერვის გადაადგილება, რის შედეგადაც გაძნელდეს კიდურების მოძრაობა
თავისტკივილები
თმის გათხელება
ფრჩხილების მსხვრევადობა
მუდმივად სიცივის შეგრძნება
ქცევითი:
გადაჭარბებული ვარჯიში, საკვების ზედმეტად შეზღუდვა
ვარჯიშის ან ჭამის შეზღუდვის დამალვა
შესაძლოა საკუთარი თავის ვნება, თვითმკვლელობის მცდელობები
წინის შესახებ მითიტებებზე ძლიერ მგრძნობიერობა
ძლიერ გაბრაზება როდესაც აძალებენ “აკრძალულ” საჭმელს
ზუსტი ზღვრის გავლება ანორექსია ნერვოზას, ბულიმია ნერვოზასა და კვების დარღვევა-არა სხვაგვარად სპეციფიურს (EDNOშ) შორის, ძნელია, რადგან ხშირად შეიძლება ერთი მათგანი გადავიდეს მეორეში
მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები
ანორექსია ნერვოზას არ აქვს ერთი რამე კონკრეტული გამომწვევი, იგი შედგება სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორებისგან. ჯერ კიდევ ვერ შეთანმებულან იმაზე, თუ რომელი ფატორი უფრო დიდ როლს თამაშობს ანორექსიის განვითარებაში, თუმცა უდავოა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სიგამხდრის პროპაგანდას, განსაკუთრებით ქალებში.
ფიზიოლოგიური ფაქტორები
გენეტიკური ფაქტორები
ოჯახებზე და ტყუპებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გენეტიკური ფაქტორები 50%-ით ხელს უწყობენ კვების დარღვევის დაავადების განვითარებას და რომ ანორექსიის რისკი, დეპრესიასთან ერთად, შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა გენები, რომლებიც პასუხს აგებენ კვების რეგულირებაზე და ემოციურობაზე, შესაძლოა ანორექსიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებში შედიოდეს.
ნეირობიოლოგიური ფაქტორები
დადგენილია რომ ნეიროტრანსმიტერ სეროტონინსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სიმპტომს (გუნება-განწყობა, ძილი, მადა, სქესობრივი აქტივობა) შორის არის გარკვეული კავშირები. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ანორექსიის დროს სეროტონინის სისტემაში აღინიშნება დარღვევები, განსაკუთრებით მაღალი დონეა ტვინის იმ ნაწილებში, სადაც გვხვდება 5Hთ1A რეცეპტორები (დაკავშირებულია შფოთვის, გუნება-განწყობილების და იმპულსების კონტროლთან). ვარაუდობენ, რომ ამ პროცესებს ხელს უწყობს შიმშილობა, რადგან ამ დროს ამ დროს ეცემა ტრიფტოფანის და სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი, რამაც შეიძლება იმოქმედოს სეროტონინის დონეზე. ამის საწინააღმდეგოდ, სეროტონინის 5Hთ2A რეცეპტორებთან აღინიშნება ამ ნეიროტრანსმიტერის დაბალი დონე, თუმცა ხანდახან ძნელი გასარჩევია ამ ორის მიერ გამოწვეული ეფექტები.
კვებითი ფაქტორები
თუთიის დეფიციტი იწვევს მადის დაქვეითებას. მადის დაქვეითება, თავის მხრივ იწვევს კვების და შესაბამისად, თუთიის დონის შემცირებას. თუთიის მიღებით ანორექსიის მკურნალობას 1979 წლიდან იყენებდა ბაკანი. მინიმუმ ხუთმა კვლევამ დაადგინა, რომ ეს ეხმარებოდა ადამიანებს წონის მომატებაში. 1994 წელს, ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დაადგინა, რომ თუთიის მიღება (14მგ დღეში) აორმაგებდა წონის მომატების სიჩქარეს ანორექსიის მკურნელობის დროს. გარდა თუთიისა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე თიროზინის და ტრიფტოფანის (ნორეპინეფრინის და სეროტონინის პრეკურსორები) და ვიტამინ ბ1-ის დეფიციტი.
ფსიქოლოგიური ფაქტორები
ანორექსიის განვითარების მთავარ მიზეზად ითვლება საკუთარი თავის მსუქნად და ულამაზოდ ჩათვლა, რომელიც შემდეგ მტკიცდება სხვადასხვა ფაქტორებით. ასეთი ადამიანები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სხეულის ფორმას და წონას, შემდეგ კი რეალურად ვეღარ აღიქვავენ თავიანთ მდგომარეობას, რაც უფრო გამხდარია, მით უფრო მოსწონს საკუთარი თავი.
ხშირად ანორექსია ვითარდება ფსიქოლოგიური პრობლემების ან დაავადებების დროს.
სოციალური და გარემო ფაქტორები
სოციოკულტურულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კულტურულ ფაქტორებს, მაგალითად, სიგამხდრის პროპაგანდას მედიის მხრიდან, გარკვეული როლი აქვს ანორექსიის განვითარებაში. ეს ძირიტადად ეხებათ დასავლეთში, განვითარებული ქვეყნების ქალებს, რადგან აქ სილამაზე გაიგივებულია სიგამხდრესთან. მოდელების და მოცეკვავეების მიმართ არის პირდაპირი მოთხოვნა, რომ იყვნენ გამხდრები და ყველაზე ხშირად სწორედ მათ უვითარდებათ ანორექსია.
მკურნალობა
მკურნალობის პირველი მიზანი არის რომ პაციენტმა მოიმატოს წონაში, განსაკუთრებით იმ პაციენტებმა, ვისაც ამის გამო საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვთ და საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ჰოსპიტალიზაცია შეიძლება მოხდეს პაციენტის ნებასურვილის გარეშე, როგორც ფსიქიური დარღვევის მქონე. მასთან აუცილებლად უნდა მუშაობდეს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და სხვა მსგავსი პროფილის ექიმები.
წამლებით მკურნალობა, (შშღI ან სხვა ანტიდეპრესანტები) მაინცდამაინც შედეგიანი არ არის ანორექსიის სამკურნალიდ, თუმცა მაინც გამოიყენება, რადგან დეპრესია ხშირად თან ახლავს ანორექსიას.
რეკომენდირებილია დღეში 14 მგ თუთიის მიღება, რადგან დადგენილია, რომ ამ დროს წონის მომატება ორმაგდება. თუთიის მიღება ზრდის მადას. ვარაუდობენ, რომეს გამოწვეულია მისი გავლენით ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის აქტივობაზე ტვინის გარკვეულ მონაკვეთებში, მათ შორის ნუშისებრ ბირთვში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ანორექსიის მკურნალობა უნდა მოხდეს კომპლექსურად, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. თუმცა მკურნალობა ყოველთვის შედეგიანი არ არის, ზოგჯერ კი ხდება თავისთავად განკურნება. ამის ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის.
http://en.wikipedia.org/wiki/Anorexia_nervosa
This post has been edited by mtvareuli on 9 Jun 2009, 17:32