Macy,
თუ საკვებს ეტიკეტზე აწერია: სახარინი, ფრუქტოზა, გლუკოზა ან სეროფი - ეს პროდუქტი ამოიღოთ ხმარებიდან.
ვლაპარაკობთ შაქარზე და ვგულისხმობთ გლუკოზას .
საკვები ჩვენთვის წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომლის დაგროვებაში მონაწილეობას იღებს პროდუქტის ყველა შემადგენელი ნაწილი - ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც. მაგრამ მათში მხოლოდ ერთი, გლუკოზა, წარმოადგენს ორგანიზმის მთავარ საწვავს.გლუკოზა ეს არის შაქარი რომელიც წარმოიქმნება თითქმის ყველა მონელებული ნახშირწყლისაგან. გლუკოზის დოზის მიხედვით ორგანიზმი აცნობიერებს ენერგეტიკულ ბალანსს და დეფიციტის შემთხვევაში განგაშსა სცემს. ასე იმიტომ ხდება რომ გლუკოზა არის ჩვენი ტვინის ენერგიის ერთადერთი წყარო.
ადამიანის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის დღე-ღამეში 100 გრამი გლუკოზაა აუცილებელი.
უბედურება კი იმაშია, რომ დღეს ევროპელები და ამერიკელები (ჩვენი კვება არ განსხვავდება ამ ტიპისაგან) დღეში 300-800 გრამ გლუკოზას ნთქავენ ... აქედანაა ეს ზედმეტი წონის ეპიდემიაც ...
ყოველმა ინსულინდამოკიდებულმა დიაბეტიკმა იცის, რომ ინსულინის გაკეთების შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოს 10 - 15 გრამი გლუკოზა, რათა არ განვითარდეს ჰიპოგლიკემია ...
ჰიპოგლიკემია არის სწორედ ის განგაშის ზარები როცა ორგანიზმი სისხლში შაქრის დეფიციტს აფიქსირებს...
ვისაც გახდომა უნდა აუცილებლად უნდა გამორიცხოს შიმშილის გრძნობა.
შიმშილის გრძნობაც ორნაირია:
როცა კუჭს შია და როცა ტვინს შია
კუჭის მოტყუილება ადვილია, მაგრამ თუ ტვინმა დააფიქსირა შაქრის დეფიციტი და "იყვირა" - მშიაო ასე ადვილად ვეღარ გაჩერდება, რადგან სანამ თქვენ მიირთმევთ, სანამ ეს საკვები გადამუშავდება და სანამ მიღებული შაქარი სისხლით ტვინში მოხვდება ტვინის "მშია"-ს სინდრომით "დაშოკილი" თქვენ იმაზე მეტს მიირთმევთ ვიდრე რეალურად გესაჭიროებათ ...
ზედმეტი კი ქონის სახით

კრიტიკულ ადგილებში

დასაწყობდება ...
რად გინდათ ეს კეჩაპი?
ბოლოს და ბოლოს ჩვენებურ, შინაურ, პამიდვრის ან ტყემლის წვენს რა სჯობია?
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/