მოკლედ, რამდენიმე წელია, ანუ ალბათ ორი, ხელებზე რაღაც მეჭეჭებივით გამიჩნდა, თავიდან ერთი იყო, მერე ორი გახდა, მერე სამი, და ა.შ. დაბანის დროს თეთრდებოდა და ვიჭრიდი, მერე ისევ ამოდიოდა, ისევ ვიჭრიდი, მოკლედ ასე იყო კაი ხანი სანამ არ მივხვდი რო რაღაც უნდა მექნა
სურათი არ მაქ ახლა რომ დავდო. ესეიგი, ამოწეულია ოდნავ კანიდან თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც ცოტა ღრმადაა კანში, და ზოგს შავი წერტილებივით აქვს შიგნით.
8-9 თვის წინ ავედი ონკოლოგიურში, ერთი 10 ცალი მქონდა უკვე ხელზე ეგ ჯანდაბა. ექიმმა ნახა, და ელექტროდანა უნდაო, რას ვიზამდი, დამაწვინეს საოპერაციოში, ყველა წერტილში ჯერ ნემსი გამიკეტა ძალიან მწარე, საშინელება იყო და მერე დაიწყო უარესი, ელექტოდანით ამოიღო ყველა. საშინელება იყო საკუთარი ხორცის დამწვრის სუნი რომ მცემდა, მოკლედ მაწამა რასაც ქვია. იმხელა ორმოები გამიკეთა იმ წერტილებში შევარდნაძის დროინდელი გზები გამახსენდა

ეჰ, ახლა კი მეცინება მარა საშინელება იყო. სახლში რო მივედი აღმოვაჩინე რომ რამდენიმე წერტილი მქონდა ისეთივე, უბრალოდ პატარები იყო და ვერ ნახა ექიმმა
მოკლედ 1 თვე თითქმის დასანტავიკებულმა ვიარე სამსახურში, ანუ 1 თვე იდაყვებით ვკრეფდი კლავიატურაზე ფაქტიურად
ხოდა ესენი კი მოვირჩინე მაგრამ ის პატარა წერტილები გაიზარდა, და გამრავლებაც დაიწყო. ახლა მაქ თითის წვერებზეც რამდენიმე.
ხოდა იმ ჯალათ ექიმთან მისვლას სიკვდილი მირჩევნია, ჯერ ერთი მტკივნეულია, მეორეც დიდი ხანი უნდა შეხორცებას და მუშაობა გამიჭირდება, და მესამეც, გიტარაზე ვუკრავ და აი თითის წვერებზე რო ეგ გავიკეთო გიტარას უნდა დავემშვიდობო ფაქტიურად, იმიტომ რომ იმ ორმოების ამოვსების მერე კანის ქსოვილი სუსტია
ხო მართლა, ათასმა ვიღაცამ მითხრა, და მირჩია, ბაბუაწვერას წვენი, ლეღვის წვენი, ქრისტესსისხლა, ცხელი ნიორი და ათასი სისულელე. ქრისტესსისხლას გარდა ყველა ვცადე და არაფერი მიქნა
მიშველეთ ვინმე ექიმმა, მირჩიეთ რა ვქნა და რა წყალში გადავხტე?
This post has been edited by crane on 17 May 2010, 12:43