მარტო ფიზიკური დატვირთვა და პოდკასტების/აუდიოწიგნების მოსმენა მშველის.
ქალაქში სიარული/ვარჯიში(სირბილი/ვორკაუტი გარეთ ან სახლში - სულ მინიმუმ პრესები,აზიდვები,ბუქნები. ორძელი/ტურნიკი საერთოდ კანფეტია

).
დაწოლისას ყველაფერს ვთიშავ, პლეერის გარდა. პოდკასტს ან აუდიოწიგნს ვრთავ , რაზეც მუდმივად კონცენტრაცია მჭირდება, რომ რამე სიტყვა არ გამოვტოვო/აზრი არ დავკარგო და ეგ მღლის. 10-20 წუთში ვითენთები.
დილას ისღა მახსენდება რომ მაგრად მეძინებოდა, ყურსასმენების ხმა მაწუხებდა და ვთიშავდი.
როცა არაფერს ვუსმენ ძილის წინ, ათას რამეზე მეფიქრება და დრო უაზროდ იწელება.
epitaიქნებ გამოგადგეს ეს ორი რჩევა ჩემი გამოცდილებიდან. მეორე მაინც სცადე.
Detroitვცდილობ რეჟიმი არ დავარღვიო მარა კვირაში 1-2 ჯერ მაინც ვრჩები გვიანობამდე.
ღამით უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ. ირგვლივ სიჩუმეა, არავინ გაწუხებს, საკაიფო სიგრილეა და ა.შ.