xat-ushaმოგესალმებით.
დერმატოლოგი ხართ?
რამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და ქავილის შემდეგ ისეთი გამონაყარი, რაც ჭინჭრით დასუსხულს ჰგავს? ერთმა დერმატოლოგმა გვითხრა, მუნიაო და მივიღე მუნის წამლები, ლამის გამაგიჟა, ქავილი მომემატა, მაგრამ სამი დღე გავუძელი და მაინც ვიღებდი, რადგან ექიმმა მითხრა, მინიმუმ 3 დღე უნდა წაისვაო.
შედეგი არანაირი.
მივედი მეორე დერმატოლოგთან: რა მუნი, რის მუნიო, ჩვეულებრივი დერმატიტი გაქვსო და დამინიშნა ვიტამინები, გადასხმა, ალერგიის წამალი და მალამო, თითქოც ცოტა შედეგი ვიგრძენი, მაგრამ ერთ კვირაში ისევ ისევ დამეწყო ყველაფერი, მარტო ალერგიის წამალი მშველოდა.
მესამე დერმატოლოგთან მივედი. რომ ნახა დასუსხული კანი - ჭინჭრის ციება გაქვსო, სასწრაფოდ პრედნიზოლონი და ნოშპა მოიმარაგე, შეიძლება გაიგუდოო, კანის ანაფხეკი ამიღო, მეორე დღეს მითხრა, არ გქონია ჭინჭრის ციებაო, ალერგიის წამალი თუ გშველის, ეგ დალიეო და ყოველ შემთხვევაში დისბაქტერიოზზე აიღე ანალიზიო.
სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგში მაქვს, მხოლოდ ეიზონოფილები მაქვს მომატებული, ნორმა 5-ია, მე მაქვს 6. ამაზე მითხრა, ეგ არაფერიაო.
დისბაქტერიოზზე ანალიზი არ ამიღია, რადგან უკვე აღარ დავუჯერე, თან დავიღალე, უკვე 4 თვეა ასე ვარ.

რაც შეეხება წამლებს, მხოლოდ ლ-თოროქსინს ვსვამ ერთ აბს, 50 მლ გრამს. რომელიც ენდოკრინოლოგმა დამინიშნა, რადგან ტსჰ მაქვს 4,8. ნორმა 0.4-4 -ია.
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე, სიამოვნებით მოგისმენთ.
გმადლობთ.