კურიოზინი ეფექტურია კანის რეგენერაციის თვალსაზრისით, ის არც გამონაყარს უშველის და არც ლაქებს გადაგიყვანს.
თუ გამონაყარი აღარ გაქვს და მხოლოდ "სვეჟი" ნაწიბურების პრობლემა არის ამჯერად, მაშინ წაისვი კურიოზინი, კარგი აღმდგენია.
მაგრამ თუ გამონაყარი ისევ გაქვს და თან სხვა ადგილებში ლაქებად დარჩენილი ნამუწუკევები, მაშინ ლაქების გადაყვანაზე ამჯერად ნუ იფიქრებ,
პირველ რიგში ანთებითი პროცესი შეაჩერე, ანუ იმკურნალე. მკურნალობა მარტო ანთებითი პროცესის შეჩერება არ არის, ის მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კომპლექსური მკურნალობის.
და როცა ნახავ რომ ანთება და გამონაყარი აღარ გაქვს, ანუ პროცესი შეჩერებულია, აი ამის შემდეგ იზრუნე ლაქების გადაყვანაზე.
ჯერ-ერთი ლაქები ბუნებრივადაც გადაგივა, უბრალოდ ცოტა დროში იქნება გაჭიანურებული, და თუ მოთმენა არ გინდა მაშინ არსებობს
კანის სახის წმენდები, ანუ პილინგი.
არსებობს 3 სახის პილინგი, ზედაპირული (რომელიც სავარაუდოდ შენ დაგჭირდება) ნახევრად ღრმა და ღრმა.
ნუ ღრმა ჩათვალე რომ მინი ოპერაციასავით არის

, აი ბრაზილიურ სერიალებში დეკოლტეიან ქალებს საშინელ ჭორფლები და ლაქები რომ აქვთ,
მაგ შემთხვევაში მიმართავენ მესამე ვარიანტს.
იტოგში ყველაფერი კარგად გექნება თუ შეეცდები რომ ნაკლები ინერვიულო. ხოდა გამონაყარს ხელით ნუ იღიზიანებ
აი მეც მაქვს კოსმეტიკური ლაქები სახეზე, ძალიან ლაითად მეტყობა მაგრამ მაინც მაწუხებს, როგორ მდგომარეობაშია იცი? 3-4 თვეში რომ თავისით გადამივა, მაგრამ მაინც ვფიქრობ ხომ არ დავაჩქარო პროცესი და პირველი პილინგი ხომ არ გავიკეთო. ვნახოთ. თან ფულის გადახდაც მეზარება

მგონი 50 ლ. ღირს ერთი პროცედურა, მაგრამ შეიძლება 2 იქნას საჭირო. ან შეიძლება სულაც ერთი.