ახლა უკვე მართლა არაფერი მაქვს დასამალი , დავწერ ალბათ არეულად , რისთვისაც ბოდიშს გიხდით,ახლა ვსწავლობ დალაგებულად აზროვნებას და წერას

და საერთოდ რაც უფრო მეტი კვალიფიციური და უბრალოდ "აზზე მოსული" ადამიანი გამოთქვამს აქ თავის აზრს..რა იცი იქნება გვეშველოს რამე.
აქ ითქვა უკვე პირველ გაკეთებაზე და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ მართლა საბედისწერო მომენტია.. - ანუ თუ გაგიმართლა და პირველი გაკეთებისას ცუდად გაგხადა შეიძლება აღარ გაიკეთო , მე "გამისწორდა" და მანდ დამ...ა. მოკლედ.. პირველად გავიკეთე 7 წლის წინ 20 წლის ასაკში. აღმოვჩნდი წამალთან(ჰეროინი) და კიდევ რამოდენიმე ადამიანთან ერთად ერთ ოთახში , ვიცოდი რაც ხდებოდა და შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი (მე ის არ ვიცოდი თუ რა ძალიან ცუდი დასასრული აქვს ამ ყველაფერს) , არც არავის დაუძალებია გაკეთება და არც ვამტყუნებ არავის ჩემი თავის გარდა (თუ მოხდი ასეთ სიტუაციაში ადექი და გადი რა გთხოვ, დამიჯერე არ ტეხავს , ერთსაც თუ გაიყოლებ შენთან ერთად "კრასავჩიკი" იქნები) , უბრალოდ პირველად თავისი ხელით არავინ იკეთებს წამალს და სანამ გაუკეთებდე ვიგაცა ხარ დაფიქრდი, ძალიან დიდ ცოდვას იკიდებ კისერზე , რომლის ჩამორეცხვასაც ვერ შეძლებ ვერასდროს.
ერთი წელი ვიკეთე ჰეროინი. ერთ დღეს როცა აღმოჩნდა რომ ფული აღარ მაქვს და არც გასაყიდია არაფერი , ჩემ ძალიან ახლობელ ადამიანს მოვპარე ფული და მანქ.გასაღები წავეწდი და გავიკეთე , მეორე დგეს როცა გავიაზრე თუ რა "პოდლობაც" ჩავიდინე , გადავწყვიტე აღარ გამეკეთებინა , მირჩიეს რომ თუ შევძლებდი, გადამეგდო "მშრალად" (წამლების გარეშე) . ძალიან გამიჭირდა "კედლებზე მატარა" მაგრამ გადავაგდე, რა თქმა უნდა ახლობლების დახმარების გარეშE ვერ შევძლებდი (ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ გარეთ გასვლის სურვილი არ გამჩენოდა).
მეორედ "დავჯექი" ერთი წლის მერე (უკვე თბილისში) და 5 წლით. აქვე "მადლობა" მინდა ვუთხრა შსს იმ დროინდელ მაღალჩინოსნებს ის "მაკი" მაგარი გაჩითეთ რა.. იქ აღარ არის ნეტა?? შემოიტანეთ კიდე ერთი 10 "კამაზი" მაგრამ საკუთარ ოჯახებშიც არ დაგავიწყდეთ ჩამოცლა!!!
მეორედ უკვე წამლის გარეშE ვერ შევძელი გადაგდება "ტრამალი T3" ძაან დამეხმარა და რა თქმა უნდა ოჯახი.
ძაან გამიგრძEლდა და თავიც მოგაბეზრეთ ალბათ , ერთს გეტყვით , ახლანდელ დროში ყველა ოჯახში უნდა იცოდნენ რომ 30 ლარად მონოს გარდა სხვა რაგაცის ყიდვაც შეიძლება.არავის შეშინებას და დაპანიკებას არ ვცდლობ ( ნათელაშვილი არა ვარ,

, ერთი უბრალო და ძალიან ბრალიანი ადამიანი ვარ) ზევით ვთქვი და გავიმეორებ თუ არ გაქვთ საბაბი არ წამოწიოთ ეს თემა ოჯახში მოზარდთან , თუ აღმოჩნდა რომ იკეთებს , ერთი იცოდეთ- ძალიან ცოტა დრო გაქვთ შვილის,ძმის,მეგობრის გადასარჩენად,ყველაფერი გააკეთეთ,ესაუბრეთ და აუხსენით რომ ამ ყველაფერს ძალიან ცუდი ბოლო აქვს, თუ ვერ გაიგო ვისაც ხელი მიგიწვდებათ შეაგდეთ ოთახში , ჯობია თქვენ გაუტეხოთ დგეს ერთი ან ორი ნეკნი,ვიდრე ხვალ თვითონ გაიტეხოს სახელი და ცხოვრება. თუ არ იცით როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში დაუსვით შეკითხვები (რა თქმა უნდა სასურველია კვალიფიციურ ადამიანებს,ექიმებს) , ასევე აქ დაწერეთ, მეც და დარწმუნებული ვარ ბევრი აქ მყოფი, ვეცდებით დაგეხმაროთ რითიც შევძლებთ
და ბოლოს,ყველას გთხოვთ ვისაც ახალი დაწყებული გაქვთ - არ გაცვალოთ ოჯახები,მეგობრები და თქვენი ჯანმთელობა "პრიხოდში"(ძაან მალე გაივლის და მერე გაიკეთებთ მარტო იმიტომ რომ ცუდათ აღარ იყოთ) არ ღირს დამიჯერეთ და არასდროს არ არის გვიან "გადაგდება" და ნორმალური ცხოვრების დაწყება.
მართალია ამ საიტის(რომლის ლინკსაც დაბლა დავაგდებ) ხშირი სტუმარი ვარ მაგრამ ღმერთის წყალობით მომავლის იმედი მაიც არის
http://gepatitu.net/ This post has been edited by choose anotherr on 19 Feb 2007, 23:57