lurjizgvaაქ ბევრი სწორი პასუხი გაქცეს (აბანოიდურ ხუმრობებს თუ არ ჩავთვლით).
სექსისგან თავის შეკავებას ორი არასასურველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს :
1.ფიზიოლოგიური და 2. ფსიქოლოგიური.
აქვე მინდა განვიხილო ეს თვითოეული შემთხვევა ერთის მხრივ ქალის, მეორეს მხრივ კი მამაკაცის შემთხვევაში. (აქ, თუ არ ვცდები, მამაკაცებზეც იყო კითხვა დასმული).
დავიწყოტ ქალის ფიზიოლოგიით: სქესობრივი აქტივობა გარკვეულ წილად ცვლის ქალის ჰორმონულ ბალანსს. ასე მაგალითად ზოგიერთი ონკოლოგ-მამოლოგი პირდაპირ ურჩევს თავის პაციენტს რეგულარულ სქესობრივ კავშირს, რათგან ეს დადებითად მოქმედებს ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა მასტოპათია და მკერდის კიბო.
შემდეგ მაღალი პროთრომბინის (შესაბამისად სისხლის მომატებული შედედების) შემთხვევაში, სხვა მიზეზის არარსებობისას, ექიმი ყოველთვის ეკითხება "გათხოვილი ხართ, თუვ არა?" აქაც , რასაკვირველია სქესობრივი კავშირი იგულისხმება. საქმე ისაარომ ქალური ჰორმონები ზრდიან სისხლის შედედებას.
აღარაფერს ვიტყვი მენსტრუალური ციკლის დარღვევებზე...
რაც შეეხება მამაკაცების ფიზიოლოგიას. თუ კი მამაკაცი სრულებით ვიკავებს თავს ანუ არანაირი რეაქცია არ აქვს არანაირ სექსუალურ გამაღიზიანებელზე, მაშინ მას არც არაფერი ემუქრება. მაგრამ, როგორც ალბათ თავად გესმით ასეტი სიტუაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ამიტომაც კაცს რომელსაც არ ჰყავს მუდმივი სქესობრივი პარტნიორი, დიდი შენსი აქვს პროსტატიტისა და იმპოტენციის აკიდებისა. სქესობრივი ტავშეკავება რეგულარული ერექციის პირობებში იწვევს სისხლის შეგუბებას მენჯის ღრუს ორგანოებში, უფრო კონკრეტულად კი პროსტეტეში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროსტატის ინფიცირების(პროსტსტიტის განვიტარების) შესაძლებლობას.
ეხლა კი რაც შეეხება ამ საკითხის ფსიქოლოგიურ აპეკტებს. ისინი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში დაახლოებით მსგავსია.
როგორც ცნობილია ფრუსტრაცია (რაიმე მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა) იწვევს აგრესიას, შფოტვას, დეპრესიას და სხვა ფსიქიურ აშლილობებს. სექსი ფსიქოლოგიური თვალსაზრისიტ არაა მექანიკური, უხეში ფიზიოლოგიური აქტი. ესაა ურთიერ სიახლოვის, დაცულობის, სიყვარულის განცდათა შემქმნელი რამ. ამიტომაცაა სექსი ასე მნიშვნელოვანი ყოველივე ჩვენგანის ცხოვრებაში.
გარდა ამისა, ორგაზმი არის ერთერთი შესანიშნავი საშუალება ემოციური განმუხტვისა (ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ სექსით მხოლოდ ემოციური განმუხტვის მიზნით უნდა დავკავდეთ

)
ერთი სიტყვით "უსექსობა" არც ფიზიოლგიური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არა სასარგებლო.
რაც შეეხება შენს ახლობელს შეგიძლია მასზე უფრო დაწვრილებით ჩემს თემაში ან PM-ში მომწერო, ვეცდები დაგეხმარო