ღმერთო ჩემო, ვისთან იყავით, ექიმთან თუ ვაჭართან?
რას ჰქვია, დიაგნოზი არ იცით და წამლები ისე დალიეთო!
დაიმახსოვრეთ, ხალხნო! დამეჯერება და ვიცი საკმაოდ კარგად, რასაც ვამბობ:
ყველა აფთიაქში ერთი და იგივე წამალი იყიდება, როგორც დიდი ფირმების ქსელში, ისე წვრილ აფთიაქებში. ამიტომ სადაც კულტურულად მოგემსახურებიან,
წამლებს არ " შეგტენიან"/უკაცრავად/, ძვირ მედიკამენტებს ძალით არ შემოგასაღებენ, ისეთ აფთიაქში შეიძინეთ წამლები.
ყველა უბანში რამდენიმე აფთიაქია. ამოარჩიეთ მათგან გულისხმიერი და კვალიფიციური და რაც მთავარია, ნუ უსმენთ რეკლამებს!
ჭკვიან ადამიანებს ჰყავთ საკუთარი სანდო ადვოკატი, სანდო ექიმი და ჩვენს ქვეყანაში სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა გყავდეთ საკუთარი სანდო პროვიზორი!