#62677477 · 28 Jul 2026, 08:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძაან რთულ ფორმაში არ მქონდა მარა მოვაგვარე ამ ზაფხულს, თითქმის 1 თვე დამჭიდა. გაღვიძებისას ეგრევე ჭიქა წყალს ვსვამ. ჩვეულებრივს რა, მინერალკა აშრობს ნაწლავებს. მერე მთელი დღე 3 ლიტრამდე. საუზმეს ვიწყებ კიტრით. ზოგადად სეზონურ ხილ-ბოსტანს მიეძალეთ რაც იშოვება. ახლა სოკოებიც მოეყარა და ადვილი მოსანელებელია. შაქარი უნდა გადააშენო საერთოდ. ტკბილი გაზიანებიც. პური და ფქვილის ნაწარმი ცოტა რაც შეიძლება. მარილიც ძაან ცოტა, სულ უგემური მტერმა ჭამა. კრახმალიანი რაღაცეებიც გადააშენეთ, ბრინჯი, კარტოფილი, ჩიფსი... ნაკლები ზეთი და შემწვარ მოხრაკული. ნალექიანი ყავა კაია უშაქრო. ჩაი ნაკლებად. შავი არ ვარგა განსაკუთრებით. მწარე და ცხარესაც უნდა დაუკლო. კამპოტებიც არ ვარგა შაქრით და ასპირინით გაჭყეპილი. არანაირი ალკოჰოლი, არც ლუდი მათ შორის. შეძლებისდაგვარად იარეთ ფეხით, მაღაზია რომ 300 მეტრშია არ წაბლაყუნდე მანქანით. ლიფტსაც უთხარი უარი და კიბით ადი. რამდენიმე კვირაში თავს ვეღარ იცნობ.
|