ძილზე დრამატულ გავლენას ახდენს კვების რეჟიმი - რას და როდის იღებ.
ნახშირწყლები, მითუმეტეს საღამოთი, ნეირონებს აღაგზნებს და ვერ დაიძინებ.
წამლების იმედზე ყოფნა კი დაბალი კულტურის ნიშანია

ექსპრესიულობისთვის ვიუხეშე

იმედია მაპატიებთ

ძილის რეჟიმზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, ისე რომ ადამიანს შეიძლება ეჭვიც არ ქონდეს იმ ორგანოზე ან სისტემაზე. მაგალითად ენდოკრინული, კუჭნაწლავი ან გული.
ძილის ხარისხზე ზოგადად, მიუხედავად რომელი რგოლია დაინტერესებული, შიმშილია ყველაზე ეფექტური საშუალება.
წაიკითხეთ intermittent fasting, სულ ცოტა 18 საათი უნდა იყოს ასეთი მარხვისას საკვების მიღების შუალედი. დასაწყისია 2-3 დღეა ძნელი, მერე ადვილად ეჩვევა ადამიანი.
მე ხშირად 24 საათიანს ვაკეთებ. ხანდახან 72 საათიანს. უკვე 48 საათიანზე, საღამოთი ისეთი ძილის სურვილი გიჩნდება რომელსაც ვერაფერი ვერ შეაჩერებს

ეს ბიოლოგიური ფენომენია, ცხოველებში ზამთრის გიბერნაციის სახით არის გავრცელებული.
თუ ღრმად გინდათ ეს საკითხი გაიცნობიეროთ წაიკითხეთ კეტოდიეტა.
ძილის მოშლა ნერვული სისტემის და ზოგადად ჯანმრთელობის დეგრადაციის გზაა
ძილის ხარისხზე წყლის რეძიმსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებმა არ იციან რა არის ნორმა და დეფიციტის რეჟიმში ცხოვრობენ.
თუ არ გწყურია ეს არ ნიშნავს რომ წყალი არ გაკლია ორგანიზმში. დღის ნორმად აიღეთ ორიენტაცია 40 მილილიტრი 1 კგ წონაზე.
დაწვრილებით მეზარება.
მოკლეთ თუ საკმარის რაოდენობას იღებ გაღვიძებისას გრძნობ, კერძოდ განცხრომის განცდაში ხარ
This post has been edited by GIORGI XXL on 3 Jul 2018, 18:27