21 წლის ვიყავი რომ დამემართა.
ჩემს შეყვარებულს ჰქონდა ჰერპესი, წარა მარა გამოსდიოდა.
და ალბათ მაგისგან გადამედო ეს რაღაც აბშეინ-ბარის ვირუსი?
არა და ჰერპესი დღემდე არასოდეს მქონია არც გაციების დროს და არც ისე.
მოკლედ ჩავვარდი ლოგინად.
ენერგია თითქმის ნული.
ვერ ვლაპარაკობდი იმიტომ რომ უენეგიობის გამო ყვას ვერ ვხსნიდი რომ რამე მეთქვა.
ტუჩებს ოდნავ ვამოძრავებდი და დედაჩემს ჩემს ტუჩებთან მოჰქონდა ტური რომ გაეგო რა მინდოდა.
ასევე დედაჩემს ვთხოვდი რომ მოეხარა ჩემი მარჯვენა ან მარცხენა ხელი და ჩემს მუცელზე დაედო იმიტომ რომ 3 საათი უმოძრაოდ გასწორებულად წოლა მღლიდა და გვერდის შენაცვლების ენერგია არ მქონდა.
სიცხე 38.9 ამივიდა მაქსიმუმ.
3 დღე ასე ვიყავი სახლში.
მე4ე დღეს წამიყვანა დედაჩემმა ექიმთან, სისხლის ანალიზები ამიღეს.
ყელზე, შიგნით ჩირქის თეთრი ბუშტები მქონდა.
ეს ბუშტები გამიხეთქეს ჩხირზე დახვეული ბინტით + ეს ბინტი მერე ლაბორატორიაში ჩააბარეს ანალიზისთვის.
ყვრიმალის ძვლების დაბლა ჯირკვლები საშინლად მტკიო და და გადიდებული მქონდა.
მოკლედ, სისხლის საერთო ანალიზში ხომ სულ 10 თუ 12 რაღაცას ამოწმებენ. აქედან მხოლოდ 4 იყო ნორმაში.
დანაღცენი ყველა ან ნორმაზე მაღალი იყო, ან დაბალი.
თრომბოციტები (თუ არ ვცდები) 52 მქონდა როცა ნორმა , მაქსიმუმი იყო 20 თუ 30.
და სიტყვიერადაც რაღაცეები დამიწერეს სისხლის საერთო ანალიზის ფურცლის ბოლოში.
დამინიშნეს პრედნიზოლონი.
ექიმი არ მოგვეწონა და წავედით სხვა ექიმთან, ასლან ხაბაზთან.
მოხუცი კაცი იყო, ასე 70+.
კარგად მიმკურნალა, კარგი ექიმი იყო და კარგი პიროვნება.
3 კვირა მკაცრი დიეტა.
მერე 3 თვე დიეტა.
აპრილის 19ში ამიწია სიცხე და ასლანთან 1 მაისს მივედი.
მთელი ზაფხული ზამთრის ტანსაცმლით დავდიოდი სახლში.
ვფიქრობდი თუ ასე მცოვა 24 გრადუსზე - ამ ზამთარს ალბათ სულსაც გავაყოელბ მეთქი, სერიოზულად ვფიქრობდი რომ იმ ზამთარს მოვკვდებოდი.
მაგრამ გამიარა ნელა-ნელა.
მაგრამ სიცივის შეგრძნება მაინც დამიტოვა.
დღეს დღეობით +24 გრადუსზე ჯემპრი უნდა მეცვას სახლში - თუ არ ვმოძრაობ (მაგალითად ვზივარ და კინოს ვუყურებ).
ღამე ადრე, ზამთარში, 1 საბანი და 1 შალის ადაიალა მეფარა.
ახლა 2 საბანი და 1 შალის ადიალა მაფარია.
მთელი საფზული, სრული 3 თვე თმა მცვიოდა ბღუჯა-ბღუჯა.
მონონუკლეოზამდე ძალიან ხშირი თმა მქონდა(აანუ ბევრი თმა მქონდა თავზე) და ამან გადამარჩინა გამელოტებას.
მე რომ თხელთმიანი ვყოფილიყავი - დღეს პარიკით ვივლიდი.
არ გავსუქებულვარ (ამბობენ პრედნიზოლონი იწვევსო უმიზეზოდ გასუქებას).
ადრეც გამხდარი ვიყავი, პრედნიზოლოს დალევის დროსაც არ მომიმატებია წონაში და არც ეხლა (36 წლის ვარ).
ახლაც არ ვიცი ჩემი თმის ცვენა პრედნიზოლონმა გამოიქვია თუ თვითონ მონონუკლეოზმა.
პრედნიზოლონის უკუჩვენებები წავიკითხე მაშინ, ძალიან ბერი უკუჩვენებები ჰქონდა, მაგრამ თმის ცვენა არ ეწერა.
მაშინ მითხრა ასლან ხაბაზმა, ჩემმა მკურნალმა ექიმაა:
''სადაც ხარ ჩაწერილი და სადაც გახსინილი გაქვს ისტორია - აუცილებლად მიდი და ჩააწერინე რომ ეს დაავადება გქონდაო.
და სადაც არ უნდა წახვიდე, რა ავადმყოფობის გამოც არ უნდა მოხვდე საავადმყოფოში - აუცილებლად ყველა ექიმს უთხარი რომ მონონუკლეოზი გაქვს გადატანალიო''.
და ასეც ვიქცევი.
ასლანმა მითხრა - შენ რაკი მხოლოდ ყელის ჯირკვლებზე გამოგეხატა - ეს ნიშნავს რომ მონონუკლეოზი ძალიან იოლ ფორმებში გაქვსო.
მე კი ვკვდებოდი და იოლი ფორმები უძახე.
პ.ს. ის 3 დღე, რომ ვერ ვმოძრაობდი, ჩემი ოჯახის წევრებს ხელით გავყავდი ტუალეტში.
დედაჩემი გრეჩიხას ხარშავდა და ჩაის კოვზით მიდებდა პირში,
სხვას ვერაფერს ვჭამდი იმიტომ რომ დაღეჭვას ვერ ვახერხებდი, ძალა არ მქონდა.
3 ჩაის კოვზ გრეჩიხას რომ გადავყლაპავდი - ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს 10 ხინკალი ვჭამე და ძლივს ვსუნთქავდი გაბერილობის გამო.
დედაჩემს ვეუბნებოდი -მეყოფა, გავიბერე მეთქი, კუჭში მეტი ადგილი აღარ მაქვს მეთქი.
მაინც მთავაზობდა მე4ე კოვზს.
მიკვირდა, რატომ მთავაზობს მეთქი, მე ხომ მთელი 3 ჩაის კოვზი გრეჩიხა შევჭამე მეთქი.
დედაჩემი მეუბნებოდა - არ გახსოვსო, ადრე მთელ თეფშ გრეჩიხას ათავებდიო.
საჭმელს რამდენს ვჭამდი მონონუკლეოზამდე - მეხსიერებიდან ამოვარდნილი მქონდა და ვედავებოდი - არასოდეს მიჭამია 3 კოვზზე მეტი მეთქი.
მიკვირდა ჩემი ოჯახის წევრები როგორ დადიოდნენ, ანუ როგორ შეეძლოთ რომ დადიოდნენ.
მეგონა რომ ჩემი მდგომარეობა ნორმალური იყო და ყველა ასე უნდა ყოფილიყო და ჩემები რომ ასე არ იყვნენ - მიკვირდა ძალიან.
არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას.
საშინელება იყო.
This post has been edited by Miria on 21 Dec 2016, 04:59