marimari11ხო. შენ სხვა მიზეზი გექნება.
სლიფინგ აპნეას სხვადასხვა მიზეზები აქვს.
დადგენა უნდა - რა იწვევს.
24 საათიანი კვლევაა ამისათვის.
რამდენადაც ვიცი ღამე უნდა დაგტოვონ კლინიკაში, რაჭაც აპარატი მიგაკრონ და ის იწერს გულის მუშაობას და სუნთქვას და არ ვიცი კიდევ რას და დილით ნახავენ შედეგებს.
შენ გერმანიაში ხარ, ხომ?
ჰაუს არცთან რომ მიხვიდე - ეცოდინება თუ აკეთებენ და თუ აფინანსებს ღორი დაზღვევა
წლების წინ ნერვოზი მქონდა.
ჩაძინების ზღვარზე რომ ვიყავი - ტანი შემიტოკდებოდა-ხოლმე ეპილეფსიანივით 1 წამით, და ჩემი სხეულის რხევა მაღვიძებდა.
საშინელება იყო.
+ ამას ერთვოდა შიშის შეგრძნება გაღვიძებისთანავე.
არ ვიცი ეს შიშის შეგრძნება საიდანღა მოდიოდა.
რომ დავფიქრდებოდი - არაფრის არ მეშინოდა იმ მომენტში , მაგრამ შეგრძნება იგივე მქონდა რაც დიდი შიშის დროს.
ნერვოზმა რომ გამიარა და სტრესულ სიტუაციას მოვშორდი - აღარ მქონდა.
რამოდენიმე წლის წინ მქონდა ღამე გაღვიძებები, მაგრამ უბრალოდ მეღვიძებოდა, ყველანაირი უარყოფითი შეგრძნებების გარეშე.
ცხვირი მქონდა გდაკეტილი და ძილში პირი მეკეტებოდა და რომ ვეღარ ჩავისუნთქებდი - უჰაერობა მაღვიძებდა და მერე ვეღარ ვიძინებდი.
პ.ს. დისერტაცია მაქვს დასაწერი უძილობაზე და ვერ მოვიცალე