ზოგადი ცნობები :ფურუნკული ეწოდება თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან ანთებას. ფურუნკულს ვხვდებით თმიან ადგილებში, სადაც უხვადაა საოფლე ჯირკვლები. იგი წარმოიქმნება ისეთ ადგილებზე, რომლებიც მუდმივად მექანიკურად ღიზიანდებიან (კისრის უკანა ზედაპირი, იღლიის ფოსო, წელის არე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირი და სხვ.). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს კანის დაბინძურება და მცირე ტრამვები. ფურუნკულის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დამცველი ძალის დაქვეითება, რასაც იწვევს ქრონიკული დაავადებანი, როგორიცაა ავიტამინოზი, დიაბეტი და სხვ.
ფურუნკულით უფრო ხშირად 25-45 წლის ასაკის მამაკაცები ავადდებიან. ის უმეტესად ერთეულია, იშვიათად მრავლობითი, რასაც ფურუნკულოზი ეწოდება.
დასაწყისში კანზე წარმოიქმნება მკვირივი და ძალზე მტკივნეული ანთებითი კვანძი. კვანიძის ირგვლივ კანი შესიებული და შეწითლებულია. რამდენიმე ხნის შემდეგ კვანძის ცენტრში წარმოიქმნება ჩირქოვანი კერა, ხოლო მის ირგვლივ ანთებითი ინფილტრატი. შემდგომში ქსოვილთა დაშლის შედეგად ვითარდება ჩირქოვანი საცობი, რომელიც შეიძლება თავისთავად ამოვარდეს ან მოცილდეს ოპერაციული წესით.
ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა და ავადმყოფის ორგანიზმში არ იწვევს მნიშვნელოვან ზოგად ცვლილებებს, მაგრამ მისი ზოგიერთი მდებარეობის შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობა დამძიმდეს და ორგანიზმის ზოგადი ანთებითი მოვლენები კვეთრად გამოიხატოს.
სახის, განსაკუთრებით ზედა ტუჩის ფურუნკული მეტად მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს ინფექცია სახის სისხლძარღვებით შეიძლება თვის ტვინის გარსებზე გავრცელდეს და მენინგიტი განვითარდეს.
კატეგორიულად აკრძალულია ფურუნკულის ამოწურვა თითებით. ფურუნკულიანი ავადმყოფის მკურნალობა საჭიროა ქირურგიული მეთვალყურეობით სამედიცინო დაწესებულებებში.
მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, ფურუნკულები წელის არეში და მთელი ზაფხული ჩამაშხამა რასაც ქვია

იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ შეიძლება მკურნალობა, ხალხურ მედიცინას ვგულისხმობ. ავერსის კლინიკაში გამიჭრეს მცდარი დიაგნოზის შედეგად და იმხელა შრამი მადევს, რომ მაგრად მიტყდება

ხოდა ეხლა მირჩევნია ჩემი რამე მეთოდით მივხედო.. იქნებ გამიზიოაროთ გამოცდილება.

ან ვინმემ ამის შესახებ რა მკურნალობის საშუალება იცით.
თუ ესეთი თემა არსებობს და ვერ ვნახე, მაშინ შეაერთეთ.