ღმერთმა გაძლება მოგცეს
და
იმედი
* * *
მოკლედ დღეს ერთი პროდუქტი შევუკვეთე, ონლაინ.
ალბათ 2 კვირაში ჩამოვა მაქსიმუმ, არ მინდა წინასწარ დავწერო რამე,
მე ჩავიტარებ ექსპერიმენტს ჩემს თავზე და მოგახსენებთ შედეგებს.
ისე რომ დაწვრილებით აღვწერ ყოველ ცვლილებას სახეზე.
მთელი ინტერნეტი გადავატრიალე, გადავიკითხე აკნეს საწინააღმდეგო ყველა პროდუქციაზე.
შემდეგ რეცენზიები, შემდეგ საიტების თუ ბლოგების შედგენა, ინტერფეისები, ვცდილობდი გამეგო რომელი იყო მარკეტინგული ტრიუკები
ხოლო რომელი რეალური შთაბეჭდილებები.
იუტუბიზე ვუყურე დაახლოებით 1000 ვიდეოს. შესაბამისად ვერსიების შედარებები და დასკვნები.
მოკლედ ძალიან დიდი reaserch-ი გავაკეთე და ყველაზე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიე, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით
თითქმის 100%-იანი დადებითი გამოხმაურებები აქვს და რეალურად ამ პრეპარატის შემქმნელი, თავისი საიტის მეშვეობით ყოველდღიურად
ეხმიანება მომხმარებელს, ვიდეობით თუ სხვა ძალიან მოხერხებული საშუალებებით.
მხოლოდ ამ პროდუქტს აქვს 99%-იანი დადებითი შეფასებები თუნდაც ისეთ საიტზე როგორიც amazon.com-ია
წინასწარ არ დავწერ ამ საშუალების (საშუალებების კრებულის) სახელს, აქ გამოთქმული სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი ნამდვილად არ მჭირდება ახლა მე.
(ნუ ხომ არიან ბოროტი იუზერები, დერმატოლოგების ბიძაშვილები

)
მოკლედ, ორ კვირაში დავიწყებ პროცესს და შედეგებს მოგახსენებთ გულწრფელად.