საკურა.მეც მაწუხებ უძილობა რამოდენიმე წელია; სტრესი, სამსახური; თან ძალიან მგრძნობიარე ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და ა.შ.
ძალიან ძლიერი პრეპარატებიც მიცდია, ეხლა სახელებს ვერ ვიხსენებ; კურსი არა - რამოდენიმეჯერ დალევა; მაგრამ არაფერს უმოქმედია.
მცენარეული ჩაები, კატაბალახა და რაღაც მწვანე ტაბლეტები რომაა ვალერიანი თუ რაღაც, ეგეც არაფერს მიშვებოდა და მაგრად მაშუპებდა რატომღაც, დილით საშინელება ვიღვიძებდი.
მერე ერთმა მეგობარმა გლიცინი მირჩია, პირველ გვერდზეც წერია აქ; დღეში 3 ჯერ მიიღება, ენის ქვეშ უნდა დაიდო და დაიდნო. 6 საათამდე მიიღება როგორც ვიცი და ანოტაციაში ეწერა კიდევ რომ ძილისთვის დაძინებამდე 5 წთ ადრე.
შედარებით მიშველა. 1 თუ 2 თვეა მიღების კურსი, 1 ფირფიტა ან კოლოფი ღირს 2,50 და 2 ცალია 1 კურსი.
ადრე ფარმადეპოში ვყდულობადი, მაგათ სხვანაირი აქვთ უფრო კარგია, დანარჩენ აფთიაქებში აქვთ ქართული და კიევური, ამათ გემოც სხვანაირი აქვთ და ეფექტიც შედარებით მოიკოჭლებს.
სამკურნალო ეფექტი რამდენად აქვს არ ვიცი, კურსს რომ მოვრჩებოდი მერე რამოდენიმე დღე მიქაჩავდა, მერე მეწყებოდა ისევ თავიდან; შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიცაა.
არვიცი მუდმივად მიღებაც რამდენად შეიძლება; ახლა დღეში მხოლოდ ერთ ტაბლეტს - ძილის წინ ვიღებ ხოლმე, შედარებით მშველის. საერთოდ ვერ ვიძინებდი ან ყოველ ნახევარ-1 სთ-ში მეღვიძებოდა, ახლა ეგრე არ ვარ, ხანდახან მეღვიძება ღამეში 1-2ჯერ;
ცადე, ეფექტი მართლაც აქვს და როგორც ვიცოდი და როგორც აქ წერენ უსაფრთხო და მცენარეულია.
ანოტაციას რომ წაიკითხავ მოგეწონება იმდენი დადებითი ეფექტი და უკუჩვენებების გარეშეა
ფარმადეპოში თუ იყიდი უმჯობესი იქნება
* * *
ისე, თუ საშუალება გაქვს ყველაზე კარგი ვარჯიში და საღამოს სეირნობაა;
მე როცა დრო მქონდა დილით 3 სთ ველოსიპედით დავქროდი, საღამოს მსუბუქად ვვარჯიშობდი და ვსეირნობდი და მერე კარგად მეძინებოდა, ჯანსაღი ძილის შეგრძნება მქონდა. და კიდევ, ორგანიზმი იძინებს 22 თუ 23 საათიდან 3 საათამდე შუალედში, ანუ ღამის 4 საათზე რომ დაწვე და დაიძინო, ორგანიზმი ვერ ისვენებს.
და თავიდან გაგიჭირდება მაგრამ შეეცადე 10-ზე უკვე ლოგინში იყო, რამოდენიმე დღეში იცი რა კარგად დაგეძინება : ))))
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.